2023 წლის 18 თებერვალს სასტუმრო „შერატონ მეტეხში “ გამართულ ექიმების დაჯილდოვების საზეიმო საღამოზე ( MedART GROUP ) დეა პაპასკირს – პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი, კლინიკა “დეამედი”-ს დამფუძნებელი და დირექტორი – თმის გადანერგვის ექსპერტის საპატიო წოდება მიენიჭა!
ეს იყო დამსახურებული ჯილდო მისი თმის გადანერგვის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის !
წოდება – ექსპერტი თმის გადანერგვაში, დეა პაპასკირის მრავალწლიანი, წარმატებული პრაქტიკული საქმიანობის შედეგია.
დეა პაპასკირი არის ექიმი, რომელმაც თმის გადანერგვის ეფექტურობა რეალობად აქცია !
დეა პაპასკირს აქვს 21 წლიანი უწყვეტი პრაქტიკა და პედაგოგიური საქმიანობა თმის გადანერგვის სფეროში ( თსსუ აკრედიტერებული პედაგოგი ), ამავე დროს არის „დეამედსტანდარტის“ ავტორი.
რა ქმნის იმ განსაკუთრებულ ხელწერას, რომელიც დეა პაპასკირს გამოარჩევს :
- თმის ტრანსპლანტაციის თანამედროვე ტექნოლოგიების
ზედმიწევნით ფლობა და საოპერაციოში მისი ოსტატური
გამოყენება. - განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხედვა
და მიდგომა თითოეული პაციენტის პრობლემისადმი , რასაც
ერთხმად აღიარებენ, როგორც მისი პაციენტები, ასევე
მოსწავლეები არაერთი ქვეყნიდან. - სიზუსტე ოპერაციის დაგეგმვისას ( რაც განაპირობებს საუკეთესო
შედეგებს ) - საკუთარი საქმის სიყვარული და გულწრფელობა
დეა პაპასკირი არის ავტორი დისერტაციისა, რომელიც გულისხმობს თავის თმიანი ნაწილის ნაწიბუროვანი დეფექტის მქონე პაციენტებში თმის ეფექტურ გადანერგვას. ეს ნაშრომი თმის გადანერგვის სფეროში არის უნიკალური და მისი ანალოგი არ არის მსოფლიოში.
დეა პაპასკირის დამსახურებაა, რომ დღეს უკვე მრავალ პაციენტს მოეხსნა ის ფსიქო-სოციალური პრობლემა, რომელიც ნაწიბუროვანი დეფექტებით იყო გამოწვეული.