კავშირი
სერვისები
წარბის, ულვაშისა და წვერის გადანერგვა

  

კლინიკა დეამედში გამოიყენება თმის გადანერგვის ინოვაციური, ნაკლებად ტრავმული და ეფექტური მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა წარმატებით განხორციელდეს წარბის, ულვაშისა და წვერის კოსმეტიკური დეფექტების კორექცია, მათი ნაწილობრივი ან სრული არ არსებობის დროს.

 

ჩვენ ამ შემთხვევაში სადონოროდ ვიყენებთ კეფისა და საფეთქლის არეში განლაგებულ საკუთარ თმა. ზოგიერთი ჩვენი კოლეგა უპირატესობას ანიჭებს სადონორო თმას კიდურებიდან და სხეულის სხვა ნაწილებიდან, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით.

 

გადასანერგი ფოლიკულების მოპოვება ხორციელდება როგორც Strip (ზონრის) ასევე FUE (უნაკერო) მეთოდით. ორივე შემთხვევაში აუცილებელი პირობაა რომ გადასანერგად შეირჩეს შესაბამისი სტრუქტურის თმა, განსაკუთრებით წარბის აღდგენისას.

 

პოსტოპერაციული პერიოდი მიმდინარეობს ანალოგიურად, როგორც თმის გადანერგვის სხვა შემთხვევებში. თმა ზრდას იწყებს გადანერგვიდან ~2 თვის შემდეგ და ინარჩუნებს ყველა მის მახასიათებლებს: ფერს, სტრუქტურას, ზრდის ტემპს და . . ის არ საჭიროებს სპეციალურ მოვლას, იზრდება მთელი სიცოცხლის მანძილზე და არ ცვივა. შესაძლოა მისი შეჭრა, შეღებვა, გაპარსვა და ..


იხილეთ შედეგები >>>