როგორც ჩვენთვის ცნობილია, ანდროგენეტიკური ე.წ. მამაკაცური ტიპის თმის ცვენა წარმოადგენს თმის ცვენის ყველაზე ხშირ ფორმას. თმის ცვენა საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ადამიანის თვითშეფასებასა და სიცოცხლის ხარისხზე. ის აწუხებს მამაკაცების 80% და ქალების 50%-ს.
ანდროგენეტიკური თმის ცვენის მთავარი მიზეზები გენეტიკური წინასწარგანწყობა და მამაკაცური ტიპის ჰორმონი – დიჰიდროტესტოსტერონია (DHT). თმის ცვენას ხელს უწყობს დიჰიდროტესტოსტერონის( DHT) როგორც სიჭარბე, ასევე მის მიმარ თმის ფოლიკულების მომატებული მგრძნობელობა.
ანდროგენეტიკური თმის ცვენის მკურნალობის ოქროს სტანდარტად მრავალი წელია აღიარებულია მედიკამენტები: მინოქსიდილი და ფინასტერიდი. მინოქსიდილი და ფინასტერიდი ხასიათდებიან ეფექტურობისა და უსაფრთხოების საკმაოდ მაღალი ხარისხით, აქვთ ამერიკის მედიკამენტებისა და კვების ადმინისტრაციის (FDA) თანხმობა. თუმცა, პაციენტების გარკვეული პროცენტისთვის მინოქსიდილის და ფინასტერიდის გამოყენება ვერ ხერხდება გვერდითი ეფექტების გამო.
მინოქსიდილი- ანდროგენეტიკური ცვენის სამკურნალო ადგილობრივი საშუალებაა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს კანის ადგილობრივ ალერგიულ რეაქციებს, ქავილს, სიწითლეს , აქერცვლას. მინოქსიდილის გამოყენება აუცილებელია განუსაზღვრელი დროით, რადგან ამ პრეპარატს აქვს მოხსნის ეფექტი. აღსანიშნავია ისიც, რომ პაციენტთა დაახლოებით 30 % -ში მისი გამოყენება არ არის ეფექტური.
რაც შეეხება ფინასტერიდს, იგი ქალბატონებში არ გამოიყენება, ხოლო მამაკაცებში, ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ უკვალოდ ქრება. სწორედ ამიტომ ევროპისა და ამერიკის წამყვანმა ტრიქოლოგიურმა სკოლებმა და ინსტიტუტებმა შეიმუშავეს ანდროგენეტიკური თმის ცვენის ბუნებრივი წარმოშობის სამკურნალო საშუალებები.
Advanced Trichology – არის ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების პირველი კომპანია, რომელსაც მიენიჭა ამერიკის თმის ცვენის ასოციაციის სანდო ბრენდის სტატუსი.
კომპანიის დამფუძნებელია უილიამ გაუნიცი(William Gaunitz), რომელიც მოღვაწეობს ევოლუციის თმის ცვენის ინსტიტუტში არიზონას შტატში, 2002 წლიდან. უილიამმა მრავალი წელი მოანდომა თმის ცვენის პათოგენეზის შესწავლას. ამ მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება დააგროვა სხვადასხვა ქვეყნებში. მოღვაწეობდა ლონდონში ტრიქოლოგიის საერთაშორისო სკოლაში, ნიუ იორკში, თმის ცვენის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს სწავლობდა საფრანგეთსა და ავსტრალიაში.
2002 წლიდან უილიამმა შექმნა თმის ცვენის ბუნებრივი პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება მთელ მსოფლიოში სხვადასხვა სახეობის ალოპეციის ეფექტური მკურნალობისთვის. კლინიკა დეამედში Advanced Trichology-ს სამკურნალო საშუალებები 4 ძირითადი პროდუქტით არის წარმოდგენილი:
- DHT-Blocker – დიჰიდროტესტოსტერონის( DHT) მაბლოკირებელი ბუნებრივი საშუალება, ამცირებს DHT-ის ნეგატიურ ზემოქმედებას თმაზე როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. პრეპარატი DHT-ის ბლოკატორებთან ერთად შეიცავს პრე და პრობიოტიკებს, ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობულ დანამატებს. გამოიყენება თმის პროგრესული ზრდისთვის, ასევე თმის უჯრდების მაქსიმალური იმუნური მხარდაჭერისთვის. პროპეციისგან(ფინასტერიდი) განსხვავებით DHT ბუნებრივი ბლოკერი ხელს უწყობს თმის ცვენის გამომწვევი ფერმენტის, 5-ალფა რედუქტაზას დაბლოკვას ფოლიკულის რეცეპტორების ადგილზე და არა სისხლში.
DHT-Blocker არ ხასიათდება არანაირი გვერდითი ეფექტებით. შეიცავს უმაღლესი ხარისხის, ყველაზე ცნობილ და დადასტურებული ეფექტის მქონე DHT- ბლოკერს – ჯუჯა პალმის ექსტრაქტს, მწვანე ჩაის ექსტრაქტს, პიგემის(აფრიკული ალუბლის ხის ქერქი) ექსტრაქტს და თუთიას.
