კავშირი
სერვისები

კლინიკადეამედ“ - ის ექიმები უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელებენ გრძელი თმის გადანერგვა.

გრძელი თმის გადანერგვა წარმოადგენს საკუთარი თმის გადანერგვის ერთ-ერთ საინტერესო და პროგრესულ მიმართულებას, რომლის დროსაც არ ხდება სადონორო არეში (კეფა და საფეთქლები) თმის შეჭრა ან გაპარსვა და ინერგება გრძელი თმის შემცველი გრაფტები (ფოლიკულები). გადანერგილი თმის სიგრძე შეესაბამება ოპერაციის მომენტში სადინორო არეში არსებულ თმის სიგრძეს.



დეა პაპასკირი, მარსელო პიჩონი და ალექსი მახარაშვილი ISHRS 23-ე კონგრესზე. ჩიკაგო, 2015 წ.


პირველი პუბლიკაციები გრძელი თმის გადანერგვის შესახებ 2004 წელს გამოჩნდა და მისი ავტორი იყო ბრაზილიელი ქირურგი მარსელო პიტჩონი (Marcelo Pitchon). მის მიერ მოწოდებული ტექნიკით გრძელი თმის გადანერგვა შესაძლებელი იყო მხოლოდ FUT (ზონრის) მეთოდით.



ოტავიო ბოავენტურა და ალექსი მახარაშვილი. ISHRS 26-ე კონგრესზე. ჰოლივუდი, 2018 წ.

აღსანიშნავია რომ, პროფესორმა ალექსი მახარაშვილმა 2014-2015 წლებში შეიმუშავა გრძელი თმის გადანერგვის ტექნოლოგია FUE (უნაკერო) მეთოდით, მაგრამ სანამ ინჟინრები მუშაობდნენ შესაბამისი აპარატურისა და ინსტრუმენტების შექმნაზე, 2016 წლის სექტემბერში, ISHRS-ის 24-ე საერთაშორისო კონგრესზე ლას-ვეგასში, ბრაზილიელმა ექიმმა ოტავიო ბოავენტურამ (Otavio Boaventura Lima) პირველმა მოახსენა ზუსტად ანალოგიური მეთოდის შესახებ. აღმოჩნდა რომ ის და ალექსი მახარაშვილი ერთდოულად ფიქრობდნენ ამ საკითხზე, ამიტომ გრძელი თმის გადანერგვას FUE მეთოდით თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ბოავენტურა -მახარაშვილის მეთოდი.

ოტავიო ბოავენტურა

გრძელი თმის გადანერგვა მინიმუმამდე ამცირებს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდს და პაციენტს ანიჭებს უდიდეს დადებით ემოციას.

  

გრძელი თმის გადანეგვის უპირატესობები:

  1. პაციენტი ოპერაციის დამთავრებისთანავე ხედავს თმის გადანერგვის შედეგს, რომელიც მას ექნება 10-12 თვის შემდეგ. თვალნათლივ ჩანს გადანერგილი თმის სიხშირე და მიმართულება.
  2. არ არის აუცილებელი პაციენტმა აიღოს შვებულება ან გადადოს საქმიანი შეხვედრები, რადგან არ ხდება თმის გადაპარსვა.
  3. გრძელი თმის გადანერგვის შედეგად შესაძლებელია სრულიად შეინიღბოს ის წერტილოვანი შეწითლებები თმის ჩანერგვის ადგილებში რომლებიც შეინიშნება პროცედურის შემდეგ, პირველი 1 კვირის განმავლობაში. ეს შეუმჩნეველს ხდის ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდს, რაც თავის მხრივ მეტ თავდაჯერებულობას მატებს პაციენტს და იგი ოპერაციის მეორე დღიდანვე უფრო აქტიურად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
  4. ქირურგს ეძლევა საშუალება ხედავდეს შედეგს იმისა, რასაც აკეთებს და გადანერგოს თმა ოპტიმალური სიხშირით და ბუნებრივი მიმართულებით,

 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გრძელი თმის გადანერგვის შემდგომი ეფექტი დროებითია და გრძელდება 2-3 კვირა. ამის შემდეგ თმა თანდათანობით ცვივა და შემდეგ ამოსვლას იწყებს 2-3 თვიდან, ისევე როგორც ეს ხდება თმის გადანერგვის სხვა მეთოდებით ჩატარებული ოპერაციების შემდეგ (შეჭრილი თმის გადანერგვის შემთხვევაში). პაციენტი შესამჩნევ კოსმეტიკურ ეფექტს იღებს გადანერგვიდან 6 თვის შემდეგ, ხოლო საბოლოო შედეგი მიიღწევა 12 თვის შემდეგ.

გრძელი თმის გდანრგვის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ ოპერაციის შემდგომ პერიოდში (პირველი 1 კვირამისი მოვლა საჭიროებს დიდ სიფრთხილეს, რადგან არსებობს გადანერგილი თმის ამოვარდნის მაღალი რისკი.

თმის გადანერგვის ყველა მეთოდი იძლევა კარგ შედეგს და აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. თუ რომელი მეთოდი ან მეთოდთა კომბინაცია იქნება უმჯობესი კონკრეტული პაციენტისთვის წყდება კონსულტაციაზე ექიმისა და პაციენტის პირისპირ




გრძელი თმის გადანერგვის შემდეგ, ოპერაციის დამთავრებისთანავე