კავშირი
სერვისები

კლინიკა დეამედს საკმაოდ ხშირად აკითხავენ ქალბატონები თმის გადანერგვის სურვილით, მაგრამ თმის გადანერგვას ქალთა პოპულაციაშიც, ისევე როგორც მამაკაცებში, მკვეთრად განსაზღვრული ჩვენებები აქვს. ესენია:

1.ანდროგენული (მამაკაცური) ტიპის თვის ცვენა.

ქალებში ანდროგენული ალოპეცია მამაკაცებისაგან განსხვავებული კლინიკური ნიშნებით გამოვლინდება, ამ დროს, როგორც წესი თმის ზრდის შუბლის ხაზი შენარჩუნებულია და თმის ცვენა იწყება შუბლ-თხემის არეში. თმის ცვენის პირველი სიმპტომი ხშირად არის თმის გამყოფი ხაზის ე.წ. „პრობორის“ გაფართოება. ქალბატონებში ანდროგენული ალოპეციის ხარისხის შეფასება ხდება ლუდვიგის შკალის მიხედვით, სადაც გამოყოფენ მხოლოდ სამ სტადიას 


2.ნაწიბუროვანი ალოპეცია სხვადასხვა სახის ტრავმის შემდეგ (დამწვრობა, გადატანილი ოპერაცია , მექანიკურუ ტრავმა და ა.შ.) 




ოპერაციამდეოპერაციის შემდეგ


აქ ჩვენ გამოვყოფდით ქალბატონთა იმ სეგმენტს, რომელთაც ჩატარებული აქვთ სხვადასხვა სახის პლასტიკური ოპერაცია სახეზე და თავის თმიან ნაწილზე, მაგალითად ფეისლიფტინგი. ამ დროს ირღვევა თმის ზრდის ხაზი, როგორც შუბლის ასევე საფეთქლის მიდამოებში და ჩნდება ნაწიბურები. პაციენტი შეზღუდულია ვარცხნილობაში, ვეღარ იწევს თმაზ ზევით და ატარებს იძულებით ვარცხნილობას, რომ შენიღბოს არსებული დეფექტები.. ამ დეფექტების კორექციის ერთადერთი გზა თმის გადანერგვაა. 




ოპერაციამდე
ოპერაციის შემდეგ


3.ტრაქციული ალიპეცია.

ეს პროცესი ვითარდება თმაზე ხანგრძლივი მექანიკური ზემოქმედების შემდეგ. მაგ. ძალიან გადაჭიმული თმის, ე.წ. „ტანმოვარჯიშის ვარცხნილობის“ დროს თმა დროის დიდ მონაკვეთში არის მუდმივად დაქაჩული, რაც იწვევს ფოლიკულის თანდათან გადაადგილებას კანის ზედაპირისკენ და საბოლოოდ თმის გაცვენას. უპირატესად თმის ცვენა ხდება საფეთქლის მიდამოებში. ამ შემთხვევაშიც თმის გადანერგა გახლავთ მკურნალობის ერთადერთი ეფექტური მეთოდი. 




ოპერაციამდე
ოპერაციის შემდეგ


4.თანდაყოლილი ე.წ. „მაღალი შუბლის კორექცია. 




ოპერაციამდე
ოპერაციის შემდეგ


ჩვენს კლინიკაში თმის გადანერგვა ხორციელდება ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდებით, რომლებიც იძლევიან საუკეთესო შედეგებს და ამავე დროს საგრძნობლად ამცირებენ რეაბილიტაციის პერიოდს. იმპლანტერების გამოყენება საშუალებას გვაძლევს თმა გავახშიროთ თავის გადაპარსვის გარეშე (ე.წ. „თმებში გადანერგვა“), რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის.