თმის ცვენის მკურნალობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პლაზმოთერაპიას იგივე PRP (თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა) პროცედურას. პლაზმოთერაპია ეფუძნება პაციენტის სისხლიდან თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის მიღებას, რომელიც შეიცავს ზრდის ფაქტორს და მის შეყვანას ინექციის გზით პრობლემურ ზონებში, რის შედეგად უმჯობესდება თმის ფოლიკულის კვება. კლინიკა „დეამედში“ გამოიყენება სხვადასხვა სახის PRP ტექნოლოგია. მათ შორის საყურადღებოა პლაზმოთერაპია Regen Lab ტექნოლოგიით.
Regen Lab — ეს არის მსოფლიოში ცნობილი შვეიცარული კომპანია. იგი უნიკალურია უჯრედული თერაპიის ტექნოლოგიების უმაღლესი სტანდარტებით.
რეჯენ ლაბს მოწინავე ადგილი უკავია როგორც თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის (PRP), ასევე კანის რეგენერაციული პროცედურებისათვის საჭირო უნიკალური პროდუქტების წარმოებაში.
ეს კომპანია 2003 წლიდან აქტიურად ამზადებს სინჯარებს პლაზმოთერაპიისათვის, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის მოსამზადებლად. პლაზმოთერაპიის დროს სამკურნალო მასალა მიიღება სწორედ პაციენტის სისხლით, კერძოდ თრომბოციტებში არსებული ზრდის ფაქტორებით.
კლინიკა „დეამედში“, უჯრედული თერაპიისთვის გამოიყენება Regenlab-ის შემდეგი სინჯარები:
- Regenkit BCT; 2. Cellular Matrix
Regenkit BCT პლაზმოთერაპია(PRP) გამოიყენება ანდროგენული ალოპეციის, ასევე სხვა არანაწიბუროვანი ( ტელოგენური, ბუდობრივი) თმის ცვენის სამკურნალოდ.
Regenkit პლაზმოთერაპია ხელს უწყობს თმის ბოლქვის რეგენერაციას, სისხლის მიწოდების გაზრდით და ფოლიკულური უჯრედების ინტენსიური გამრავლებით, შედეგად მცირდება თმის ცვენის პროცესი, მკვრივდება და ძლიერდება თმა.
პლაზმოთერაპიის პროცედურა შედგება 3 ეტაპისგან: სისხლის აღება, მისი ცენტრიფუგირება – თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის მიღება და მისი ინექცია თმის ცვენის უბნებში.
PRP პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წუთია. არ საჭიროებს რეაბილიტაციის პროცესს და არ ზღუდავს პაციენტს ყოველდღიური აქტივობებისაგან.
Regenkit PRP მკურნალობის შედეგად თმის ცვენის შემცირება შეინიშნება 6 კვირიდან, ხოლო თმის სიხშირის ზრდა მკურნალობის ჩატარებიდან 3 თვეში.
Regenkit პლაზმოთერაპია შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპლექსურად თმის ტრანსპლანტაციის, რეგენერა აქტივას, მინოქსიდილთან და ფინასტერიდთან ერთად.
რეკომენდებულია Regenkit PRP –ის პირველი 3 პროცედურის ჩატარება 3-4 კვირაში ერთხელ, ხოლო შემდგომი ხელშემწყობი პროცედურები სასურველია ჩატარდეს 3-4 თვეში ერთხელ.