კავშირი
სერვისები

ნაწიბუროვანი ალოპეცია ვითარდება სხვადასხვა ტრავმებისა (დამწვრობა მექანიკური ტრავმა, გადატანილი ოპერაცია და ა.შ.) და კანის ზოგიერთი დაავადების შედეგად, რომლის დროსაც ხდება თმის ფოლიკულების ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით და ვითარდება გამელოტებული უბნები. თმის ბუნებრივი საფარველის აღდგენა ასეთ დროს ქირურგიული ჩარევის გარეშე შეუძლებელია.

ნაწიბუროვან ალოპეციათა ჯგუფს მიეკუთვნება აგრეთვე ტრაქციული ალოპეცია, რომელიც ვითარდება თმაზე ხანგრძლივი მექანუკური ზემოქმედების (მოქაჩვის) შედეგად, მაგალითად ძლიერად გადაჭიმული თმის ვარცხნილობის ხანგრძლივად ტარების შემდეგ.

თავის თმიან ნაწილზე ლოკალიზაციისას ნაწიბურები ხშირად იწვვენ პაციენტის ფსიქო-ემოციურ აშლილობას. მათი სოციალური ადაფტაციის უნარი ქვეითდება და სიცოცხლის ხარისხი უარესდება

სამწუხაროდ დღესაც ექიმთა საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის რომ ნაწიბურებში თმის გადანერგვა არაეფექტურია და პაციენტებს მკურნალობის არასწორ ტაქტიკას ურჩევენ

თავის თმიან ნაწილზე ნაწიბურების აღმოფხვრის არსებული ქირურგიული მეთოდები (თავისუფალი კანის ნაფლეთის გადანერგვა ნაწიბურის ამოჭრა, ექსპანდერის და ექსტენდერის მეთოდი) ყოველთვის ეფექტური არ არის, ვერ ხერხდება ნაწიბუროვანი უბნის სრული ლიკვიდაცია და ხშირ შემთხვევაში ვითარდება დამატებითი ნაწიბურები და თან ახლავს რიგი გართულებებისა.

ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობის ერთადერთი ეფექტური მეთოდი არის საკუთარი თმის გადანერგვა მიკროგრაფტინგის მეთოდით. (ფოლიკულური მიკროაუტოტრანსპლანტაცია). 

ჩვენი კლინიკის ქირურგებს გააჩნიათ მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოცდილება ნაწიბურებში თმის გადანერგვის სფეროში. ამასთან გრაფტების სიცოცხლისუნარიანობა შეადგენს 93-95% და მიიღწევა კარგი კოსმეტიკური ეფექტი.

დეა პაპასკირმა 2010 წელს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე დაიცვა დისერტაცია, თემაზე: „თავის თმიანი ნაწილის ნაწიბუროვანი დეფექტების მქონე პაციენტების ქირურგიული მკურნალობა“, რაც გულისხმობს ნაწიბურწბში თმის გადანერგვას ფოლოკულური მიკროაუტოტრანსპლანტაციის მეთოდით. ეს ნაშრომი თავისი სამეცნიერო ღირებულებით უნიკალურია, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს.


ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობის დროს აუცილებელია ნაწიბუროვანი ქსოვილის სტრუქტურის თავისებურების გათვალისწინება და სწორი ქირურგიული ტაქტიკის შერჩევა ტრამვატიზაციის შემცირების მიზნით. ზოგიერთ შემთხვევაში თმის გადანერგვის ჩვენების განსაზღვრის მიზნით საჭირო ხდება ნაწიბუროვანი ქსოვილის ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევა.

ჩვენი მრავალწლიანი კვლევების შედეგად დამტკიცდა რომ ნაწიბურში თმის გადანერგვის შემდეგ, გარდა იმისა რომ მიიღწევა კარგი კოსმეტიკური შედეგი, ნაწიბურის სტრუქტურაც უმჯობესდება.

ნაწუბურებში თმის გადანერგვის ყველა ეტაპი ანალოგიურია თმის გადანერგვისა ანდროგენული ალოპეციის დროს. გამოიყენება როგორც FUE ასევე STRIP მეთოდი ან მათი კომბინაცია, მაგრამ ნაწიბუროვანი ქსოვილის არაეტგვაროვანი ვასკულარიზაციის (სიხლმომარაგება) გამო ოპერაციის ტექნიკა გარკვეულწილად შეცვლილია ქსოვილის ტრვმირების შემცირების მიზნით.

იხილეთ თმის გადანერგვის შედეგები ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს >>>