კავშირი
სერვისები
აპარატული კოსმეტოლოგია (მზადების პროცესში)


      სახის პროფესიული წმენდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურა ქალებისათვის.ამ კოსმეტიკური პროცედურის არსი მდგომარეობს იმაში რომ სხვადასხვა მეთოდების თუ აპარატურის გამოყენების შედეგად კანი იწმინდება ფორებში არსებული ჭუჭყისგან,ეპიდერმისის მკვდარი უჯრედებისგან და ხდება დახურული კომედონების გახნა.

      სახის წმენდა შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ასაკში ,როგორც ბავშვებში ისე ხანდაზმულებში. გარდა ძირითადი გამოვლინებებისა სახის წმენდის პროცედურის დროს,ხდება რეპარაციული და მეტაბოლური პროცესების სტიმულირება და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება.

      ულტრაბგერით კანის გაწმენდა

      ეს მეთოდის დღეს განიხილება როგორც ერთერთი ეფექტური მეთოდი . უნდა აღინიშნოს, რომ სახეზე ულტრაბგერითი დასუფთავება თითქმის არ არის უკუჩვენები და აბსოლუტურად უმტკივნეულოა. ამ პროცედურის დროს, ულტრაბგერითი ტალღები აშორებს ეპიდერმისის მკვდარ უჯრედებს. გასათვალისწინებელია, რომ ულტრაბგერა არასდროს არ აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებს, არამედ ახდენს მათი სისხლძარღვების სიმულაციას.

      აპარატურული ბრაშინგი

      აპატარურული ბრაშინგი არის მექანიკური წმენდის ტიპი.რომელიც ხორციელდება სპეციალური ჯაგრისების გამოყენებით და სხვადასხვა პილინგისთვის განკუთვნილი კრემების თუ სითხეების გამოყენებით. ასეთი ჯაგრისების ბრუნვითი მოძრაობის დახმარებით, უზრუნველყოფენ ეპიდერმისის მკვდარი უჯრედების ფენის მოცილებას და ერთდროულად ასტიმულირებს უჯრედებს კაპილარული სისხლის მიმოქცევას , ასევე აწარმოებს სახის მასაჟს.

      უნდა აღინიშნოს, რომ სახის წმენდის ჩვენებები და უკუჩვენებები ერთნაირია ნებისმიერი წმენდის ტიპის გამოყენების მიუხედავად.


      ჩვენებები:

      1. აკნე;

      2. კანის შემცირებული ტურგორი ;

      3. ცხიმიანი კანი;

      4. ღია და დახურული კომედონები უკუჩვენებები

      5. მწვავე დერმატიტი;

      6. მწვავე ეტაპზე სხვადასხვა  კანის ჩირქოვანი დაავადებები;

      7. ჰერპესის ინფექცია;

      8. ეპილეფსია


კრიოთერაპია

კრიოთერაპია- ეს არის დერმატო-კოსმეტოლოგიური პროცედურა, რომელიც სრულდება თხევადი აზოტის გამოყენებით, რასაც მივყავართ ქსოვილის სრულ განადგურებამდე, მისი გაყინვის გზით -196 გრადუსამდე. ამ დროს პათოლოგიური წარმონაქმნის დესტრუქციის გამოწვევა ხდება ფიზიკური, გაყინვის მეთოდით. 

თხევადი აზოთის კრიომასაჟის სახის ტარდება ასევე კუპეროს საწინააღმდეგო პროცედურები.

კრიოთერაპიის ჩვენებები:

კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები(კანის პაპილომები, კერატომები, ვირუსული მეჭეჭები, კოჟრები, კონტაგიოზური მოლუსკი).

კრიოთერაპიის უკუჩვენებები:

დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი.

დაავადებები დაკავიშირებული სისხლის შედედებასთან.

კრიოგლობულინემია.

გამოხატული კანის პიგმენტაციური დარღვევები.

კელოიდური ნაწიბურების გაჩენისადმი მიდრეკილება.

კანის ავთვისებიანი სიმსივნეები

როგორ ტარდება კრიოთერაპიის პროცედურა:

პროცედურის წინ ხდება ანტისეპტიკური ხსნარის საშუალებით სამუშაო კერის გაწმენდა. რის შედეგადაც უშუალოდ არასასურველ წარმონაქმნზე ხდება თხევადი აზოტის დასხურება, რის შედეგადაც დამუშავებული ქსოვილი იღებს თეთრ ფერს (იყინება), აზოტის შესხურების პროცესი გრძელდება 1-2 წთ-ის განმავლობაში და მეორდება 2-3 ჯერ ერთ სეანსზე. სეანსების რაოდენობა დამოკიდებულია წარმონაქმნის ტიპზე და მეორდება 7-10 დღეში. პროცედურის დროს მხოლოდ დაზიანებულ არეში ადამიანს ზედმეტი სიცივისგან აქვს მცირედი წვის შეგრძნება.

