კონტაქტი

ფოტოფაინდერი – თმის და კანის სადიაგნოსტიკო ულტრათანამედროვე სისტემა

fotofinder-ფოტოფაინდერი

ფოტოფაინდერი არის თმის და კანის სადიაგნოსტიკო მულტიფუნქციური სისტემა, რომელიც საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველად კლინიკა „დეამედში“ დაინერგა.

ეს უნიკალური აპარატი აღჭურვილია დერმატოსკოპიული და ტრიქოსკოპიული ფუნქციებით, რაც მნიშვნელოვანია კანის კიბოსა და თმის ცვენის დიაგნოსტიკისათვის.

ტრიქოსკოპით ხდება თავის თმიანი ნაწილის დაავადებების და თმის ცვენის ტიპის დადგენა.

დერმატოსკოპის მეშვეობით შესაძლებელია კანის ახალწარმონაქმნების დათვალიერება-დაკვირვება.

აპარატი გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაშიც სიბერის ნიშნების, ფოტოდაბერების,
ნაოჭების სიღრმის შესაფასებლად.

ფოტოფაინდერით შესაძლებელია მაღალი ხარისხის დერმატოსკოპიული და
ტრიქოსკოპიული სურათების გადაღება. ფოტოფაინდერი უნიკალურია იმითაც, რომ
იქმნება პაციენტების ბაზა მრავალი წლის განმავლობაში, რაც გვაძლევს დაავადების
დინამიკის და მკურნალობის ეფექტურობის შეფასებას.