კავშირი
სერვისები
თქვენი ფეხების სილამაზე და ჯანმრთელობა ესთეტიკური ფლებოლოგიის ამოცანაა.
სწორედ ამაზე უნდა ზრუნავდეს ექიმი - ფლებოლოგი

ფლებოლოგია- ეს გახლავთ მეცნიერება ვენების შესახებ და სისხლძარღვთა ქირურგიის განსაკუთრებული მიმართულებაა. ქვედა კიდურების ვენების დაავადებები , ბოლო წლებში საგრძობლად გააქტიურდა სწორედ თანამედროვე ფლებოლოგია ფლობს ამ პრობლემასთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებებს .

ცოტა რამ ისტორიიდან . .

როგორც ცნობილია ვენების დაავადებებზე ცნობები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებს ქონდათ. ადასტურებს გათხრების დროს ნაპოვნი მუმიები, რომლებსაც არენისნებოდათ ვარიკოზის ნიშნები. ანუ, ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები ცდილობდნენ ემკურნალათ ამ დაავადებისთვის. შემდგომში უფრო დაწვრილებით აღწერეს ეს დაავადება მედიცინის მამებმა- ჰიპოკრატემ და ავიცენამ.

მე-19 საუკუნეში ტრენდელენბურგმა სცადა აეხსნა ვენების ვარიკოზული გაგანიერების მიზეზი. როგორც „сафено-феморальное соустье რეფლუქსი“

ნორმალურ მდგომარეობაში სისხლი საფენას ვენიდან (კანქვეშა ვენა) გადადის ვენა-ფემორალისში ( თეძოს ვენა), მაგრამ პათოლოგიის შემთხვევაში სისხლის მიმოქცევა მიმართულებას იცვლის და ქვედა კიდურების ვენები სისხლით ივსება. ტრენდელენბურგმა- პრობლემის მოგვარების ოპერაციული მეთოდი - დიდი კანქვეშა ვენის გადაკვანძა და მისი ამოღება შემოგვთავაზა.

დღეისათვის მედიცინა ფლებოლოგიური პრობლემების გადაჭრის ახალ, ეფექტურ მეთოდებს და დიაგნოსტიკის თანამედროვე საშუალებებს გვთავაზობს. ვარიკოზი, ქრონიკული ვენური უკმარისობა პროფესიონალური მიდგომით განკურნებადია. თანამედროვე ფლობოლოგიას თავის არსენალში გააჩნია ისეთი საშუალებები, რომლებიც იძლევიან პაციენტის მდგომარეობის ზუსტად შეფასების, სწორი დიაგნოზის დასმის და ეფექტური მკურნალობის დანიშვნის შესაძლებლობას. ნებისმიერი ქალბატონისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ განკურნებას, არამედ ფლებოლოგისგან ის ელოდება ესთეტიკურ შედეგსაც. ამიტომ პაციენტის პრობლემის ინდივიდუალურ განხილვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ამისათვის აუცილებელია სწორად შეირჩეს სპეციალისტი- ეს წარმატებული მკურნალობის მთავარი განმსაზღრელი ფაქტორია.

თანამედროვე ფლებოლოგიამ დიდი ხანია უარი თქვა მხოლოდ ერთი, კონკრეტული დაავადების მკურნალობაზე. ადამიანის ყველა ორგანო ისე მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან , რომ ვენური უკმარისობის დროს სხვა სისტემებიც ზიანდება. აუცილებელია იპოვო კავშირი სხვადასხვა პათოლოგიებს შორის და პაციენტს საჭირო მიმართულება მისცე- სწორედ ასე ამოცანა დგას ექიმი-ფლებოლოგის წინაშე. მნიშვნელოვანია ფლებოლოგის გამოცდილება , მისი პრინციპი ვარიკოზული დაავადებების მკურნალობაში. მან უნდა იცოდეს, როგორც ძველი, კლასიკური მეთოდი , ასევე თავის პრაქტიკაში უნდა იყენებდეს თანამედროვე მედიცინის მიღწევებს ამ დარგში. ვარიკოზის მინიინვაზიური მეთოდით მკურნალობა ესაა ოქროს სტანდარტი ფლებოლოგიაში.

