სერვისები

ტრიქოლოგთან კონსულტაციაზე მოსული პაციენტების უმრავლესობას ესაჭიროება გარკვეული სადიაგნოსტიკო პროცედურების ჩატარება, ვინაიდან გადამწყვეტი როლი მკურნალობის სწორი კურსის ასარჩევად სწორედ დიგნოსტიკას ენიჭება.

სადიაგნოსტიკო დიაპაზონი თავის თავში მოიცავს შემდეგ მეთოდებს:

არაინვაზიური -  ანამნეზი, ტრიქოსკოპია, ფოტოტრიქოგრამა

ნახევრად ინვაზიური- ტრიქოგრამა

ინვაზიური- ბიოფსია.  

თუმცა ყველაზე მნიშველოვან სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტებს ექიმ დერმატოლოგ-ტრიქოლოგის ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში თმის და კანის დაავადებების სადიაგნოსტიკოდ წარმოადგენს: შეფასების შკალა( სადიაგნოსტიკო კითხვარი), თმის მოქაჩვის ტესტი, დერმატოსკოპია და ტრიქოსკოპია.

 

ანამნეზი-  მნიშმნელოვანია პაციენტის პირადი და ოჯახური ანამნეზი, მედიკამენტების მიღების ისტორია, ქალებში გინეკოლოგიური ანამნეზი(ორსულობა, მშობიარობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა), თანმხლები დაავადებები. ასევე საჭიროა ცხოვრების წესის თავისებურებების შეფასება ( მწეველობა, საკვები დანამატების მიღება, დიეტები, წონის მკვეთრი დაკლება/მომატება), ვარცხნილობის თავისებურება.

  თმის ცვენის დაწყების ასაკი, ასევე სიმელოტის ტიპი და მასშტაბი ხშირად სადიაგნოსტიკო ათვლის პირველ წერტილად გვევლინება.

აუცილებლად გასათვალისწინებელია პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ფასდება სტრესის სერიოზულობა პაციენტის დაუყოვნებლად დასახმარებლად.

დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე შესაძლებელია შეფასდეს სხვადასხვა მაჩვენებლით. ანდროგენული და ბუდობრივი ალოპეციისთვის არსებობს კლინიკური სურათის ამსახველი კლასიფიკაციები ( იხ. ანდროგენული ალოპეცია; ბუდობრივი ალოპეცია)

მოქაჩვის ტესტი - თმის აქტიური ცვენის ამსახველი ნახევრად ინვაზიური და ამავე დროს ყველაზე უბრალო მეთოდია.  პაციენტი არ იბანს თავს 4-5 დღის განმავლობაში, რათა არ მოსდეს ტელოგენური თმების წყლით ჩამობანა.  ხდება დაახლოებით 50-60 თმის ღერის აღება დიდსა და საჩვენებელ თითს შორის და თმის ძირებიდან ბოლოებისკენ მსუბუქი მოქაჩვა. თუ აღებული თმების 10% ზე მეტი ჩამოცვივდა სახეზეა აქტიური თმის ცვენა. თუ ეს მაჩვენებელი 10% ზე ნაკლებია, ცვენა ნორმალურად შეიძლება შეფასდეს. ამ მეთოდით შესაძლოა შეფასდეს შუბლის, თხემის და გვირგვინის მიდამოდან ცვენის ინტენსივობა.

 

mokachvis_test

 

 

დერმატოსკოპია - ტრიხოსკოპია-  წარმოადგეს ძირითად მეთოდს თავის თმიანი ნაწილის დაავადებების სადიაგნოსტიკოდ.  კლინიკა დეამედში კვალიფიცირებული სპეციალისტის მიერ ტრიხოსკანის საშუალებით შესაძლებელია შეფასდეს თმის ღერის მდგომარეობა, დიამეტრი, შესაძლო ანომალიები,   ფოლიკულის ატროფია,  პერიფოლიკულური ჰიპერკერატოზი. 

 

trihoscopia

 

არსებობს კონკრეტული ტრიქოსკოპიული ნიშნები სხვადასხვა ბუნების თმის ცვენის სადიაგნოსტიკოდ.  მათი საშუალებით შესაძლებელია გავასხვავოთ ნაწიბუროვანი ალოპეცია  არანაწიბუროვანისაგან, ანდროგენული -დიფუზურისგან, ბუდობრივი თმის ცვენა ტრიქოტილომანიისგან და ა.შ. 

 

tmis_tsvena

 

 

არსებობს ასევე თმის დაბანვის და თმის მასის შეფასების ტესტი თუმცა მათ ნაკლები სადიაგნოსტიკო ღირებულება და დიდი ვარიაბელურობა ახასიათებს სწორედ ამიტომ უკვე ნაკლებად გამოიყენება თანამედროვე ტრიხოლოგიაში.

ტრიქოგრამა- წარმოადგენს კვლევის ნახევრად ინვაზიურ მეთოდს, რომლის დროსაც მიკროსკოპიულად ფასდება თმის ძირების მდგომარეობა, ფასდება მისი მორფოლოგია,   ასევე თმის გავითარების ციკლი, შესაძლებელი ხდება ცვენის ტიპების გარჩევა. 