DHT ბლოკერს მინიჭებული აქვს GMP და FDA ხარისხი, აქვს მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან, სარგებლობს უდიდესი ნდობითა და გარანტირებული შედეგით) - Hairstem shampoo – DHT(დიჰიდროტესტოსტერონი) მაბლოკირებელი შამპუნი არის ყველაზე ეფექტური თმის ცვენის სამკურნალო შამპუნი ამერიკაში. Hairstem-ი არის თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი DHT ბლოკერებით, ანტიმიკრობული ბალახებით და სკალპის სტიმულატორებით. Hairstem შამპუნი ხელს უწყობს სკალპის ქავილის შემცირებას, თმის ცვენის შეჩერებას, და თმის მაქსიმალურ ზრდას. ის იდეალურია როგორც ქალბატონებისთვის ასევე მამაკაცებისთვის. Hairstem შამპუნის ფორმულა არის „ევოლუციის თმის ცვენის ინსტიტუტის“ მეცნიერების 14 წლიანი კვლევის შედეგი.
შამპუნი შეიცავს ჯუჯა პალმას, გრეიფრუტს, ჩაის ხის ზეთს, ლავანდისა და როზმარინის ექტრაქტებს, L-არგინინს, ასევე ალოეს და არნიკას ექტრაქტებს, ჟოჟობას ზეთს, ალფა ლიპოის მჟავას, ბიოტინს, B5 და K ვიტამინს. შამპუნი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტიოქსიდანტური და ანტიანდროგენული აგენტების კომბინაციით, რომლებიც უზრუნველყოფს სკალპის ჯანმრთელობას და მოქმედებს თმის ცვენის წინააღმდეგ .
HairStem შამპუნი ასევე შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც ატენიანებს, კვებავს და ასტიმულირებს თმის ფოლიკულებს.
შამპუნი არ შეიცავს სულფატებს და პროპილენგლიკოლს, აშორებს ქერტლს, ხსნის სკალპის ქავილს და აჩერებს თმის ცვენას. - თმის ფოლიკულების მასტიმულირებელი შრატი- Nutraviv მდიდარია სამკურნალო მცენარეებითა და ვიტამინებით, სწორედ ამიტომ ხელს უწყობს ჯანსაღი თმის ზრდას.
Nutraviv-ი შექმნილია, როგორც ქალებისთვის ასევე მამაკაცებისთვის, შეიცავს ბუნებრივ DHT(დიჰიდროტესტოსტერონი)-ის ბლოკატორებს, აზელაინის მჟავას, მწვანე ჩაის
ექსტრაქტს, B ვიტამინებს. ნუტრავივი არის სრულიად უნიკალური ბუნებრივი ფორმულა, რომელიც არ შეიცავს მინოქსიდილს, პროპილენ გლიკოლს და უხეშ ქიმიკატებს. მის შემადგენლობაში შედის სკალპის სამკურნალო მცენარეები და ეთერზეთები, რომელიც უსაფრთხოა ყველა ტიპის თმისთვის.
Nutraviv – იდეალურია პაციენტებისთვის, ვინც ვერ მოიხმარს მინოქსიდილს და ეძებს ალტერნატივას, რომელიც რეალურად მუშაობს. ნუტრავივი არის მცენარეული პროდუქტი, არ შეიცავს გლუტენს და არ ამძიმებს თმას სხვა ფორმულების მსგავსად. მინიჭებული აქვს GMP-ს და FDA-ს ხარისხი. შრატი გამოიყენება როგორც ტელოგენური ასევე ანდროგენეტიკური თმის ცვენის დროს. მოგეხსენებათ, რომ ამ დროს თმა გათხელებულია როგორც შუბლის, თხემის და გვირგვინის, ასევე საფეთქლის მიდამოში.
ნუტრავივის შრატის გამოყენება Foli-Growth-ს თმის ზრდის ვიტამინთან ერთად იძლევა კიდევ უფრო საუკეთესო შედეგს თმის ცვენის მკურნალობისას. - თმის ზრდის ვიტამინი – Foli-Growth-შეიცავს 28 მცენარის და თმის ფოლიკულის განვითარებისთვის საჭირო ვიტამინების კომბინაციას. ვიტამინი შექმნილია თმის ცვენის შესაჩერებლად და თმის მაქსიმალური ზრდის ხელშესაწყობად. ის იდეალურია როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. ფოლიგროუ შეიცავს ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას და თმის ფოლიკულების სატიმულაციო ნაკრებს, რომელიც შედგება ინოზიტოლის, L-ცისტეინის, ფიჭვის ქერქის ექსტრაქტის, ჰიალურონის მჟავის, ალფა ლიპოის მჟავას (ALA), ბამბუკის ექსტრაქტის და სხვა უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტებისგან. FoliGrowth არ შეიცავს გლუტენს და სოიოს. ვიტამინი Foli-Growth კლინიკურად გამოცდილია და აქვს დადასტურებული ეფექტი, ის ფლობს GMP-ს და FDA-ს ხარისხს.