აღიარება, რომელიც შრომით მოდის
2025 წლის 19 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო პარაგრაფში, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ბიზნეს რეიტინგების კავშირის დაჯილდოების მე -18 ცერემონია გაიმართა, სადაც ქვეყნის წარმატებული ლიდერები პროფესიული მიღწევებისთვის დაჯილდოვდნენ.
ცერემონიის ერთ-ერთი გამორჩეული ლაურეატი გახდა პლასტიკური ქირურგი, პროფესორი და კლინიკა „დეამედის“ დამფუძნებელი დეა პაპასკირი, რომელსაც „თმის ტრანსპლანტაციის სფეროს განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ გადაეცა ჯილდო.

ეს აღიარება სრულად ეფუძნება წლების განმავლობაში გაწეულ მიზანმიმართულ შრომას, ინოვაციურ ხედვასა და მაღალ პროფესიულ სტანდარტებს, რომლებმაც დეა პაპასკირი თმის ტრანსპლანტაციის სფეროში ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად აქცია. მისი საქმიანობა გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, ინდივიდუალური სამედიცინო მიდგომებით და პაციენტზე მაქსიმალურად ორიენტირებული პრაქტიკით.
შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია საქართველოში საქმიანობას 2015 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2018 წლიდან ოფიციალურად აქვს მინიჭებული უფლება, დააჯილდოოს საქართველოში მოქმედი პროფესიონალები და კომპანიები.
დაჯილდოების ფარგლებში ასევე გამოქვეყნდა საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც დეა პაპასკირი დასახელდა წლის საუკეთესო ხელმძღვანელად , როგორც ლიდერი, რომელმაც საკუთარი პროფესიული ცოდნა, პასუხისმგებლობა და ხედვა რეალურ შედეგებად აქცია.
