2015 წლის 28.07 – 01.08, ქ. მიუნჰენში (გერმანია) ჩატარდა ISA 2015 (International Summer Academy) – ს მე-4 საერთაშორიშო კონგრესი პრაქტიკულ დერმატოლოგიაში. იგი მოიცავდა პრაქტიკულ დერმატოლოგიააში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების ფართო მიმოხილვას.
კონგრესში მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა დერმატოლოგებმა : ნელი ბაკურაძემ და მაკა დოღოზაშვილმა
კონგრესის მონაწილეებს ქონდათ შესაძლებლობა პრაქტიკული კურსების,ვორქშოფებისა და მასტერ კლასების საშუალებით უფრო ახლოს გაცნობოდნენ მათთვის საინტერესო საკითხებს დერმატოლოგიის ცალკეულ მიართულებაში: ტრიქოლოგიაში, მიკოლოგიაში, კოსმეტოლოგიაში, ლაზერულ და ფოტოთერაპიაში.
პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე კონგრესის მნიშვნელოვანი ნაწილი და ცალკე პრაქტიკული კურსი დაეთმო თანამედროვე ტრიქოლოგიის მიღწევებსა და ამოცანებს. კურსს უძღვებოდა მიუნჰენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის დერმატოლოგიის და ალერგოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ჰანს ვულფი. პრაქტიკულ კურსში მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა დერმატოლოგებმაც.