კლინიკა "დეამედი"-ს ფილიალი კყრორტ საირმეში

 

2019 წლის 21 ივნისს კურორტ საირმეს ახალ სასტუმრო კომპლექსში  კლინიკა „დეამედი“-ს ფილიალი გაიხსნა, სადაც თმის გადანერგვის პარალელურად თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ, გაერთოდ და ისარგებლოდ სხვადასხვა გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი პროცედურებით და რაც მთავარია, ყველა სერვისს მიიღებთ მხოლოდ თმის გადანერგვის ფასად.

საირმეში თმის გადანერგვის უპირატესობა კიდევ მდგომარეობს იმაში, რომ ოპერაციის შემდეგ თავის დაბანა საირმის ბუნებრივი თერმული წყლით მნიშვნელოვნად აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს: ამცირებს გართულებების ალბათობას და აჩქარებს კანის აღდგენის პროცესს. თმის გადანერგვის შემდეგ დამახასიათებელი კანის წერტილოვანი შეწითლებები მინიმალურ დროში ალაგდება.

კლინიკა დეამედის და კურორტ საირმეს ერთობლივ პროექტს მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტმა, პაატა რატიანმა. მან აღნიშნა რომ ეს გახლავთ უპრეცენდენტო პროექტი და საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების სფეროში ერთ-ერთ თამამი და წინ გადადგმული ნაბიჟი.

გარდა იმისა რომ პაციენტი საირმეში მიიღებს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისს, პარალელურად იგი ისარგებლებს კურორტის უნიკალური შესაძლებლობებითაც:

 

ჰავა-კლიმატი

კურორტი მდებარეობს ზღვის დონიდან 950 მეტრზე, ის გარშემორტყმულია შერეული ტიპის წიწვოვან-ფოთლოვანი ტყით, რომელიც ქმნის უნიკალურ კლიმატს.

 

მინერალური წყაროები და მათი სამკურნალო თვისებები

ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ კურორტ საირმეში არსებული წყაროების მინერალური წყლების რეგულარული მიღება (დალევა), თერაპიულად მოქმედებს შემდეგი დაავადებების დროს: შარდ-კენჭოვანი დაავადებების (თირკმელში, შარდსაწვეთში და შარდის ბუშტში), პიელონეფრიტისა და ცისტიტის, ქრონიკული გასტრიტის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტის და ენტეროკოლიტის,   ინფექციური ჰეპატიტის, ჰეპატიტის შემდგომი ნარჩენი მოვლენებით, არააქტიურ ფაზაში. ასევე  შაქრიანი დიაბეტის არაინსულინ დამოკიდებული ფორმის დროს.

საირმეში ოთხი სახის მინერალური წყაროს წყალი მოედინება. თითოელ მათგანს განსხვავებული სამკურნალო თვისებები გააჩნია. პაციენტის დიაგნოზიდან გამომდინარე, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მინერალური წყლისა და მისი დოზირების შერჩევა ხდება კურორტის ექიმის მიერ.

აღსანიშნავია, რომ მინერალური წყლების მიღება შესაძლებელია პროფილაქტიკურადაც, ე.წ. სხეულის „გაწმენდის“ მიზნით.

 

საკურორტო პოლიკლინიკა

კურორტზე ფუნქციონირებს სადღეღამისო საკურორტო პოლიკლინიკა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გერმანული ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური აპარატურით. ფუნქციონირებს ულტრასონოგრაფიის კაბინეტი, აფთიაქი. კლინიკაში განთავსებულია უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, კარდიოლოგიური და თერაპიული კაბინეტები, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტები 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ დამსვენებლების ჯანმრთელობაზე.

 

თერმული წყალი და სპა ცენტრის პროცედურები

კურორტ საირმეში არსებული სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სპა ცენტრი აღჭურვილია მსოფლიოში ერთერთი წამყვანი გერმანული კამპანია ,,კრაფტის“ უახლესი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით. რაც საშუალებას იძლევა ყველა პროცედურა ჩატარდეს მაღალი ხარისხით, რაც თქვენი ჯანმრთელობის უტყუარი საწინდარია. ცენტრში ტარდება თითქმის ყველა სახის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურები (წყალქვეშა მასაჟები, მანუალური მასაჟების სრული სპექტრი, აბაზანები ოზონითა და სხვადასხვა ექსტრაქტებით, ჰიდროკოლონოთერაპია, ფიზიოთერაპია, გინეკოლოგიური ირიგაციები და სხვა)

ყველა პროცედურა ხორციელდება მინერალური თერმული წყაროს წყლით. თერმული წყარო მიწიდან 1500 მეტრის სიღრმიდან  ამოედინება და მისი ტემპერატურა 410 გრადუსია. საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტის,  უროლოგიის ინსტიტუტისა და ასევე გერმანელი სპეციალისტების მიერ დადგინდა, რომ საირმის თერმული წყლები ხასიათდება მაღალი თერაპიული ეფექტით. თერმული წყალი წარმოადგენს  სულფიდურ (გოგირდწყალბადიან), სულფატურ, ნატრიუმიან-კალციუმიან წყალს და მისი გამოყენება ხდება აბაზანების სახით, შემდეგი დაავადებების დროს: ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები, რევმატოიდული პოლიართრიტი, (ართრიტი), ოსტეოართრიტის და ოსტეოართროზის, რადიკულიტის, ნევროზის, ნევრასთენიის, შაკიკის, პროგრესული კუნთოვანი დისტროფიის (მსუბუქ სტადიაში). სებორიული ეგზემის       ქრონიკულ სტადიაში.

ვიდეო: გადაინერგე თმა დაისვენე კურორტ საირმეში

 

კლინიკა "დეამედი"-ს და კურორტ საიმეს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია საქართველს სამმა წამყვანმა ტელევიზიამ გააშუქა:

       

             

კლინიკა დეამედსა და კურორტ საირმეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმა ხელი მოაწერეს კლინიკა დეამედის დირექტორმა, დეა პაპასკირმა და კურორტ საირმეს სამედიცინო დეპარტამენტის ხელძღვანელმა, ჯაბა წულაძემ
ალექსი მახარაშვილი, დეა პაპასკირი, საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტი პაატა რატიანი და ჯაბა წულაძე
კლინიკის გახსნისას საირმეში თმის გადანერგვის პირველი ოპერაციაც ჩატარდა
გაიმართა კლინიკა "დეამედი"-ს პრეზენტაცია, რომელსაც პრესისა და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ
დღეს თმის გადანერგვა და დასვენება საირმეში ერთდროულადაა შესაძლებელი
დეა პაპასკირმა და ჯაბა წულაძემ ტორტი საზეიმო ვითარებაში გაჭრეს
Пსაქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტი პაატა რატიანი და პროფესორი ალექსი მახარაშვილი Махарашвили.
დეა პაპასკირი და ალექსი მახარაშვილი
დეა პაპასკირი და კლინიკა დეამედის ექიმი ეკა თოდუა მადლიერი პაციენტების გარემოცვაში
კურორტ საირმეს ულამაზესი ხედები