კონტაქტი

სერვისები

აკნეს მკურნალობა


აკნე, იგივე ვულგარული ფერიმჭამელა, წარმოადგენს მოზარდობის ასაკის უხშირეს პრობლემას, თუმცა მოზრდილთა ასაკშიც საკმაოდ გავრცელებულია. ამ დროს მიმდინარეობს:

  1. ხიმის ჯირკვლების გაძლიერებული სეკრეცია
  2. პერიფოლიკულური კერატინიზაცია
  3. P. ACNE- ს გამრავლება
  4. ორგანიზმის იმუნური

პასუხი ანთების სახით, შესაბამისად სახეზე, ზოგჯერ ასევე გულმკერდსა და ზურგზე აღინიშნება ანთებადი, ხშირად ჩირქოვანი გამონაყარი, ღია კომედონები ე. წ. “შავი წერტილები”.

კომედონები, მომატებული ცხიმიანობა – დიაგნოსტიკა ხდება ექიმ დერმატოლოგის მიერ კანის დათვალიერების შედეგად. გამონაყრის ინტენსიურობა ხშირად განპირობებულია ჰორმონალური ფონით, კერძოდ ანდროგენების სიჭარბით. მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში თუ გამონაყართან ერთად სახეზეა ჰირსუტიზმი, პოლიკისტოზური საკვერცხეები და მამაკაცური ტიპის თმის ცვენა, აუცილებელია ანდროგენული სპექტრის შესწავლა სისხლში. მკურნალობა მოიცავს რეგულარულ, ინტენსიურ ადგილობრივ მოვლის პროდუქტებს, რომლებიც მიმართულია ცხიმიანობის შესამცირებლად და ანთების საწინააღმდეგოდ. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია, გოგონებში ანტიანდროგენული მედიკამენტები, რეტინოიდების (იზოტრეტინოინი, როაკუტანი) დანიშვნა ხდება მხოლოდ მძიმე ცისტური აკნეს შემთხვევაში. მკურნალობის ეფექტურობაში ხშირად გადამწყვეტი როლი ენიჭება ისეთ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, როგორიცაა ქიმიური პილინგი, აკნეს საწინააღმდეგო მეზოთერაპია, PRP თერაპია, სახის კოსმეტოლოგიური წმენდა.

კლინიკა დეამედში აღნიშნულ პროცედურებს ატარებენ მაღვალკვალიფიციური დერმატოლოგები, პროფესიონალური, ლუქს ხაზის კოსმეტოლოგიური ბრენდების გამოყენებით, რის შედეგადაც მკვეთრად უმჯობესდება კანის მდგომარეობა, მცირდება გამონაყარი ქრება, აკნეს შემდგომი ლაქები და კანი იღებს ჯანსაღ იერს.

როზაცეას (კუპეროზის) მკურნალობა

როზაცეა (კუპეროზი) კანის საკმაოდ ხშირი დაავადებაა , რომელიც გვხვდება მოზრდილთა ასაკში , უპირატესად ღია ფერის ინდივიდებში. ამ დაავადების მიზეზი უცნობია, თუმცა გარკვეული როლი აკისრია:

  1.  იმუნური სისტემის მცდარ პასუხს,
  2.  კანის ანთებით რეაქციას სხვადასხვა მიკროორგანიზმზე
  3.  მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას
  4.  სისხლძარღვების ჰიპერაქტიურობას

დაადადების მიმდინარეობის სიმძიმის განსაზღვრაში გარკვეული როლი ენიჭებათ: ჰელიკობაქტერია პილორის და დემოდექსს.

გამოყოფენ დაავადების 4 მთავარ ჯგუფს:

  1. ერითემატოზურ – ტელეანგიექტაზიურ
  2. პაპულო – პუსტულოზურ
  3. ფიმატოზურ
  4. თვალის ფორმებს.

ერითემატოზურ – ტელეანგიექტაზიური ფორმის დროს პაციენტებს აწუხებთ სახის კანის პერსისტენტული სიწითლე, სიმშრალე, მომატებული მგრძნობელობა, მომდევნო სტადიაში აკნეს მაგვარი ანთებადი პაპულოზური გამონაყარი, გამოხატული ზედაპირული სისხლძარღვები, რომლებიც კუპეროზის სახელწოდებითაც არის ცნობილი. დაავადების მკურნალობაში მნიშნელოვანი როლი აკისრია გამაღიზიანებელი აგენტებისგან თავის არიდებას. ეს აგენტებია: მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, ალკოჰოლი, განსაკუთრებით წითელი ღვინო, ცხელი და ცხარე საკვები და სასმელი, ხანგრძლივი ცხელი აბაზანა, კოსმეტიკის ხშირი ცვლა .

