სერვისები

ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვთა სტომატოლოგია დამოუკიდებელი მიმართულებაა და სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს.ბავშვებთან მუშაობის დროს,მათი ასაკის გათვალისწინებით,გამოიყენება  განსაკუთრებული  მასალები და მეთოდები.

პირველი ვიზიტი ექიმთან სასურველია იყოს პროფილაქტიკური ხასიათის.ვინაიდან, პირველ შთაბეჭდილებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს მის შემდგომ დამოკიდებულებას სტომატოლოგიის, პირის ღრუს მოვლისა და ზოგადად, ექიმების მიმართ.

პატარა პაციენტის სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი სასურველია, პირველი კბილის ამოჭრისთანავე დაიგეგმოს. სტომატოლოგი ბავშვს კბილის პასტას და ჯაგრისს შეურჩევს, მისცემს დანიშნულებას და რეკომენდაციებს.

 

ფისურების ჰერმეტიზაცია

ფისურების ჰერმეტიზაცია პროფილაქტიკური ხასიათის მანიპულაციაა,რომელიც კეთდება 6-7 წლის ასაკიდან.(მუდმივი მეექვსე კბილების ამოჭრისთანავე) სპეციალური მასალით (სილანტით) ხდება როგორც მუდმივი, ისე დროებითი კბილების ბორცვთაშორისი ღარების შევსება. სილანტები კბილებს 2-3 წლის განმავლობაში კარიესის გამომწვევი მავნე ბაქტერიების და მათი ცხოველმყოფლობის პროდუქტებისაგან იცავს.