სერვისები

თმის გადანერგვა წარმოადგენს თმის ფოლიკულების გადანაწილებას თმაგაცვენილ უნებში იმ ადგილებიდან სადაც ისინი ჭარბად არიან წარმოდგენილი. სადონოროდ ძირითადად გამოიყენება კეფისა და საფეთქლების მიდამოებში არსებული თმა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში გადასანერგად შეიზლება გამოვიყენოთ თმა წვერიდან და სხეულის სხვა ნაწილებიდან (მკერდი, ზურგი და ა.შ.)

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ გამოიყენება სადონოროდ თმა მხოლოდ კეფიდან და საფეთქლებიდან და რატომ არ სცვივა ის გადანერგვის შემდებ?

თმის გადანერგვას მკვეთრად განსაზღვრული ჩვენებები აქვს, ესენია:

  • 1.ანდროგენეტიკური ანუ მამაკაცური ტიპის ალოპეცია
  • 2.ნაწიბუროვანი ალოპეცია
  • 3.ტრაქციული ალოპეცია
  • 4.კორექცია თანდაყოლილი დეფექტების (წვერის, ულვაშის, წარბის, ე.წ. მაღალი შუბლის კორექცია და ა.შ.)



ანდროგენეტიკური ალოპეცია ყველა სახის თმის ცვენების 95 % შეადგენს და ეს არის ის ძირითადი პათოლოგია რის გამოც თმას ინერგავენ. ანდროგენეტიკური ალოპეცია გვხვდება ქალებშიც.

სწორედ ანდროგენეტიკური ალოპეციის მექანიზმი უდევს საფუძვლად თმის გადანერგვის რინციპებს.

ალბათ შეგიმჩნევიათ რომ ყველა მელოტ მამაკაცს საფეთქლებზე და კეფაზე შენარჩუნებული აქვს თმის ზოლი რომლის სიგანე და სიხშირე ინდივიდუალურია ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. რატომ ხდება ასე?

მამაკაცური ტიპის თმის ცვენის მექანიძმში ძირითადად 2 ტიპის მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ანდროგენი მონაწილეობს. ესენია ტესტოსტერონი და დიჰიდროტესტოსტერონი (DHT). დიჰიდროტესტოსტერონი წარმოიქმნება ტესტოსერონისგან. ფერმენტი 5- ალფა რედუქტაზა შედარებით არააქტიურ ტესტსტერონს გარდაქმნის უფრო აქტიურ დიჰიდროტესტოსტერონად. ამგვარად ძირითადი ფერმენტი, რომელიც ჩართულია ანდროგენეტიკურ თმის ცვენაში არის 5- ალფა რედუქტაზა. გარდაიქმნება რა აქტიურ ჰორმონად, DHT-ს შესწევს უნარი დაუკავშირდეს თმის ფოლიკულის ყველა ტიპის ანდროგენულ რეცეპტორს და ახდენს დამაზიანებელ მოქმედებას. დაზიანებული თმის ღერები მცირდება ზომაში და დიამეტრში, იზრდება უფრო თხელი, მოკლე და შდარებით ღია ფერს იძენს. ასეთი თმა თანდათან ცვივა და მათი ფოლიკული გაიწოვბა.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ცვლილებები მიმდინარეობს მხოლოდ შუბლისა და თხემის არეში განლაგებულ თმებში, ამიტომ მათ ანდროგენდამოკიდებულსაც უწოდებენ. ხოლო თმა, რომელიც მდებარეობს საფეთქლებისა და კეფის არეში არ რეაგირებენ ანდროგენების დამაზიანებელ მოქმედებაზე, რადგან მათ ფოლიკულებში ანდროგენმგრძნობიარე რეცეფტორები ძალიან ცოტაა და აგრეთვე მცირეა 5-ალფარედუქტაზას კონცენტრაციაც. ამიტომ ეს თმა არასოდეს ცვივა და მას მუდმივ თმასაც უწოდებენ. სწორედ ეს თმა გამოიყენება სადონოროდ თმის გადანერგვის დროს. ისინი გადანერგვის შემდეგაც ინარჩუნებენ თავის მორფოლოგიურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებეს, განაგრძობენ ჩვეულებრივად ზრდას და არასოდეს ცვივა. ამ მოვლენას ნორმან ორენტრეიხმა დონორის დომინანტის ფენომენი უწოდა (1959 წ.) და სწორედ ეს უდევს საფუძვლად თმის გადანერგვის თეორიას.

