კავშირი
სერვისები
თერაპიული სტომატოლოგია

თერაპიული სტომატოლოგიის მიზანია კბილის სხვადასხვა ქსოვილის დაზიანების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.დაზიანებები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც კარიესით,ისე არაკარიესული პროცესით ან ტრავმით.მათი აღდგენა ხდება ბჟენის (რესტავრაციის) საშუალებით თითოეული კბილის ანატომიისა და ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით.

თანამედროვე სტომატოლოგიაში გამოყენებული მასალები არის ბიოთავსებადი, თითქმის ყველა სხივით გამყარებადი ანუ ჰელიობჟენია. არსებობს მასალის სხვადასხვა ტიპი,რომელიც ერთამენეთისგან სხვადასხვა მახასიათებლით განსხვავდება : ფერით და გამჭვირვალობით,ცვეთამედეგობით,სინათლის გარდატეხის ხარისხით. შესაბამისად მასალების ერთი ჯგუფი გამოიყენება ესთეტიკური სამუშაოებისთვის (წინა კბილების რესტავრაციისთვის), სხვა ჯგუფი გამოიყენება საღეჭი კბილების აღსადგენად,რადგან მათ მეტი დატვირთვა აქვთ. კბილების ცვეთის ან ბრუქსიზმის დროს - კერამიკით გამდიდრებული მასალა გამოიყენება რომელიც უფრო ცვეთამედეგია.

ბჟენის შერჩევა ხდება პაციენტთან ერთად ინდივიდუალურად.

კარიესული ღრუს დაბჟენა ძირითადად ერთ ვიზიტზე ხდება, თუ არ არის გათვალისწინებული არხების ენდოდონტიური მკურნალობა.

თანამედროვე ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გამოყენებით კბილის დამუშავება აბსოლუტურად უმტკივნეულოა, ისევე როგორც შემდგომ მისი დაბჟენა. ბჟენის ფენების გამყარება ხდება სპეციალური ფოტოპოლიმერიზატორით. მისი სხივისგან თვალების დაცვა საჭიროა სპეციალური დამცავი სათვალით. დასრულებულ ბჟენს აუცილებლად სჭირდება საბოლოო გასადავება და გაპრიალება, რის შემდეგაც ბჟენი აღარ განსხვავდება კბილის ბუნებრივი ქსოვილისგან.

დაბჟენის შემდეგ კბილი ზოგიერთ შემთხვევაში მგრძნობიარეა ცივ და ცხელ გამღიზიანებელზე ან იგრძნობა დისკომფორტი ღეჭვისას, თუმცა რამდენიმე დღეში ეს შეგრძნებები გაივლის.

კბილების პროფესიული წმენდა

კბილების პროფესიული წმენდა რეკომენდირებულია ჩატარდეს 6 თვეში ერთხელ,თუმცა ბრეკეტ-სისტემით მკურნალობის,თამბაქოს წევის ყავის და ჩაის ხშირი მოხმარების შემთხვევაში 6 უფრო მალე საჭიროებს კბილები წმენდას.მისი გამოყენება რეკომენდირებულია ბავშვებში, ორსულებში, პაროდონტიტის და სხვა პაროდონტოლოგიური დაავადებების დროს.ასუფთავებს ყველაზე ძნელად მისადგომ ადგილებსაც კი.

წმენდის ეტაპები:

  • ულტრაბგერის აპარატის საშუალებით მაგარი ნადების,ქვების მოშორება
  • KaVo PROPYflex -ის საშუალებით პიგმენტური ნადების მოშორება
  • კბილების გაპრიალება
  • რემინერალიზაცია (ფტორირება)

წმენდის შემდეგ ექიმი სტომატოლოგისგან მიიღებთ რეკომენდაციებს ინდივიდუაური ჰიგიენის საშუალებების შესახებ,რომლებიც უშუალოდ თქვენი პირის ღრუსთვის არის შერჩეული.

პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა

  • წმენდის მანიპულაციას სჭირდება მინიმალური დრო
  • ეფექტური და უსაფრთხო წმენდის საშუალებაა ცირკონო-კერამიკის გვირგვინების, ვინირების, იმპლანტებისა და ბრეკეტ-სისტემის არსებობის შემთხვევაში
  • გამოიყენება 2 წლიდან ასაკიდან

ფტორირება

ფტორი ბუნებრივი მიკროელემენტია,რომელიც ზრდის მინანქრის სიმტკიცეს და მას მჟავებისადმი რეზისტენტულს ხდის.შესაბამისად,იცავს კბილებს კარიესის განვითარებისგან და ასევე ამცირებს კბილების მომატებულ მგრძნობელობას.

კბილების ფტორირება ბავშვთა ასაკში რეკომენდირებულია ჩატარდეს წელიწადში 2 ჯერ,პრევენციის მიზნით.

გარდა ამისა ფტორირება ასევე რეკომენდირებულია პაციენტებისთვის,რომლებსაც აწუხებთ ქსეროსტომია(ქრონიკული პირის ღრუს სიმშრალე),ღრძილების რეცესიის გენერალიზებული ფორმა და კბილების მომატებულიმგრძნობელობა.

კბილების ქიმიური გათეთრება

თანამედროვე სტომატოლოგიაში კბილების გათეთრება სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება.

კბილების მუქი შეფერილობა რამდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული:

მაგალითად,ადრეულ ასაკში ტეტრაციკლინის მიღება ან ორგანიზმში ფტორის ჭარბი რაოდენობით მოხვედრა.

ფერადი საკვები და სასმელი, მაგ: ფორთოხალი, ყავა, ჩაი, წითელი ღვინო და სხვა,თამბაქოს მოხმარება,გენეტიკა ,ასაკი - წლების მატებასთან ერთად მინანქრის ბუნებრივი ფერი მუქდება.

კბილების ქიმიური გათეთრება მიმდინარეობს ინდივიდუალურად დამზადებული გამჭვირვალე კაპების და ექიმის მიერ შერჩეული მათეთრებელი გელის საშუალებით.კბილის მინანქარზე მოქმედებს მათეთრებელი აგენტი- წყალბადის ან კარბამიდის პეროქსიდი, რომლის დაშლის შედეგადაც გამოიყოფა ჟანგბადი. სწორედ ჟანგბადი აღწევს ქსოვილში და შლის პიგმენტებს. შესაძლებელია გათეთრების პროცესის მართვა და ფერის ცვლილება 3-8 ტონით. 

მათეთრებელი საშუალების გამოყენების დრო და სიხშირე ასევე ინდივიდუალურად ირჩევა.

სასურველი შედეგის მისაღებად საშუალოდ საჭიროა 5 დღიდან 1 კვირამდე.