2015 წლის 9-13 სექტემბერს ქ. ჩიკაგოში (აშშ) ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთშორისო საზოგადოების (ISHRS) ყოველწლიური, XXIII კონგრესი (პროგრამის ხელმძღვანელი Nilofer Farjo). ჩვენი გუნდი კონგრესზე წარმოდგენილი იყო შემდეგი დელეგაციით: პროფ. ალექსი მახარაშვილი, პლასტიკური ქირურგი დეა პაპასკირი, დერმატოლოგი-ტრიხოლოგი მაკა დოღოზაშვილი, ანესთეზიოლოგი სოსო ბეგაშვილი.
კონგრესის მუშაობაში სულ მონაწილეობას იღებდა 734 დელეგატი (567 ექიმი და 167 ასისტენტი), აქედან 210 პირველად იყო დარეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ ISHRS-ს რეგულარულ კონგრესებზე ყოველწლიურად დამსწრეთა რაოდენობა მატულობს, რაც მსოფლიოში თმის ცვენის პრობლემისადმი მზარდ ინტერესსა და თმის გადანერგვის მეტად პოპულარიზაციაზე მიუთითებს.
კონგრესის მუშაობისას კვლავ აქტიურად განიხილებოდა თმის გადანერგვის ორი ძირითადი მეთოდის, Strip და FUE,
შესაძლებლობები. მათი უპირატესობები, ჩვენებები და უკუჩვენებები. FUE მეთოდი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება ბოლო წლებში, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ Strip და FUE არ უნდა განვიხილოთ ერთმანეთის კონკურენტებად, პირიქით, ხშირ შემთხვევაში მათი კომბინაციაში გამოყენება იძლევა საუკეთესო შედეგებს. ყველა პაციენტს ჭირდედა ინდივიდუალური მიდგომა და ექიმმა უნდა გადაწყვიტოს თუ თმის გადანერგვის რომელი მეთოდი იქნება ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური კონკრეტულ შემთხვევაში.
საინტერესო იყო სესია, რომელიც მიეძღვნა თმის ტრანსპლანტოლოგიის ფუძემდებლის, იაპონელი დერმატოლოგის, შოჯი ოკუდას ბიოგრაფიას და სამეცნიერო-პრაქტიკულ მოღვაწეობას. ოკუდას წვლილი თმის აუტოტრანსპლანტაციის ევოლუციაში მართლაც განუსაზღვრელია. მის კვლევებს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა და საფუძვლად უდევს მრავალ თანამედროვე სამეცნიერო ნაშრომს.
კონგრესის მუშაობის მსვლელობისას საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო ანდროგენული ალოპეციის მედიკამენტოზურ მკურნალობას. იყო მრავალი საინტერესო მოხსენება და დისკუსია. ამ მხრივ მინოქსიდილისა და ფინასტერიდის ეფექტურობა ისევ ეჭვგარეშეა.
მედიკამენტოზური მკურნალობის ალტერნატივად აქტიურად განიხილებოდა ლაზეროთერაპია დაბალი სიმძლავრის ლაზერით, Low level laser therapy (LLLT). წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული, მეტად კომფორტული, ინდვიდუალური მოხმარების ლაზერული შლემები. თმის ცვენის არაქირურგიული მეთოდებით მკურნალობის საკითხებისადმი მიძღვნილ დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდა მაკა დოოზაშვილი.
კონგრესის დასრულებისას ტრადიციულად გაიმართა გალა-ვახშამი (ბალ-მასკარადი), რომელიც წელს განსაკუთრებული თეატრალიზებულობით გამოირჩეოდა.
2015 წლის ოქროს ფოლიკულის მფლობელად დასახელდა ბერნარდ ნუსბაუმი, რომელთანაც ბოლო რამდენიმე წელია მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს.
Aleksiy Makharashvili and Diana Papaskiri presenting ISHRS President Sharon Kein with a Book abour Georgian Sights
With long hair transplantation specialist Marcelo Pitchon
Aleksiy Makharashvili, John Harris and Diana Papaskiri
Glad to meet Russian Colleagues Sergey fiodorov and Elena Uriupina
With long our partner and friend of many years, Presidents of Company "Robbins Instruments" George Mulvan
Founder of Trichopigmentation Milena Lardi and Diana Papaskiri
Diana Papaskiri and Maka Doghozashvili actively participating in discussion about medication treatment of androgenic alopecia, sharing our experience with colleagues
Winner of the "Golden Follicle - 2015" award Bernard Nusbaum and Alexiy Makharashvili