ჩვენ ვრჩებით თქვენს სამსახურში!

 

მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება (№ 181, 23.03.2020) და მკაფიოდ განისაზღვრა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ვალდებულებები, რეგულაციები და შეზღუდვები, კლინიკა „დეამედი“-მ შეიმუშავა უსაფრთხოების პროტოკოლი და განაახლა საქმიანობა. უსაფრთხოების პროტოკოლი ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ყველა რეკომენდაციას და მოწოდებულია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. ეს თავისთავად მინიმუმამდე ამცირებს, როგორც პაციენტების, ასევე ექიმების COVID-19 - ით ინფიცირების რისკს.

პაციენტთა საყურადღებოდ:

  1. საქმიანობის განახლებამდე კლინიკაში ჩატარდა გენერალური სადეზინფექციო სამუშაოები.
  2. კლინიკა მაქსიმალურად გადავიდა კონსულტაციის ონლაინ რეჟიმზე და კლინიკაში მოდის მხოლოდ ის პაციენტი, ვისაც ესაჭიროება კონკრეტული სადიაგნოსტიკო ან სამკურნალო პროცედურა.
  3. ონლაინ კონსულტაციის ეტაპზევე ხდება პაციენტის ეპიდანამნეზის შეკრება (მოგზაურობის ისტორია, საეჭვო კონტაქტები, საეჭვო სიმპტომების არსებობა და ა.შ.)
  4. საჭიროების შემთხვევაში ყვალა პაციენტი კლინიკაში მოდის მხოლოდ მისთვის განსაზღვრულ დროს და ფაქტიურად არ ხვდება სხვა პაციენტს.
  5. კლინიკაში ვიზიტის დროს პაციენტი გადის დეზობარიერს, ამის შემდეგ იცვამს ბახილებს, იმუშავებს ხელებს სადეზინფექციო ხსნარით და იკეთებს ერთჯერად დამცავ ნიღაბს.
    წარმოებს სხეულის ტემპერატურის და სატურაციის (სისხლში ჟანგბადის შემცველობის) სავალდებულო კონტროლი.
  1. პაციენტს რომელსაც უტარდება კონკრეტული პროცედურა ეძლევა ერთჯერადი სტერილური სამოსი.
  2. კლინიკაში იატაკი და მყარი ზედაპირები მუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით, მინიმუმ დღეში 4-ჯერ.

მოგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმების დაცვა სავალდებულოა როგორც პაციენტებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პერსონალი მუშაობს წვეთოვანი და კონტაქტური გზით გადაცემადი პათოგენების შემთხვევაში საჭირო პირადი დაცვის აღწურვილობით.

კლინიკა „დეამედი“ ყოველთვის იცავდა ჰიგიენის, დეზინფექციისა და სტერილიზაციის ნორმებსა და რეგლამენტს, მაგრამ დღეს ეს ნორმები გამკაცრებულია და სრულად შეესაბამება ჯანმოს რეკომენდაციებს COVID-19 - ის გავრცელების პრევენციის მიზნით.

 

 

კლინიკა დეამედის სამედიცინო საქმიანობის
ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელი,
პროფესორი ალექსი მახარაშვილი

 

ვიდეო: პროფესორ ალექსი მახარაშვილის მიმართ