კონტაქტი

თმის აღდგენითი ქირურგიის (ISHRS) 31-ე საერთაშორისო კონგრესი

თმის აღდგენითი ქირურგიის (ISHRS) 31-ე საერთაშორისო კონგრესი 2023 წლის 1-4 ნოემბერს, ინდოეთის ქალაქ დელიში გაიმართა. სამეცნიერო კვლევებით გამყარებული წლის სიახლეები, ინოვაციები თმის ტრანსპლანტაციასა და ტრიქოლოგიაში, კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება, კვლავაც კონგრესის მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა. კონგრესს ინდური კულტურული საღამოები და სტუმართმოყვარეობა ახალისებდა.

უკვე მეორე წელია რაც ცალკე სესია დაეთმო ქალი ქირურგების როლს თმის აღდგენით ქირურგიაში. დაჯილდოვების ღონისძიებაზე ოქროს ფოლიკული გადაეცა ამერიკელ ქირურგს ნიკოლ როჯერს.

შეგახსენებთ, რომ კლინიკა დეამედის პლასტიკური ქირურგი დეა პაპასკირი თმის აღდგენითი ქირურგიის ასოციაციის წევრი 2009 წლიდან გახლავთ და ყოველწლიურად მონაწილეობს ამ კონგრესში. კლინიკაში მყისიერად ინერგება ყველა ინოვაცია, რაც თმის ტრანსპლანტაციასა და ტრიქოლოგიაში არის წარმოდგენილი.