კრიოპროცედურის შემდგომი პერიოდი:

კრიოპროცედურის შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში დამუშავებული კერის ირგვივ შესაძლოა გაჩნდეს პატარი სითხის შემცველი ბუშტი, რომელიც რამოდენიმე დღეში გაიწოვება, ქსოვილი კი იღებს მუქ- მოშავო-მოიასამნისფრო შეფერილობას და საბოლოოდ მთლიანად სცილდება ჯანსაღ ჯანს.

იმ შემთხვევაში თუ პროცედურა თარდება სხეულის ღია ნაწილზე მაშინ აუცილებელია მისი მზის სხივებისაგან დაცვა.

ასევე მნიშვნელოვანია დამუშავებული კერის დაცვა მტვრის ნაწილაკებისაგან.

კრიოთერაპიის გართულებები:

პროცედურა ჰიგიენური ნორმების დაუცველობის შემთხვევაში შესაძლოა გართულდეს მეორადი ინფეციით ან შესაძლოა განვითარდეს ჰიპერპიგმენტაცია.

 


როზაცეა კანის საკმაოდ ხშირი დაავადებაა , რომელიც გვხვდება მოზრდილთა ასაკში , უპირატესად ღია ფერის ინდივიდებში. ამ დაავადების მიზეზი უცნობია, თუმცა გარკვეული როლი აკისრია

 1) იმუნური სისტემის მცდარ პასუხს,

 2) კანის ანთებით რეაქციას სხვადასხვა მიკროორგანიზმზე

 3) მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას

 4) სისხლძარღვების

ჰიპერაქტიურობას .. გარკვეული როლი ენიჭებათ დაადადების მიმდინარეობის სიმძიმის განსაზღვრაში : ჰელიკობაქტერია პილორის და დემოდექსს . გამოყოფენ დაავადების 4 მთავარ ჯგუფს .

1) ერითემატოზურ ტელეანგიექტაზიურ 

2) პაპულო - პუსტულოზურ

3) ფიმატოზურ

 4) თვალის ფორმებს. ერითემატოზურ - ტელეანგიექტაზიურ - ფორმის დროს პაციენტებს აწუხებთ სახის კანის



პერსისტენტული სიწითლე , სიმშრალე, მომატებული მგრძნობელობა , მომდევნო

სტადიაში აკნეს მაგვარი ანთებადი , პაპულოზური გამონაყარი გამოხატული , ზედაპირული

სისხლძარღვები- რომლებიც კუპეროზის სახელწოდებითაც არის ცნობილი . დაავადების მკურნალობაში მნიშნელოვანი როლი აკისრია გამღიზიანებელი

აგენტებისგან თავის არიდებას . ეს აგენტებია მზის : ულტრაიისფერი გამოსხივება , ალკოჰოლი, განსაკუთრებით წითელი ღვინო ცხელი , და ცხარე საკვები სასმელი , , ხანგრძლივი ცხელი აბაზანა , კოსმეტიკის ხშირი ცვლა . მკურნალობა განსხვავებულია სხვადასხვა ფორმის როზაცეის დროს ერითემატოზურ . - ტელეანგიექტაზიური როზაცეის დროს, როდესაც სახეზე გვაქს კანის ქრონიკული

სიწითლე და გამოხატული კუპეროზი, აუცილებელია კანის მოვლა სპეციალური როზაცეის

საწინააღმდეგო კოსმეტიკური ხაზით, მზისგან თავის დაცვა , ქრონიკული სიწითლის

საწინააღმდეგო პროცედურები კლინიკაში , ასევე IPL ფოტოთერაპია და ე წ . . ანტიკუპეროზული ლაზეროთერაპია. პაპულო -პუსტულოზური როზაცეის დროს კი აქტიურად გამოიყენება ადგილობრივად:

 აზელაინის მჟავა, მეტრონიდაზოლი , ხოლო შინაგანად დაბალდოზირებული

დოქსიციკლინი. როზაცეას მკურნალობა საჭიროებს სპეციალისტის მაღალკვალიფიციურობას და

პაციენტის უნარს ზედმიწევნით შეასრულოს ექიმის მიერ მიცემული რეკომენდაციები . კლინიკა დეამედში ყველა საჭირო პირობაა ამ დაავადების სწორად და წარმატებით სამართავად .