 

trihogramma

 

 

 ამისათვის თავის თმიანი ნაწილის 2 უბნიდან  პინცეტის დახმარებით,სწრაფი მოძრაობით იღებენ 60-80 თმის ღერს და  ათავსებენ მიკროსკოპის ქვეშ ფოლიკულების შესასწავლად. მეთოდი მისი ტრავმატულობიდან გამომდინარე (საკმაოდ უსიამოვნოა პაციენტისთვის) უფრო ხშირად გამოიყენება კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას, ან იმ შემთხვევაში როდესაც აუცილებელია ფოლიკულის მდგომარეობის შეფასება ( მაგალითად დისტროფიული ანაგენური ალოპეციის დროს) 

 

alopetsiis_dros

 

ფოტოტრიქოგრამა- მისი ჩატარებისას თმიანი საფარველის პატარა უბანს შეღებავენ კონტრასტულობის მისაღებად, შემდეგ კი მოპარსავენ და მომდევნო კვირების განმავლობაში თვალყურს ადევნებენ თმის ზრდას.   ითვლიან თმის სიხშირეს, ტერმინალური თმის ღერებისა და ველუსის რაოდენობას,  ანაგენ-ტელოგენის შეფარდებას (ზრდის და დაცვენის ფაზაში მყოფი თმის ფოლიკულების პროცენტულ შეფარდებას), თმის ზრდის სისწრაფეს და თმის ღერის დიამეტრს. არსებობს ფოტოტრიქოგრამის მანუალური, ნახევრად ავტომატური და ავტომატური მეთოდები.

 

phototrikogramma

 

ფოტოსურათების გადაღება და მათი შედარება მკურნალობამდე და მის შემდეგ, გვეხმარება შევაფასოთ თმის საერთო მოცულობის ნებისმიერი ცვლილება.  მკურნალ ექიმს ფოტოების შედარება ეხმარება ობიექტურად შეაფასოს თმის ზრდის აქტივობა.  მნიშვნელოვანია ფოტოების გადაღება ერთი და იგივე რაკურსით, ერთსა და იმავე განათების პირობებში. პაციენტს უნდა ქონდეს ერთი და იგივე თმის სიგრძე და ვარცხნილობა. ფოტოგრაფირების დღეს არ უნდა მოხდეს თმის მუსის, ლაქის ან სპრეის გამოყენება.

სინათლის და ელექტრონული მიკროსკოპიის გამოყენება ხდება იმ შემთხვევაში როდესაც საჭიროა თმის კუტიკულის შესწავლა, მისი კერატინიზაციის პროცესის და  ცილოვანი შემადგენლობის, ასევე თმის ღერის სიგრძივი და განივი განაკვეთების დათვალიერება. მეთოდს ძირითადად ვიყენებთ კლინიკურ კვლევებში, ასევე თმის ღერის ანომალიებზე ეჭვის მიტანისას. 

 

sinatlis_da_electronuli

 

თავის კანის ბიოფსია- წარმოადგენს ინვაზიურ, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვან მეთოდს ნაწიბუროვანი,  ზოგიერთ შემთხვევაში კი არანაწიბუროვანი ალოპეციის სადიაგნოსტიკოდ. პროცედურას აკეთებენ ადგილობრივი ანესთეზიით, სპეციალური ინსტრუმენტის- პანჩის გამოყენებით.    ათვალიერებენ კანის როგორც განივ ასევე სიგრძივ ჭრილს.  ბიოფსია აუცილებლად ტარდება თუ არსებობს თავის კანის სიმსივნური წარმონაქმნის, ან არასპეციფიური ანთებადი დაავადებების ხილული კლინიკური ნიშნები . 

tavis_kanis_biopsia

 

თმის სპექტრალური ანალიზი: თმის ცვენის გამომწვევი მრავალი მიზეზიდან, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს ვიტამინების, მიკროელემენტების და ამინომჟავების დეფიციტი წარმოადგენს.

ბოლო კვლევებით დადასტურებულია  ვიტამინ -D-ს, ფერიტინის (შრატის რკინა) , ვიტამინ B12-ის, Zn-თუთიის, ტყვიის და ზოგიერთი სხვა მინერალის მნიშველოვანი როლი თმის ცვენაში.

სწორედ ამიტომ დიაგნოსტიკის ერთ-ერთ მეთოდს თმასა და სისხლში მინერალების და ვიტამინების განსაზღვრა წარმოადგენს.

კლინიკა "დეამედი" გთავაზობთ თმის სპექტრალურ ანალიზს მიკროელმენტებზე, რომელიც მოგცემთ საშულებას მიიღოთ ზუსტი ინფორმაცია ორგანიზმში მათ შემცველობაზე. ეს მიკროელემენტებია: Ca, Zn, K, Fe, Cu, Se, Mn,Cr, Br, Cl, Co, Ag,V, Ni,Rb,Mo,Sr, Ti. სპექტროგრამით ასევე ხდება ტოქსიური მიკროელემენტების განსაზღვრა, მათ შორის: Ba, Pb,As,Hg,Cd,Sb,Zr,Sn,Bi.

 

last