კავშირი
სერვისები

თანამედროვე მედიცინა, რომელიც ყოველდღიურად მიისწრაფვის სრულყოფისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისაკენ, აქტიურად იყენებს ლაზერს სხვადასხვა სფეროში. მკურნალობის ლაზეროთერაპიული მეთოდი მეტად ეფექტური და პერსპექტიულია. ყოველგვარი უწინდელი ეჭვი და შიში (და ამის საფუძველზე გარკვეული განრიდებაც მეთოდისაგან) უკუგდებულია და სპეციალისტები სულ უფრო ხშირად და თამამად ნიშნავენ ლაზეროთერაპიის კურსს ამა თუ იმ პათოლოგიის სამკურნალოდ.



საინტერესოა ლაზეროთერაპიის ეფექტები, რაზეა დაფუძნებული მკურნალობის ეს მეთოდი, რომელი პათოლოგიების დროს არის რეკომენდებული მისი გამოყენება, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ლაზეროთერაპევტი-რეაბილიტოლოგი, ხათუნა ზაქარიაძე:


- ქალბატონო ხათუნა, როგორ

ფიქრობთ, რამ განაპირობა ლაზეროთერაპიის პოპულარობა?

- დაბალინტენსიური ლაზერული მედიცინა ადამიანის ორგანიზმზე (უჯრედულ და სისტემურ დონეზე) თავისი უნივერსალური ზემოქმედებით, როგორც პრაქტიკული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, შეუცვლელია. ის გამოიყენება 250-მდე მწვავე და ქრონიკული დაავადების, კლინიკური სინდრომის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, სხვადასხვა წარმოშობის გართულებული პათოლოგიებისას. ლაზეროთერაპია, რომელიც მედიცინაში მედიკამენტური მკურნალობის

შეკითხვა ექიმს

-გამარჯობა. ძალიან გთხოვთ მითხრათ რას ნიშნავს ფიზიოთერაპევტი, რა ფუნქციები და მოვალეობები აქვს მას? ან იქნებ საიტის მისამართი მაინც დამიწეროთ სადაც შევძლებ უკეთ გავეცნო ამ პროფესიას.    

ალტერნატივად 50 წლის წინ გამოჩნდა, მომავლის მედიცინის პერსპექტიული მიმართულებაა. 


ტექნოლოგიური წინსვლის მიუხედავად, ადამიანი განერიდა ბუნებას, შესაბამისად, ყველა ბიოლოგიური პროცესის განმსაზღვრელსა და მის ბუნებრივ სტიმულატორს - მზის გამოსხივებასაც (ენერგიას). ამგვარმა განრიდებამ წარმოშვა სხვადასხვა სულიერი თუ ფიზიკური ავადობა, ე.წ. “ცივილიზაციის დაავადებები”. გაზრდილი ემოციური ფაქტორი, ნერვული სტრესი, მოსახლეობის ალერგიულობის არნახული მატება, ახალი, მანამდე უცნობი დაავადებების წარმოშობა, იმუნიტეტის დაქვეითება, ე.წ. „პრობლემური მედიკამენტები“ (მედიკამენტების გვერდითი მოვლენების ზემოქმედება ავადმყოფ ორგანიზმზე) განაპირობებს ნივთიერებათა ცვლის დაქვეითებას, სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, ორგანოებსა და სისტემებში წიდების დაგროვებას, ენერგეტიკული პოტენციალის დაქვეითებას. თავისუფალი რადიკალების გაზრდა კი ანთებითი და ონკოპროცესების სტიმულატორია. თავის მხრივ, დაავადებებს ზრდის და სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს ნიტრატები, პესტიციდები, საკვებში ქიმიური დანამატები. თანამედროვე ფარმაკოლოგიის მიზანმიმართული და სწრაფი განვითარების მიუხედავად, ყველა პრობლემასთან გამკლავება მაინც შეუძლებელია. ლაზერის შექმნამ კი ჰიპოკრატეს მკურნალობის უძველესი მეთოდის - ფოტოთერაპიის ახალი მიმართულება, მედიკამენტური მკურნალობის ალტერნატივა, ლაზეროთერაპია განავითარა. მას ანალოგი არ აქვს.