 

მეზოთერაპია

დაბერების პროცესი არის რთული მულტიფაქტორული პროცესი რომელიც მოქმედებს ყველა ორგანოზე მათ შორის კანზე.ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ფოტოდაბერება რომელიც უშუალოდ კანისთვის არის დამახასიათებებლი.

დაბერებულ კანი თხელია,ფერმკრთალი , მშრალი , ნაკლებ ელასტიური შესამჩნევი ნაოჭებით.

მეზოთეპარია წარმოადგენს გაახალგაზრდავების ერთერთ ეფექტურ საშუალებას

მეზოთერაპია პირველად აღწერილია საფრანგეთში მიშელ პისტორის მიერ 1952 წელს.

მეზოთერაპია წარმოადგენს ვიტამინების, ანტიოქსიდანტების,ფერმენტების ,ჰიალურონის მჟავის , ზრდის ფაქტორის და ბუნებრივი მცენარეული ექსტრაქტების არაინვაზიური ტრანსდერმულ ინექციას კანში.

 მეზოთერაპია უზრუნველყოს ფიბრობლასტებს ბიოსინთეზური უნარის სტიმულირებასა და კოლაგენის და ელასტინის წარმოქმნის სტიმულირებას, რომელსაც მივყავართ კანის გაახალგაზრდავებისკენ.

მეზოთერაპიის დროს გამოყენებული კოქტეილი სხვადასხვა შემადგენლობისაა პრობლემიდან გამომდინარე.

მეზოთერაპია გამოიყენება არამარტო კანის გაახალგაზრდავების მიზნით არამედ , აკნეს და პოსტ აკნეს მკურნალობის, თმის ცვენის მკურნალობისთვის,პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ.

მეზოთერაპიის კურსის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად სპეციალისტის მიერ.


აკნე, იგივე ვულგარული ფერიმჭამელა წარმოადგენს , მოზარდობის ასაკის უხშირეს

პრობლემას, თუმცა მოზრდილთა ასაკშიც საკმაოდ გავრცელებულია ამ. დროს

მიმდინარეობს:

1) ხიმის ჯირკვლების გაძლიერებული სეკრეცია 
2) პერიფოლიკულური კერატინიზაცია
3) p. Acne- ს გამრავლება
4) ორგანიზმის იმუნური

პასუხი ანთების სახით. შესაბამისად სახეზე , ზოგჯერ ასევე გულმკერდსა და ზურგზე აღინიშნება ანთებადი , ხშირად ჩირქოვანი გამონაყარი ღია , კომედონები ე წ ( შავი . . წერტილები დახურული )

კომედონები, მომატებული ცხიმიანობა .. დიაგნოსტიკა ხდება ექიმ დერმატოლოგის მიერ კანის დათვალიერების შედეგად . . გამონაყრის ინტენსიურობა ხშირად განპირობებულია ჰორმონალური ფონით კერძოდ . ანდროგენების სიჭარბით . მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში თუ გამონაყართან

ერთად სახეზეა ჰირსუტიზმი, პოლიკისტოზური საკვერცხეები და მამაკაცური ტიპის ტმის

ცვენა, აუცილებელია ანდროგენული სპექტრის შესწავლა სისხლში .. მკურნალობა მოიცავს რეგულარულ , ინტენსიურ ადგილობრივ მოვლის პროდუქტებს , რომლებიც მიმართულია ცხიმიანობის შესამცირებლად და ანთების საწინააღმდეგოდ . ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია გოგონებში , ანტიანდროგენული - მედიკამენტები.. რეტინოიდების (იზოტრეტინოინი, როაკუტანი) დანიშვნა ხდება მხოლოდ

მძიმე ცისტური აკნეს შემთხვევაში , ასევე დერმატოლოგის გადაწყვეტილებით , აუცილებელი საჭიროებისას . . . მკურნალობის ეფექტურობაში ხშირად გადამწყვეტი როლი ენიჭება ისეთ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, როგორიცაა ქიმიური პილინგი აკნეს , საწინააღმდეგო

მეზოთერაპია, PRP თერაპია, სახის კოსმეტოლოგიური წმენდა კლინიკა . დეამედში

აღნიშნულ პროცედურებს ატარებენ მაღვალკვალიფიციური დერმატოლოგები , პროფესიონალური, ლუქს ხაზის კოსმეტოლოგიური ბრენდების გამოყენებით რ, ის შედეგადაც მკვეთრად უმჯობესდება კანის მდგომარეობა მცირდება , გამონაყარი ქრება , აკნეს შემდგომი ლაქები და კანი იღებს ჯანსაღ იერს ..