დღეისათვის იმპლნტერებით თმის გადანერგვა სულ უფრო პოპულარული ხდბა, რადგან ტრანსპლანტოლოგთა დიდი ნაწილი თვლის, რომ მათი გამოყენება საგრძნობლად ზრდის გადანერგილი თმის სიცოცხლისუნარიანობას. იმპლანტერები მხოლოდ უშუალოდ გრაფტების ჩანერგვის ეტაპზე  გაოიყენება. ამ დროს არ ხდება მიკროხვრელების წინასწარ ფორმირება, რადგან იმპლანტრის ნემსით კანის გაჩხვლეტა დ გრაფტის ჩასმა ერთდროულად   ხორციელდება.

 

თმის გადანერგვა იმპლანტერებით საქართველოში პირველად პროფესორმა ალექსი მახარაშვილმა დაიწყო.

კლინიკა „დეამედში“ გამიყენება ხოსე ლორენზოს რეკომენდაციით დამზადებული იმპლანტერები რომლებიც, ჩოის იმპლანტერისაგან განსხვავებით  გრაფტების ნაკლებ ტრავმირებას იწვევენ, განსაკუთრებით თმის გადანერგვის FUE (უნაკერო) მეოდის დროს.

იპლანტერის გამოყენების უპირატესობები:

  1. არ ხდება გრაფტის დაზიანება ჩანერგვისას. გრაფტი ჩასმულია იმპლანტერის ნემსში და დაცულია ჩასმის დროს მოჭყლეტვის, მოკეცვისა და უშუალოდ პინცეტებით დაზიანებისგან.
  2. გრაფტების ჩანერგვის სიღრმის ზუსტი კონტროლი. გრაფტი გარანტირებულად ხვდბა ლანის იმ შრეში სადაც ფოლიკულის ადაფტაციის ყველაზე ოპტიმალური გარემოა.
  3. არაა სისხლდენა და სისხლის დანაკარგი. ერთდროულად ხდება იმპლანტრის ნემსით კანის გაჩხვლეტა დ გრაფტის ჩასმა. არ წარმოიქმნება ღია ნაკვეთი ჭრილობა (როგოც ეს პინცეტებით იმპლანტაციის დროს მიკროხვრელების წინასწარ მომზადების დროს ხდება) საიდნაც მცირე, მაგრამ მაინც არსებობს სისხლის დანაკარგი.
  4. კანის მინიმალური ტრავმირება. ნაჩხვლეტი წრილობის პირობებში გამორიცხულია სკალპის ხანგრძლივი დაბუჟება და მინიმუმამდეა შემცირებული სისხლის მიმოქცევის მოშლა, რაც თვის მხრივ გავლენას ახდენს გრაფტების სიცოცხლისუნარიანობაზე.
  5. არ ხდება გრაფტების ამოვარდნა. გრაფტისა და იმპლანტრის ნემსის ნაჩხვლეტის დიამეტრების შესაბამისობა გამორიცხავს უახლოეს პოსტოპერციულ პერიოდში სისხლდენისა და გრაფტის ამოვარდნის ალბათობას.
  6. მაქსიმალური სიხშირე. იმპლანტერის ნემსის მცირე ზომის მაჩხვლეტები საშუალებას გვაძლევს მა გადავნერგოთ მაქსიმალური სიხშირით.
  7. შემცირებულია იმპლანტაციის ეტაპის ხანგრძლივობა, რადგან მიკროხვრელების ფორმირება და გრაფტების იმპლანტაცია ერტდროულად ხდება.
  8. არაა საჭირო თავის გადაპარსვა. შესაძლებელია თმის გადავნერგვა თავის გადაპარსვის გარეშე თმის ნაწილობრივი გაცვენის დროს (ე.წ. გადანერგვა თმებში). იმპლანტერების გამოყენების დროს არ ზიანდება არსებული თმა და მაქსიმალურად ხდება გამეჩხერებული ადგიკების შევსება.

ჩვენს კლინიკაში, კოლექტივის მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი გარანტირებულად გამორიცხავს გრაფტების დაზიანებას პინცეტებით იმპლანტაციის დროსაც, მიკრო ინსტრუმენტების გამოყენება ამცირებს ქსოვილთა ტრავმირებას და ასევე მიიღწევა თმის მაქსიმლური სიხშირე, მაგრამ ზემოთ არნიშნული მე-3, 5, 7 და მე-8 პუნქტების გათვალისწინებით ვთვლით, რომ იმპლამტერებით გადანერგვა უფრო კომფორტულია პაციენტისთვის.