თმის გადანერგვის STRIP (ზონრის) მეთოდი.
FUT, იგივე Strip მეთოდი თმის გადანერგვის ძირითად, კლასიკურ მეთოდს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში კეფის მიდამოდან (სადონორო ზონიდან) ხდება კანის ზონრის ექსციზია (ამოჭრა) და მისი შემდგომი დაყოფა ფოლიკულურ გაერთიანებებად – გარფტებად, რომლთა ჩანერგვაც ხდება თმაგაცვენილ უბნებში (სარეციპიენტო არეში).
გრაფტი არის ტრანცპლანტატი, რომელიც შეიცავს 1-დან 3-4 ფოლიკულამდე.
თმის გადანერგვა STRIP მეთოდით მოიცავს 4 ეტაპს:
1. სადონორო ზონიდან კანის ზონრის ექსციზია
ეს არის ის ძირითადი ეტაპეი რაც განასხვავებს STRIP მეთოდს FUE (უნაკერო) მეთოდისგან. ამ დროს არ ხდება თავის გადაპარსვა. კეფის მიდამოში შეიპარსება მხოლოდ ის ზოლი რომლის ამოღებაც ხდება. კანის ვიწრო ზონრის ამოჭრის შემდეგ ჭრილობაზე იდება კოსმეტიკური ნაკერი, რომელიც იფარება თმით და ოპერაციის დამთავრებისთანავე არ ჩანს.
ამ ეტაპზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქცს ქირურგის გამოცდილებას და უნარ ჩვევებს. მნიშვნელოვანია ქირურგმა სწორად განსაზღვროს ამოსაღები კანის ზონრის ზომები (სიგრძე და სიგანე), რაც შემდგომში ნაზი, შეუმჩნეველი ნაწიბურის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, და რათქმაუნდა ტექნიკურად სწორად შეასრულოს ჭრილობის პლასტიკა. ჩვენ ვიყენებთ სადონორო ზონის პლასტიკის ისეთ მედოდს, რომლის საშუალებითაც ფორმირდება წვრილი, ხაზოვანი ნაწიბური, რომელიც ოპერაციიდან რამოდენიმე თვეში თითქმის მთლიანად დათმიანდება და ყალიბდება ნაზი ნაწიბური, რომელიც შეუმჩნეველია მოკლე ვარცხნილობის დროსაც კი. ჭრილობის გაკერვის ეს მეთოდი მოწოდებულია მარიო მარზოლას მიერ და მას “ტრიქოფიტური დახურვა ” ეწოდება.
ნაწიბური სადონორო არეში (კეფაზე) Strip მეთოდით თმის გადანერგვიდან 4 თვის შემდეგ.
ის შესამჩნევია მხოლოდ გადაპარსული და კეფაზე ძალიან მოკლედ შეჭრილი თმის შემთხვევაში
2. გრაფტების პრეპარირება მიმდინარეობს სტერეოსკოპული მიკროსკოპების ქვეშ, 10–20 ჯერადი გადიდებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გრაფტების დამუშავების ხარისხს და ამავე დროს ამცირებს ფოლიკულების დაზიანების ალბათობას, ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება პროცედურის შედეგზე.
3. მიკროხვრელების ფორმირება სარეციპიენტო არეში.
ეს ეტაპი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ფორმირდება გადასანერგი თმის სიხშირე და მიმართულება. მიკროხვრელების სიღრმე ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს გრაფტების სიგრძეს რათა ფოლიკულების ჩანერგვა მოხდეს კანის იმ შრეში სადაც ისინი ბუნებრივად ფუნქციონირებენ
ჩვენს კლინიკაში მიკროხვრელების ფორმირებისთვის გამოიყენება მიკროქირურგიული ინსტრიმენტები და საინექციო ნემსები, რომლებიც ქმნიან მცირე ხაზოვან ნაკვეთს, სიგრძით 0,8 – 1,0 მმ-მდე. მათი გამოყენება გვაძლევს საშუალებას მივაღწიოთ გადანერგილი თმის მაქსიმალურ სიხშირეს, რაც თავის მხრივ საუკეთესო კოსმეტიკურ შედეგს იძლევა.
4. გრაფტების იმპლანტაცია (ჩანერგვა) თმაგაცვენილ ზონებში.
გრაფტების ჩანერგვა ხორციელდება სპეციალრი პინცეტებით, ქირურგის ასისტენტების მიერ.
იმპლანტერების გმოყენების დროს მე-3 და მე-4 ეტაპები მიმდინარეობს ერთ ეტაპად.
ამ დროს არ ხდება მიკროხვრელების წინასწარ ფორმირება, რადგან იმპლანეტრის ნემსით კანის გაჩხვლეტა დ გრაფტის ჩასმა ერთდროულად ხორციელდება.
რა არის HFE მეთოდი ? იხილეთ ვრცლად >>>