2019 წლის 5-7 ივლისს, თბილისში, სასტუმრო რედისონში გაიმართა პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-13 საერთაშორისო კონგრესი – კოლხიდა 2019.
ღონისძიება, როგორც ყოველთვის, გამოირჩეოდა თავისი მასშტაბურობით და საინტერესო სამეცნიერო პროგრამით. გამოცდილება და თანამედროვე მიღწევები ერთმანეთს გაუზიარეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა.
კონგრესის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ კლინიკა დეამედის ექიმები.
მათ წარმოადგინეს ორი მოხსენება:
- პროფესორი ალექსი მახარაშვილი – ,,Трансплантация волос вчера и сегодня”
- დერმატოლოგი, ტრიქოლოგი მაკა დოღოზაშვილი – ,,Возможности комбинированного лечения андрогенетической алопеции”