კონგრესის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ პროფესორი ალექსი მახარაშვილი და პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი დეა პაპასკირი.
საინტერესო იყო ალექსი მახარაშვილის დისკუსია მრგვალ მაგიდასთან, ექსპერტებთან კრისტიან ბისანგასთან (Christian N. Bisanga) და პატრიკ მვამბასთან (Patrick Mwamba). ალექსი მახარაშვილმა გამოთქვა თავისი მოსაზრება, თუ როგორ უნდა შევამციროთ გრაფტების (თმის ფოლიკულების) დაზიანება FUE მეთოდის გამოყენების დროს. პატრიკ მვამბამ კი გაგვიზიარა თავისი გამოცდილება ხვეული თმის FUE მეთოდით ექსტრაქციის შესახებ.
ჩვენთვის ლას ვეგასის კონგრესი დასამახსოვრებელი იყო იმით რომ აქ პირველად გაჟღერდა მოხსენება გრძელი თმის FUE მეთოდით გადანერგვის შესახებ. მისი ავტორი იყო ბრაზილიელი ექიმი Otavio Boaventura Lima. სამწუხაროა რომ სწორედ ის დაფიქსირდა ამ მეთოდის ნოვატორად, რადგან პროფესორმა ალექსი მახარაშვილმა 2014-2015 წლებში შეიმუშავა გრძელი თმის გადანერგვის ტექნოლოგია FUE (უნაკერო) მეთოდით, მაგრამ სანამ ინჟინრები მუშაობდნენ შესაბამისი აპარატურისა და ინსტრუმენტების შექმნაზე, ISHRS-ის 24-ე საერთაშორისო კონგრესზე ლას-ვეგასში, ბრაზილიელმა ექიმმა პირველმა მოახსენა ზუსტად ანალოგიური მეთოდის შესახებ. აღმოჩნდა რომ ის და ალექსი მახარაშვილი ერთდოულად ფიქრობდნენ ამ საკითხზე, ამიტომ გრძელი თმის გადანერგვას FUE მეთოდით თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ბოავენტურა-მახარაშვილის მეთოდი.Aleksiy Makharashvili discussing with Bisanga
Patrick Mwamba and Aleksiy Makharashvili
S. Fyodorov, B. Wolf and A. Makharashvili
A. Makharashvili and D. Papaskiri
Dea Papaskiri and Aleksiy Makharashvili at the Exhibition of Medical Achievements, where modern technologies of hair loss diagnostics and treatment were displayed.