დაბალინტენსიური ლაზერის ეფექტურობამ და შედეგებმა - ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიურმა ზემოქმედებამ, რეპარაციული პროცესების სტიმულაციამ, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებამ, სისხლის შედედების, რეოლოგიური მაჩვენებლებისა და იმუნური სისტემის კორექციამ - განსაზღვრა მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით მეთოდის ფართო გავრცელება. ლაზეროთერაპია ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებებს შორის წამყვანია. ეს სწრაფგანვითარებადი მეთოდი თანდათან იმყარებს პოზიციებს პრაქტიკულ მედიცინაში. მედიცინის ისტორიაში კი ხშირად, პრაქტიკა უსწრებს თეორიას!


- იქნებ აუხსნათ მკითხველს, რა არის ლაზერი?

- ტერმინი ლაზერი ინგლისური სიტყვის აბრევიატურაა - L A S E R - Light Amplification by Stimulated Emission of Radiation, ქართულად კი ასე ითარგმნება: „სინათლის გაძლიერება იძულებითი გამოსხივების გზით”. დაბალინტენსიური ლაზერის რთულ მექანიზმს განსაზღვრავს ლაზერული ენერგიის გადატანა უჯრედულ კომპონენტებზე (მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტები, ბიოლოგიური სითხეები, ლიმფა, ჰემოგლობინი), რის შედეგადაც ორგანიზმში აქტიურდება დათრგუნული ბიოქიმიური პროცესები, ისე, რომ ბიოსტრუქტურების ფიზიოლოგიური პარამეტრები უცვლელი რჩება. მრავალი დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ლაზერის ენერგიას ძირითადად ის უჯრედი შთანთქავს, რომელიც ამ ენერგიის მკვეთრ დეფიციტს განიცდის. ე. ი. დაავადებული უჯრედი ამ ენერგიას თვითაღდგენისა და განახლებისთვის გამოიყენებს. ენერგიის დეფიციტის შევსების გზით უჯრედი აღიდგენს დაქვეითებულ ფუნქციას, სიცოცხლისუნარიანობას, ჩაირთვება თვითრეგულაციური მექანიზმები, მობილიზდება ბუნებრივი ძალები, რომლებიც მიმართულია აღდგენითი რესურსების ამუშავებისაკენ, ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა და დაავადებული ორგანო განიკურნება. ლაზერული ზემოქმედებით იზრდება ჟანგბადის კონცენტრაცია, სისხლისა და ქსოვილების მიერ მისი ათვისება, ფართოვდება კაპილარები, უმჯობესდება სისხლისა და ლიმფის მიკროცირკულაცია, რაც ამცირებს ანთებით კერაში ინფილტრაციულ-ექსუდაციურ პროცესებს და უჯრედშიგა შეშუპებას, ძლიერდება ჟანგვა-აღდგენითი, გლიკოლიზის (გლუკოზის დაშლის) პროცესი, ატფ-ის სინთეზი ფიზიოლოგიურ ნორმას უახლოვდება, ამით ჩქარდება ქსოვილების ეპითელიზაცია, ჭრილობის შეხორცება და რეპარაციული პროცესები. უჯრედის საშენი კომპონენტების - კოლაგენისა და ცილის სინთეზის აქტივაცია ნივთიერებათა ცვლის ინტენსიფიკაციას განაპირობებს, დასხივების ზონის მთლიანობის დარღვევისა და უჯრედის ფიზიოლოგიური პარამეტრების უცვლელად. სწორედ ეს უზრუნველყოფს ლაზერულ თერაპიაში ელექტრომაგნიტური ტალღის, წითელი და ინფრაწითელი სპექტრის უსაფრთხო გამოყენებას.