მკურნალობის მეთოდის , ასევე შემდგომი რეკომენდაციების შერჩევაში დიდი როლი ეკისრება ფლებოლოგის მიერ პაციენტის პირველად დათვალიერებას. ასევე ქვედა კიდურების ვენების ულტრაბგერითი დუპლექსით სკანირებას.

მკურნალობის მეთოდი შეირჩევა მხოლოდ დაავადების ხარისხის განსაზღვრის შემდეგ.
  • პირველ სტადიაზე-(ანუ „კოსმეტკური სტადია“ ) ვარიკოზული დაავადებებისა - როცა ჯერ კიდევ არაა დაზიანებული მაგისტრალური ღეროს კანქვეშა ვენური სისტემა გამოიყენება სკლეროთერაპიის მეთოდი.
  • მიკროსკლეროთერაპია- ამ დროს წვრილესი ნემსებისა და სპეციალური სკლეროზანტის ( ეტოქსისკლეროლი) გამოყენებით ხდება გაქრობა ბადეების და რეტიკულარული ვენების გაქრობა.
  • Foam-Form –(მიკროქაფური) სკლეროთერაპია. ამ დროს დაზიანებულ ვენაში ფლებოლოგს შეყავს სპეციალური ქაფი-სკლეროზანტი. ხდება დიდი დიამეტრის ვენების კედლების შეწებება.
  • ლაზერული კოაგულაცია - წვრილი სისხლძარღვების და კაპილარების გაქრობა, სხეულის სხვადასხვა ადგილებიდან ლაზერული აპარატის გამოყენებით.

მეორე სტადია

დაზიანებულია მაგისტრაკური კანქვეშა ვენური სისტემა ( დიდი საჩინო ვენა და მცირე საჩინო ვენა) ფლებოლოგს , კონსულტაციის შემდეგ შეუძლია შემოგთავაზოთ ასეთი ვენების მოცილების რამდენიმე მეთოდი. კლასიკური კომბინირებული ფლებექტომია, საერთო ნარკოზის , სპინალური, ან ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით. კეთდება განაკვეთი საზარდულის, პუპარტის იოგის არეში.

შესაძლებელია თანამედროვე, დამზოგავი, ნაკლებადინვაზიური ენდოვასკულარული მეთოდების გამოყენებაც. როგორებიცაა: რადიოტალღოვანი ობლიტერაცია, ან ენდოვაზალური ლაზრული კოაგულაცია და მინიფლებექტომია ვარადის მეთოდით.

მესამე სტადია

ვენური უკმარისობის დეკომპენსაციის სტადია. რომელიც ვლინდება როგორც ტროფიკული დარღვევებით წვივებზე, ასევე სხვადასხვა დიამეტრის და სიღრმის ტროფიკული წყლულით. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებულად ბევრს ნიშნავს ფლებოლოგის სწორი გადაწყვეტილება და მკურნალობის ისეთი ტაქტიკის შერჩევა, რომელიც გაცილებით მოკლე დროში მოუხსნის პაციენტს პრობლემას.

აუცილებელი ინფორმაცია! -კატეგორიულად აკრძალულია თვითმკურნალობა ვენური დაავადებების დროს.

ხშირად პაციენტები ფლებოლოგს მიმართავენ დაგვიანებით , თვითმკურნალობის ( შინაური და არატრადიციული მედიცინის საშუალებები) მავნე უკუეფექტებით, რაც ამძიმებს მათ მდგომარეობას და ართულებს მკურნალობის პროცესს.

ასევე დაუშვებელია გარეკლამებული , არასამედიცნო საშუალებებისგამოყენება ექიმთან კონსულტაციის და მისი დანიშნულების გარეშე. რადგან ყველა კონკრეტული შემთხვევა არის ინდივიდუალური და უნივერსალური სამკურნალო საშუალება არ არსებობს.

კლინიკა „დეამედში“ ჩვენი ფლებოლოგი ყოველთვის მზადაა გაგიწიოთ კვალიფიციური კონსულტაცია და გასცეს პასუხი ყველა, თქვენთვის საინტერესო შეკითხვას.