კონტაქტი

ტრიქოლოგთა კავშირის XIX სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. რუსეთი, სანქტ-პეტერბურგი, 2019 წ.

2019 წლის 20-21 სექტემბერს ქ. სანქტ-პეტერბურგში რუსეთის ტრიქოლოგთა კავშირის (პრეზიდენტი სპარტაკ კაიუმოვი) XIX სხდომა ჩატარდა! სადაც მიწვეული იყო კლინიკა „დეამედი“-ს წამყვანი ქირურგი, პროფესორი ალექსი მახარაშვილი. სხდომა წარიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ფორმატში და განხილულ იქნა მულტიდისციპლინარული საკითხები ტრიქოლოგიაში.

კონფერენციის პირველი დღე სრულად დაეთმო ტრიქოლოგიის საკითხებს. 21 სექტემბერს კი გაიმართა თმის ტრანსპლანტაციის სექცია, რომლის მოდერატორიც გახლდათ სერგეი ფიოდოროვი. მოეწყო მასტერკლასებიც, სადაც განხილული იყო ენდოკრინოლოგიური და გინეკოლოგიური პრობლემების გავლენა თმის ფუნქციონირებაზე.

ალექსი მახარაშვილმა, თმის გადანერგვის ეფექტურობის გაზრდის შესახებ თავისი ორიგინალური კვლევის შედეგები მოახსენა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია კოლეგებს შორის.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი რომ მნიშვნელოვანია თმის ტრანსპლანტოლოგთა და ტრიქოლოგთა ერთობლივი, კოორდინირებული საქმიანობა თმის ცვენის მკურნალობაში.