კონტაქტი

„ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტთა საზოგადოების“ (ОСЭМ) საერთაშორისო სიმპოზიუმი. რუსეთი, მოსკოვი, 2006 წ.

2006 წლის 27 ნოემბერს, ქ. მოსკოვში, პლასტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა ალოპეციის აქტუალურ პრობლემას და მისი მკურნალობის თერაპიულ და ქირურგიულ მეთოდებს. კონფერენციის ორგანიზატორი იყო რუსეთის “ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტთა საზოგადოება” (ОСЭМ). კონფერენციაზე ალექსი მახარაშვილმა მეტად საინტერესო მოხსენება გააკეთა თემაზე: “თმის ტრანსპლანტაციის სხვადასხვა ეტაპის დროითი ინტერვალების ოპტიმიზაცია ფოლიკულების მორფოლოგიური ცვლილებებიდან გამოდინარე”. 

ფოლიკულების ზრდის ზონის უნატიფესი სტრუქტურული ცვლილებების შესწავლა თმის გადანერგვის სხვადასხვა ეტაპზე ხორციელდებოდა ელექტრონულ მიკროსკოპზე. ამ კვლევის შედეგების გაანალიზებით შესაძლებელი გახდა გადანერგილი თმის სიცოცხლისუნარიანობის (გაზრდადობის) 100%-მდე გაზრდა.

ალექსი მახარაშვილის მოხსენება