თმის გადანერგვის სფერო, მუდმივ განვითარებას მოითხოვს. იხვეწება დიაგნოსტიკის და კვლევის მეთოდებიც. ფოტოფაინდერი არის თმის და კანის სადიაგნოსტიკო მულტიფუნქციური სისტემა, რომელიც თბილისში, კლინიკა „დეამედში“ დაინერგა.

ეს უნიკალური აპარატი აღჭურვილია დერმატოსკოპიული და ტრიქოსკოპიული ფუნქციებით, რაც მნიშვნელოვანია თმის ცვენის და კანის კიბოს დიაგნოსტიკისათვის.
ტრიქოსკოპით ხდება თმის ცვენის ტიპის და თავის თმიანი ნაწილის დაავადებების დადგენა.
დერმატოსკოპის მეშვეობით ასევე შესაძლებელია კანის ახალწარმონაქმნების დათვალიერება-დაკვირვება.

აპარატი გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაშიც ფოტოდაბერების, სიბერის ნიშნების და ნაოჭების სიღრმის შესაფასებლად.
ფოტოფაინდერით შესაძლებელია მაღალი ხარისხის დერმატოსკოპიული და
ტრიქოსკოპიული სურათების გადაღება. ფოტოფაინდერი უნიკალურია იმითაც, რომ
იქმნება პაციენტების ბაზა მრავალი წლის განმავლობაში, რაც საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ დაავადების დინამიკას და
ზუსტად შევაფასოთ მკურნალობის ეფექტურობა.