კონტაქტი

პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოკოსმეტოლოგიის XII საერთაშორისო კონგრესი – „კოლხიდა 2018“. თბილისი, 2018 წ.

2018 წლის 6-8 ივლისს, თბილისში, სასტუმრო რედისონში, პლასტიკური ქირურგიის და დერმატოკოსმეტოლოგიის მე-12 საერთაშორისო კონგრესი, „კოლხიდა-2018“ ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ კომპანია „”APTOS” და „საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოება“ – GeoPRAS. კონგრესი, როგორც ყოველთვის, უცხოელი კოლეგების მხრიდან დიდი ინტერესესით წარიმართა. მის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 39 ქვეყნის წამყვანი სპეციალისტი. სულ დარეგისტრირებული იყო 700-მდე დელეგატი. კლინიკა “დეამედი” კონგრესის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული. ჩვენმა ექიმებმა ღონისძებაზე 3 მოხსენება წარმოდგინეს::
  1. პროფესორი ალექსი მახარაშვილი – “Mistakes and complications during hair transplantation”.
  2. ფლებოლოგი, მედიცინის დოქტორი ირაკლი პაპასქუა- “Abilities of sclerotheraphy in aesthetics phlebology”.
  3. დერმატოლოგი, ტრიქოლოგი მაკა დოღოზაშვილი – “Objectives and possibilities of modern trichology”.
პროფესორი ალექსი მახარაშვილი აგრეთვე გახლდათ პლასტიკური ქირურგიის ერთ-ერთი სექციის მოდერატორი.