მკურნალობა განსხვავებულია სხვადასხვა ფორმის როზაცეის დროს. ერითემატოზურ – ტელეანგიექტაზიური როზაცეის დროს, როდესაც სახეზე გვაქს კანის ქრონიკული სიწითლე და გამოხატული კუპეროზი, აუცილებელია კანის მოვლა სპეციალური როზაცეის საწინააღმდეგო კოსმეტიკური ხაზით, მზისგან თავის დაცვა, ქრონიკული სიწითლის საწინააღმდეგო პროცედურები კლინიკაში. ასევე IPL ფოტოთერაპია და ე. წ. ანტიკუპეროზული ლაზეროთერაპია. პაპულო -პუსტულოზური როზაცეის დროს კი აქტიურად გამოიყენება ადგილობრივად აზელაინის მჟავა, მეტრონიდაზოლი, ხოლო შინაგანად – დაბალდოზირებული დოქსიციკლინი.

როზაცეას მკურნალობა საჭიროებს სპეციალისტის მაღალკვალიფიციურობას და პაციენტის უნარს ზედმიწევნით შეასრულოს ექიმის მიერ მიცემული რეკომენდაციები. კლინიკა დეამედში ყველა საჭირო პირობაა ამ დაავადების სწორად და წარმატებით სამართავად.

კრიოდესტრუქცია

კრიოთერაპია – ეს არის დერმატო-კოსმეტოლოგიური პროცედურა, რომელიც სრულდება თხევადი აზოტის გამოყენებით, რასაც მივყავართ ქსოვილის სრულ განადგურებამდე მისი გაყინვის გზით 196 გრადუსამდე. ამ დროს პათოლოგიური წარმონაქმნის დესტრუქციის გამოწვევა ხდება ფიზიკური გაყინვის მეთოდით.

თხევადი აზოტით კრიომასაჟის სახით ტარდება ასევე კუპეროზის საწინააღმდეგო პროცედურები.

კრიოთერაპიის ჩვენებები: კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები (კანის პაპილომები, კერატომები, ვირუსული მეჭეჭები, კოჟრები, კონტაგიოზური მოლუსკი).

კრიოთერაპიის უკუჩვენებები:

  • დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი.
  • დაავადებები დაკავიშირებული სისხლის შედედებასთან.
  • კრიოგლობულინემია.
  • გამოხატული კანის პიგმენტაციური დარღვევები.
  • კელოიდური ნაწიბურების გაჩენისადმი მიდრეკილება.
  • კანის ავთვისებიანი სიმსივნეები

როგორ ტარდება კრიოთერაპიის პროცედურა:

პროცედურის წინ ხდება ანტისეპტიკური ხსნარის საშუალებით სამუშაო კერის გაწმენდა. შემდეგ უშუალოდ არასასურველ წარმონაქმნზე ხდება თხევადი აზოტის დასხურება, რის შედეგადაც დამუშავებული ქსოვილი იღებს თეთრ ფერს (იყინება), აზოტის შესხურების პროცესი გრძელდება 1-2 წთ-ის განმავლობაში და მეორდება 2-3 ჯერ ერთ სეანსზე. სეანსების რაოდენობა დამოკიდებულია წარმონაქმნის ტიპზე და მეორდება 7-10 დღეში. პროცედურის დროს მხოლოდ დაზიანებულ არეში ადამიანს ზედმეტი სიცივისგან აქვს მცირედი წვის შეგრძნება.

კრიოპროცედურის შემდგომი პერიოდი:

კრიოპროცედურის შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში დამუშავებული კერის ირგვივ შესაძლოა გაჩნდეს პატარა სითხის შემცველი ბუშტი, რომელიც რამოდენიმე დღეში გაიწოვება, ქსოვილი კი იღებს მუქ მოშავო – მოიასამნისფრო შეფერილობას და საბოლოოდ მთლიანად სცილდება ჯანსაღ ჯანს.

იმ შემთხვევაში თუ პროცედურა ტარდება სხეულის ღია ნაწილზე მაშინ აუცილებელია მისი მზის სხივებისაგან დაცვა. ასევე მნიშვნელოვანია დამუშავებული კერის დაცვა მტვრის ნაწილაკებისაგან.

კრიოთერაპიის გართულებები:

პროცედურა ჰიგიენური ნორმების დაუცველობის შემთხვევაში შესაძლოა გართულდეს მეორადი ინფეციით ან შესაძლოა განვითარდეს ჰიპერპიგმენტაცია.