კონტაქტი

თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISHRS) XXVI კონგრესი. აშშ, კალიფორნია, ჰოლივუდი, 2018 წ.

2018 წლის 10-14 ოქტომბერს ჰოლივუდში (აშშ) გაიმართა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთშორისო საზოგადოების (ISHRS) ყოველწლიური, XXVI კონგრესი (პროგრამის ხელმძღვანელი Parsa Mohebi). კლინიკა „დეამედს“ კონგრესზე წარმოადგენდა პროფესორი ალექსი მახარაშვილი, რომელიც გახლავთ ISHRS-ის წევრი და აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების სამეცნიერო ღონისძიებებში. კონგრესის მუშაობაში სულ მონაწილეობას იღებდა 57 ქვეყნის 925 დელეგატი, აქედან 185 პირველად იყო დარეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ ISHRS-ს რეგულარულ კონგრესებზე დამსწრეთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, რაც მსოფლიოში თმის ცვენის პრობლემისადმი მზარდ ინტერესსა და თმის გადანერგვის მეტად პოპულარიზაციაზე მიუთითებს. კონგრესის მუშაობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ Strip და FUE მეთოდები არ უნდა განვიხილოთ ერთმანეთის კონკურენტებად, პირიქით, ხშირ შემთხვევაში მათი კომბინაციაში გამოყენება იძლევა საუკეთესო შედეგებს. ყველა პაციენტს ჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და ექიმმა უნდა გადაწყვიტოს თუ თმის გადანერგვის რომელი მეთოდი იქნება ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური კონკრეტულ შემთხვევაში. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კონგრესის მუშაობის მსვლელობისას საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო თმის გადანერგვის სფეროში დაშვებულ შეცდომებსა და გართულებებს. მოგეხსენებათ თმის გადანერგვის პოპულარიზაციასთან ერთად იზრდება იმ ექიმთა რაოდენობაც, რომელთაც სურთ რომ ამ სფეროში დაკავდნენ და საკმაოდ მომრავლდა ახალი კლინიკებიც. თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში ახალბედა კლინიკებსა და სამედიცინო პერსონალს არ გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია. მათ მიერ შეთავაზებული სამედიცინო სერვისი იძლევა უარყოფით შედეგებს და საზოგადოებაში თმის გადანერგვის მიმართ უნდობლობას იწვევს. ამ პრობლემების გადასაჭრელად ISHRS გადაწყვიტა , რომ კიდევ უფრო გაამკაცროს რეგულაციები თმის გადანერგვის სფეროში მთელი მსოფლიოს მაშტაბით. შეიქმნა თმის გადანერგვის ე.წ. “შავი ბაზრის” (Black Market) წინააღმდეგ მებრძოლი საბჭო, სადაც უნდა ეცნობოს არალიცენზირებული კლინიკებისა და ექიმების შესახებ, ექიმთა შეცდომებზე და არასათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალზე. ამით თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოებამ ფაქტიურად ყველა მის წევრს დააკისრა პასუხისმგებლობა თმის გადანერგვის ხარისხიანი სერვისის დამკვიდრებასა და დაცვაზე, რაც თავის მხრივ პაციენტთა ინტერესების დაცვას გულისხმობს. კონგრესის დასრულებისას ტრადიციულად გაიმართა გალა-ვახშამი და დაჯილდოების ცერემონიალი. 2018 წლის ოქროს ფოლიკულის მფლობელად დასახელდა Paul Cotterill, პლატინის ფოლიკული გადაეცა Jerzy Kolasinski-ს, ხოლო ISHRS Manfred Lucas – ის უმაღლესი ჯილდო, წილად ხვდა ავსტრალიელ ტრანსპლანტოლოგს, ჩვენს მეგობარს, Mario Marzola-ს. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელით დაჯილდოებულები არიან ისეთი გამორჩეული მეცნიერები და ნოვატორები თმის ტრანსპლანტაციის სფეროში, როგორიცაა შოჯი ოკუდა, ნორმან ორენტრეიხი, ოტარ ნორვუდი, ბობი ლიმერი და სხვა.