2018 წლის 6-8 ივლისს, თბილისში, სასტუმრო რედისონში, პლასტიკური ქირურგიის და დერმატოკოსმეტოლოგიის მე-12 საერთაშორისო კონგრესი, „კოლხიდა-2018“ ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ კომპანია „”APTOS” და „საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოება“ – GeoPRAS.
კონგრესი, როგორც ყოველთვის, უცხოელი კოლეგების მხრიდან დიდი ინტერესესით წარიმართა. მის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 39 ქვეყნის წამყვანი სპეციალისტი. სულ დარეგისტრირებული იყო 700-მდე დელეგატი.
კლინიკა “დეამედი” კონგრესის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული. ჩვენმა ექიმებმა ღონისძებაზე 3 მოხსენება წარმოდგინეს::
- პროფესორი ალექსი მახარაშვილი – “Mistakes and complications during hair transplantation”.
- ფლებოლოგი, მედიცინის დოქტორი ირაკლი პაპასქუა- “Abilities of sclerotheraphy in aesthetics phlebology”.
- დერმატოლოგი, ტრიქოლოგი მაკა დოღოზაშვილი – “Objectives and possibilities of modern trichology”.