2025 წელს საქართველოს ესთეტიკის საერთაშორისო ასოციაციის (GAIA) რიგით II კონფერენციამ კიდევ ერთხელ შეკრიბა მედიცინის სფეროს წამყვანი სპეციალისტები.
კონფერენციაზე სპიკერის როლში წარსდგა კლინიკა „დეამედის“ ორი მაღალი კვალიფიკაციის ექიმი:- პროფ. დეა პაპასკირი და დერმატო -ტრიქოლოგი მაკა დოღოზაშვილი .
🔹 პროფ. დეა პაპასკირის მოხსენება :- „ტრანსპლანტაცია – ერთადერთი ეფექტური გზა თმის საფარველის აღსადგენად“.
პროფესორი დეა პაპასკირი საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის ერთ-ერთი პიონერი და გამორჩეული ლიდერია. მისმა მოხსენებამ კონფერენციაზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. დეტალურად იქნა განხილული თანამედროვე თმის გადანერგვის მეთოდები, მათი უპირატესობები და საერთაშორისო გამოცდილება. პროფ. დეა პაპასკირმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თმის ტრანსპლანტაცია დღესაც რჩება ერთადერთ კლინიკურად დადასტურებულ და ეფექტურ გზად თმის საფარველის სრულფასოვნად აღსადგენად.
🔹 მაკა დოღოზაშვილის – კლინიკა დეამედის დერმატო-ტრიქოლოგის მოხსენება : – „პირველადი ნაწიბუროვანი ალოპეციები – კლინიკური პრაქტიკის გამოწვევა“.
მოხსენებაში წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული და მულტიფაქტორული პათოლოგია – ნაწიბუროვანი ალოპეციები. კლინიკა დეამედის ტრიქოლოგმა მაკა დოღოზაშვილმა გააზიარა კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება, მკურნალობის სირთულეები და თანამედროვე მიდგომები, რაც პრაქტიკოს ექიმებსა და პაციენტებს სწორი გზის შერჩევაში დაეხმარება.
GAIA II კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „დეამედი“ არა მხოლოდ მუშაობს საერთაშორისო სტანდარტებით , არამედ თავად ქმნის ახალ სამეცნიერო გამოცდილებას და აქტიურად მონაწილეობს გლობალური სამედიცინო სივრცის განვითარებაში.