კავშირი
სერვისები
ორთოდონტიული სტომატოლოგია

ორთოდონტია არის მეცნიერება , რომელიც შეისწავლის თანკბილვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. სამკურნალო აპარატების ორი სახე არსებობს მოსახსნელი და მოუხსნელი.

ორთოდონტიული მკურნალობის მიზანს წარმოადგენს ესთეტიკის გაუმჯობესება და ფუნქციის ნორმალიზაცია. მკურნალობის ხანგძლოვობა დამოკიდებულია ანომალიის სირთულეზე და ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელია, როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე მოზრდილი ასაკის პაციენტებშიც.

მკურნალობის ხანგძლივობა ინდივიდუალურია 6-თვიდან 2 წლამდე. ამ პერიოდში პაციენტს ექიმთან ვიზიტი უწევს თვეში ერთხელ. მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად კეთდება რეტეინერი, რომელიც წინა 6 კბილს შიდა ზედაპირზე მაგრდება და არ ჩანს.

ბრეკეტ სისტემა( მოუხსნელი აპარატი)

მეტალის ბრეკეტები არის ორი სახის ვესტიბულური და ლინგვალური ბრეკეტები. ვესტიბულური მეტალის ბრეკეტს აქვს თანკბილვის გასწორების ყველაზე სწრაფი ეფექტი. ლინგვისტური ბრეკეტით მკურნალობა ხდება მსუბუქი ანომალიების დროს. ბრეკეტი არის შეუმჩნეველი და კომფორტული.

კერამიკული ბრეკეტის სისტემა.

კერამიკული ბრეკეტის სისტემა წამოადგენს ბრეკეტის ნაირსახეობას, რომელიც არის უფერული და შეუმჩნეველი.კერამიკის ბრეკეტი ესთეტიკურად გამოიყურება, რითაც დაიმსახურა დიდი პოპულარობა. უპირატესიბებია: ესთეტიკა, სიმყარე, კბილებთან საიმედო მიმაგრება და გამოიყენება ნებისმიერი სირთულის ანომალიების სამკურნალოთ.

 

თვითლიგირებადი ბრეკეტი

თვითლიგირებადი ბრეკეტების დროს რკალი ფიქსაცია ხდება სპეციალური საკეტებით და არ ხდება რკალის ბლოკირება , რაც საშუალებას აძლევს კბილებს გადაადგილდეს უფრო სწრაფად.უპირატესიბებია:

  1. მკურნალობის საერთო ხანგძლივობა მცირდება;
  2. კბილების ამოღების აუცილებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი;
  3. ექიმთან ვიზიტების რაოდენობა შემცირებულია 6-8 კვირაში ერთხელ;
  4. ბრეკეტის ტარება უფრო კომფორტულია.
 მოსახსნელი აპარატები ფირფიტოვანი

ფირფიტა გამოიყენება 5-6 წლიდან 12-13 წლამდე, ხშირ შემთხვევაში ბავშვებში.თანკბილვის ანომალიების გამომწვევია მავნე ჩვევები, არასწორი სუნთქვა, ყლაპვა, გენეტიკა.