შესაძლოა გაჩნდეს კითხვა რატომ აქვს ზოგიერთ მამაკაცს თმის ცვენა, ზოგიერთს კი არა, მითუმეტეს რომ ყველა ქალსა და კაცს აქვს ორგანიზმში ეს ჰორმონები?

ანდროგენული ალოპეციის განვითარებაში გარდა ჰორმონებისა მნიშვნელოვანი გენეტიკური კოდი. აუცილებელია ამ ორი ძირითადი ფაქტორის თანხვედრა. თუ არსებობს გენეტიკური წინასწარგანწყობა, მაშინ შეიძლება ჩაირთოს თმის ცვენის მექანიზმი, ხოლო თუ არ არის ეს გენეტიკური კოდი - თმა არ ცვივა. ასევე თუ სისხლში აე ცირკულირებენ ანდროგენები, გენეტიკური წინასწარგანწყობის შემთხვევაშიც კი თმის ცვენა არ შეინიშნება. ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ შენიშნა, რომ საჭურისები არ მელოტდებოდნენ.

ანდროგენული ალოპეციის განვითარებაში გარდა ჰორმონებისა მნიშვნელოვანი გენეტიკური კოდი. აუცილებელია ამ ორი ძირითადი ფაქტორის თანხვედრა. თუ არსებობს გენეტიკური წინასწარგანწყობა, მაშინ შეიძლება ჩაირთოს თმის ცვენის მექანიზმი, ხოლო თუ არ არის ეს გენეტიკური კოდი - თმა არ ცვივა. ასევე თუ სისხლში აე ცირკულირებენ ანდროგენები, გენეტიკური წინასწარგანწყობის შემთხვევაშიც კი თმის ცვენა არ შეინიშნება. ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ შენიშნა, რომ საჭურისები არ მელოტდებოდნენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ფირმის მიერ ხდება ხელოვნური ანუ სინთეტიკური თმის (მიკროფირების) წარმოება, რომელიც ძალიან შეზღუდულად გამოიყენება ტრანსპლანტაციისთვის. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ხელოვნური თმა არ იზრდება, პაციენტებში იწვევს შემაწუხებელ ქავილს, იძლევა ძალიან ბევრ გართულებას (კანის ინდურაციულ პროცესებს, დაჩირქებებს, ნაწიბურების განვითარებას) და საბოლოოდ ცვივა კიდეც.

ამრიგადანდროგენური ალოპეციის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი ეფექტური გზა არისგენეტიკურად ჯანსაღი თმის ძირების ფოლიკულების გადანაწილება ანუ საკუთარი თმის გადანერგვა.

კლინიკა დეამედში გამოიყენება თმის გადანერგვის უახლესი, ატრავმატული ტექნოლოგია - ფოლიკულური მიკროაუტოტრანპლანტაცია, რომლის დროსაც ინერგემა მხოლოდ მიკროგრაფტები (გრაფტი არის ფოლიკულური გაერთიანება, რომელიც შეიცავს 1-დან 3-4 თმის ღერამდე) და მიღწევა საუკეთესო შედეგი. გამორიცხულლია ნაწიბურების განვითარება, როგორც სადონორო, ასევე სარეციპიენტო არეში, მიღწევა თმის მაქსიმალური სიხშირე და აბსულუტურად ბუნებრივი შესახედაობა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმის ტრანსპლანტაციის ესთეტიკურ ეფექტს.

თმის გადანერგვა ამბოლატორიული პროცედურაა, მსი ხანგრძლივობა დამოკიდებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე და გრძელდება 3-6 საათი. 

მანიპულაცია ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში, აბსოლიტურად უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე, პაციენტისათვის თავისუფალი რეჟიმის პირობებში (პაციენტი ზის მოხერხებულად სავარძელში, შეუძლია სასურველი ტელეგადაცემის ან ფილმის ყურება, საუბარი ტელეფონით, მუსიკის მოსმენა და ა.შ.).

 გადანერგვის შემდეგ, თმის ზრდის ფიზიოლიგიური სტადიურობიდან გამომდინარე, ფოლიკულებიდან სრულფასოვანი, ჯანსაღი თმის ზრდა იწყება 2-3 თვის შემდეგ, 6 ვის შემდეგ უკვე სახეზეა საგრძნობი ეფექტი, ხოლო მაქსიმალური შედეგი მიიღწეა 10-12 თმის შემდეგ.

 

გსდანერგილი თმის გარჩევა დანარჩენი თმებისაგან შეუძლებელია, ის ჩვეულებრივად იზრდება და არ ცვივა. შეიძლება მისი შეჭრა, შეღებვა, ვარცხნილობის შეცვლა და ა.შ.