კონტაქტი

სერვისები

კომბინირებული (STRIP + FUE) მეთოდი

თმის გადანერგვის კომბინირებული (STRIP + FUE) მეთოდი

თმის გადანერგვის კომბინირებული მეთოდი გულისხმობს ერთდროულად, ერთი ოპერაციის ფარგლებში ორივე მეთოდის (Strip და FUE) გამოყენებას.

კომბინირებული მეთოდი რეკომენდებულია გამელოტების მაღალი ხარისხის შემთხვევაში, როცა საჭიროა მოვიპოვოთ მაქსიმალირად ბევრი თმა. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდით ერთი იპერაციის ფარგლებში შესაძლებელია მოვიპოვოთ 40-50%-ით მეტი თმა ვიდრე მხოლოდ Strip ან FUE მეთოდის მონო ვარიანტში გამოყენების დროს.

კომბინირებულ მეთოდს ხშირად მიმართავენ გამელოტების არც თუ ისე მაღალი ხარისხის დროსაც, როდესაც პაციენტის გენეტიკისა და კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე არსებობს თმის ცვენის პროგრესირების ალბათობა. ამ შემთხვევაში სადონორო თმის ბევრად მეტი რესურსი გვრჩება იმისათვის, რომ თუ მომავალში გაგძელდა თმის ცვენა, ის უპრობლემოდ აღვადგინოთ

ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არ შეიძლება Strip და FUE მეთოდების ერთმანეთის კონკურენტებად განხილვა. პირიქით მათი კომბინაცია გვაძლებს უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად ეფექტურად შესრულდეს თმის გადანერგვა და მივიღოთ გადანერგილი თმის კარგი სიხშირე მაღალი ხარისხის გამელოტიბის დროსაც კი.

მეთოდების შედარება

თმის გადანერგვის მეთოდების შედარება

ISHRS – ს (International Society of Hair Restoration Surgery, აშშ) მიერ აღიარებულია თმის გადანერგვის მხოლოდ ორი მეთოდი: FUT (Strip) და FUE , ცნობილია კიდევ რობოტიზებული თმის გადანერგვა (Artas).

FUE (უნაკერო) მეთოდის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ გადასანერგი თმის ფოლიკულების – გრაფტების ამოღება სადონორო (კეფის) არედან ხდება სათითაოდ, სპეციალური, 0,6-0,9 მმ. დიამტრის მქონე მინიატურული ინსტრუმენტის – (ფანჩის) საშუალებით, ყოველგვარი ხაზოვანი განაკვეთეის გარეშე. სწორედ ამიტომ შემდგომ მეთოდს უწოდეს “ უნაკერო“, „არაოპერაციული“ და ა.შ

Strip (ზონრის)მეთოდის დროს კი კეფის მიდამოდან ხდება კანის ზონრის ექსციზია (ამოჭრა) და მისი შემდგომი დაყოფა ფოლიკულურ გაერთიანებებად – გარფტებადრომლთა ჩანერგვაც ხდება თმაგაცვენილ უბნებში (სარეციპიენტო არეში). ჭრილობის გაკერვა კი ხდება მარიო მარზოლას მიერ მოწოდებული ტექნიკით ე.წ. „ტრიქოფიტური“ დახურვით, რომელიც კეფაზე ტოვებს პრაქტიკულად შეუმჩნეველ ნაწიბურს.

ამ ორი მეთოდს შორის ძირითადი განსხვავება არის ის რომ Strip მეთოდის დროს კეფაზე რჩება ნაზი ხაზოვანი ნაწიბური, რომელიც შესამჩნევი ხდება მხოლოდ თავის გადაპარსვის და ზოგჯერ კეფაზე ძალიან მოკლედ (1,0 სმ-ზე ნაკლები) შეჭრილი თმის შემთხვევაში. ხოლო FUE ტრანსპლანტაციის დროს არ არსებობს ხაზობანი ნაწიბური, მაგრამ კეფაზე რჩება მცირე ზომის (0,8 მმ-მდე დიამეტრის) მრავალი წერტილოვანი ნაწიბური, რომლებიც კანის, თავისებურებებიდან გამომინარე, ასევე შეიძლება იყოს შესამჩნევი თავის გადაპარსვის შემთხვევაში.

დავესესხებით ბრედლი ვულფს და ვიტყვით, რომ Strip მეთოდის დროს წარმოიქმნება ერთი ნაწიბური ყველა გრაფტისთვის, ხოლო FUE მეთოდის დროს – თითო ნაწიბური თითოეული გრაფტისთვის.

მოსაზრება, მივანიჭოთ უპირატესობა FUE მეთოდს Strip მეთოდთან შედარებით, მხოლოდ იმის გამო, რომ კეფაზე არ რჩება ხაზოვანი ნაწიბური, არის სადაო. თუ Strip მეთოდის დროს ქირურგი ითვალისწინებს ჭრილობის შეხორცების პირობებს, სწორად განსაზღვრავს ამოსაღები ზონრის ზომებს, პროფესიონალურად ასრულებს სადონორო ზონის პლასტიკას ნაკერის ტრიქოფიტური დახურვის გამოყებებით, მაშინ წარმოიქმნება ძალზე ნაზი ნაწიბური, რომლის შემჩნევა შეუძლებელია ძალიან მოკლე ვარცხნილობის დროსაც კი.

Strip მეთოდის დროს კეფის არედან ამოღებული სადონორო ზონრიდან გრაფტების პრეპარირდება ხდება გამოცდილი ასისტენტების მიერ სტერეოსკოპული მიკროსკოპების გამოყენებით მრავალჯერადი გადიდების პირობებში, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს ფოლიკულების დაზიანების ალბათობას. FUE მეთოდის დროს კი სადონორო მიდამოდან ფოლიკულები მოიპოვება ინსტრუმენტის (0,6–0,9 მმ დიამეტრის ფანჩი) საშუალებით, გრაფტის გარშემო ცილინდრული განაკვეთის გაკეთების შემდეგ. ასეთ პირობებში ხვეული თმის დაზიანების ალბათობა ძალიან მაღალია.

აღსანიშნავია, რომ ორივე მეთოდი (FUE და Strip), ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში. ორივე მეთოდს გააჩნია თავისი უპირატესობები, თავისებურებები, ჩვენება და უკუჩვენება, და მათი განხილვა ერთმანეთის კონკურენტად (საპირისპიროდ) არ შეიძლება. პირიქით, ამ ორი მეთოდის კომბინაცია საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ 40-50%-ით მეტი თმა, ვიდრე მხოლოდ ერთი რომელიმე მეთოდის გამოყენების დროს. ეს თავის მხრივ საშუალებას გავძლევს თმა გადავნერგოთ უფრო მეტი სიხშირით და შევამციროთ პროცედურების რაოდენობა მაღალი ხარიხის გამელოტების დროსაც კი

რა არის HFE მეთოდი ?  იხილეთ ვრცლად >>>