2025 წლის სექტემბერში, ტაშკენტმა ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლა.
ღონისძიებაზე საპატიო სტუმრებად მიწვეული იყვნენ : პროფესორი დეა პაპასკირი- თმის გადანერგვის საერთაშორისო ექსპერტი და კლინიკა დეამედის დერმატოლოგ-ტრიქოლოგი მაკა დოღოზაშვილი.
პროფესორ დეა პაპასკირის მოხსენებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მისი პროფესიონალიზმი და გამოცდილება, რაც დეამედს თმის გადანერგვის სფეროში ლიდერის პოზიციაზე აყენებს. მაკა დოღოზაშვილმა კი კოლეგებს გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება და თანამედროვე მიდგომები თმის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
დეამედის დამფუძნებელი და წამყვანი ქირურგი, პროფესორი დეა პაპასკირი აღიარებულია არა მხოლოდ კლინიკურ პრაქტიკაში, არამედ სამეცნიერო სივრცეშიც. მისი ცოდნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს სამედიცინო იმიჯის გაძლიერებას მსოფლიოში.