2017 წლის 4-7 ოქტომბერს, ქალაქ პრაღაში ( ჩეხეთი) ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) XXV მსოფლიო კონგრესი. (პრეზიდენტი – Ken Washenik).
ღონისძიება, როგორც ყოველთვის, გამოირჩეოდა თავისი მასშტაბურობით და საინტერესო სამეცნიერო თემატიკით. კონგრესის მუშაობაში მონაწილებდა 1000-ზე მეტი დელეგატი (როგორც ექიმები ასევე ექიმის ასისტენტები) მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. მათ შორის იყო პროფესორი ალექსი მახარაშვილიც, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ISHRS-ს კონგერესების რეგულარული მონაწილეა.
ასეთი კონგრესები ღირებულია არა მარტო საინტერესო პრეზენტაციებით, არამედ მნიშვნელოვანია კულუარებში განხილული თმის გადანერგვის სფეროში არსებული პრობლემური საკითხებითაც. იყო მრავალი საინტერესო დისკუსია ჩვენს უცხოელ კოლეგებთან და მეგობრებთან.
გალა ვახშამის დროს ტრადიციისამებრ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი.
თმის გადანერგვის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ოქროს ფოლიკული – 2017“ – ის მფლობელი გახდა Edwin S. Epstein (სშა). „პლატინის ფოლიკული – 2017“ – ით კი დაჯილდოვდა Jean M. Devroye (ბელგია)