კონტაქტი

Med Award 2025-ის აღიარება დეა პაპასკირს – ჯილდო საუკეთესო შედეგებისთვის თმის გადანერგვაში

2025 წლის 21 თებერვალს, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში უკვე მესამედ გაიმართა სამედიცინო სფეროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შემაჯამებელი ღონისძიება  Med Award 2025. საღამოზე წლის განმავლობაში გამორჩეული პროფესიონალები და კლინიკები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ.

ნომინაციაში – საუკეთესო შედეგებისთვის თმის გადანერგვაში – გამარჯვება მოიპოვა თმის გადანერგვის ექსპერტმა, პლასტიკურმა ქირურგმა და კლინიკა „დეამედის“ დამფუძნებელმა, დეა პაპასკირმა.

დეა პაპასკირი უკვე წლებია პაციენტების ნდობას ამართლებს პროფესიონალიზმით, თანამედროვე და ინოვაციური მიდგომებითა და გამორჩეული, ბუნებრივი შედეგებით. მისი საქმიანობის მთავარი პრინციპია პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებული სერვისი – თითოეული შემთხვევის დეტალური ანალიზი, პერსონალიზებული მკურნალობის გეგმა და მაქსიმალურად ბუნებრივი ესთეტიკური ეფექტი.

აღსანიშნავია, რომ დეა პაპასკირი აღნიშნულ ნომინაციაზე უკვე მესამედ იყო წარდგენილი, რაც მისი პროფესიონალიზმის, სტაბილურად მაღალი შედეგებისა და პაციენტების ნდობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურებაა.

ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ლიდერობას თმის გადანერგვის სფეროში და ადასტურებს, რომ ხარისხი, გამოცდილება და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა წარმატების მთავარი ფორმულაა.Top of FormBottom of Form

! 50%
(+995) 591 50 90 90
×