2013 წლის 23-26 ოქტომბერს სან-ფრანცისკოში (აშშ) ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) ყოველწლიური XXI კონგრესი (კონგრესის პრეზიდენტი Robert H. True).
კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს პროფესორმა ალექსი მახარაშვილმა და პლასტიკურმა ქირურგმა დეა პაპასკირმა, აგრეთვე მოსკოვის ჩვენივე კლინიკის პროფესორმა ალექსანდრე შესტოპალოვმა.
კონგრესს 600-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ მსოფლიო დონის თმის ტრანსპლანტოლოგები (William R. Rassman, Bessam K. Farjo, Robert M. Bernstein, James A. Harris, Bobbi L. Limmer, Jon P. Cole, Robert S. Haber и др.), კლინიკის დირექტორები და სხვადასხვა სპეციალობის ექიმები (ქირეურგები, დერმატოლოგები, ბიოლოგები და ა. შ.).
წარმოდგენილი იყო 137 მოხსენება და 57 სასტენდო პრეზენტაცია, რომლებიც ეძღვნებოდნენ თმის აღდგენის აქტუალურ პრობლემებს და ფოლიკულის ფიზიოლოგიას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფართო განხილვის შემდეგ ყველა თანხმდება ართ აზრზე, რომ Strip მეთოდი რჩება თმის ტრანსპლანტაციის ძირითად მეთოდად, ხოლო FUE მეთოდი ხდება სულ უფრო მეტად პოპულარული.
კონგრესის მუშაობაში დიდი ყურადღება იყო გამახვილებული თმის გადანერგვის შემდგომი რეაბილიტაციის საკითხებზე, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი PRP – ის უკავია.
კონგრესის ფარგლებში მიმდინარეობდა თმის ტრანსპლანტაციაში, პოსტოპერაციულ რეაბილიტაციასა და თმის ცვენის მკურნალობაში ახალი მიღწევების პროფესიონალური გამოფენა. ექსპონენტებად წარმოდგენილი იყვნენ სამედიცინო აპარატურისა და ინსტრუმენტების მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი კომპანიები.
ჩვენი კლინიკის ექიმები მიწვეული იყვნენ თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) სამეცნიერო კომიტეტის მიერ მოხსენებისთვის პოსტერულ სესიაზე პრეზენტაციით: „მეორადი ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობის ახალი ასპექტები“. მოხსენებაში სისტემატიზირებული და გაანალიზირებული იყო ჩვენი ექიმების მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება ნაწიბურებში თმის ტრანსპლანტაციის საკითხში.

პროფ. ა. მახარაშვილისა და ა. შესტოპალოვის შეხვედრა ISHRS-ის პრეზიდენტთან ჯ. პიუგთან. განიხილეს ჩვენი კლინიკების მუშაობის ახალი, პროგრესული მიმართულებები
პროფ. ა. შესტოპალოვი, კონგრესის პრეზიდენტი რობერტ თრუ და პლასტიკური ქირურგი დეა პაპასკირი
თანამედროვე თმის ტრანსპლანტაციის ფუძემდებლები ვ.რამანი და რ. ბერშტეინი ეცნობიან შვენი კლინიკების მუშაობის შედეგებს
პროფ. ა. შესტოპალოვი, თმის ტრანსპლანტაციის ერთერთი ფუძემდებელი ვილიამ რასმანი და პროფ. ა. მახარაშვილი
ა. შესტოპალოვი, დ. პაპასკირი და ცნობილი ბრიტანელი ტრანსპლანტოლოგი, "ოქროს ფოლიკული - 2012" - ის მფლობელი, ბესამ ფარჯო.
კონგრესის კულუარებში ბ. ფარჯოსთან განიხილებოდა გადანერგილი თმის მაქსიმალური სიხშირისა და გაზრდადობის საკითხები.
პოსტერული მოხსენებების სექციის თავმჯდომარე რობერტ ჰაბერი გაეცნო ჩვენს პრეზენტაციას. პასუხები მის კითხვებზე.
რობერტ ჰაბერმა პროფესორ ალექსი მახარაშვილს გააცნო საკუთარი პრეზენტაცია.
დ. პაპასკირი და ა. მახარაშვილი გამოფენის მუშაობის დროს შეხვდნენ ჩვენს მეგობარს და მრავალი წლის პარტნიორს, კომპანია "RobbinsInstruments"-ის პრეზიდენტს, ჯორჯ მულვანს. განიხილეს კლინიკისთვის შემდგომში უახლესი ინსტრუმენტებისა და აპარატურის მოწოდების საკითხები.
დ. პაპასკირი და ა. მახარაშვილი გამოფენის მუსაობის დროს გაეცნენ რობოტიზებული Artas Hair Studio -ს მუშაობის პრინციპებს. რობოტი ახორციელებს გრაფტების ექსტრაქციას FUE მეთოდის დროს ექიმის გარეშე
შეხვედრა გალა ვახშამის დროს: ჩვენი დელეგაცია, ISHRS-ის პრეზიდენტი კარლოს პუიგი მეურლესთან ერთად და რობერტ ჰაბერი.
ალექსი მახარაშვილსა და რობერტ ჰაბერს შორის არაფორმალურ გარემოშიც გრძელდებოდა დისკუსია თმის ტრანსპლანტაციის აქტუალურ საკითხებზე.
გალა ვახშამი კონგრესის დახურვის დღეს. თბილ, მეგობრულ გარემოში ჟურნალ "Hair Transplant Forum Internationale"-ს რედაქტორთან ბერნარდ ნუსბაუმთან მეუღლითურთ და ISHRS-ის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარესთან, მ. ბეჰნერთან ერთად.
ალექსი მახარაშვილი ბერნარდ ნუსბაუმს ულოცავს იმ ჯილდოს, რომელიც მას ჟურნალ "Hair Transplant Forum Internationale"-ს წარმატებულად ფუნქციონირებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის გადასცეს.
"ოქროს ფოლიკული-2013" - ის მფლობელთან, ჯონ კოულთან ერთად