კავშირი
სერვისები


FUT, იგივე Strip მეთოდი თმის გადანერგვის ძირიოთად, კლასიკურ მეთოდს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში კეფის მიდამოდან (სადონორო ზონიდან) ხდება კანის ზონრის ექსციზია (ამოჭრა) და მისი შემდგომი დაყოფა ფოლიკულურ გაერთიანებებად - გარფტებად, რომლთა ჩანერგვაც ხდება თმაგაცვენილ უბნებში (სარეციპიენტო არეში).

გრაფტი არის ტრანცპლანტატი, რომელიც შეიცავს 1-დან 3-4 ფოლიკულამდე.

თმის გადანერგვა Strip მეთოდით მოიცავს 4 ეტაპს:

1.სადონორო ზონიდან კანის ზონრის ექსციზია

ეს არის ის ძირითადი ეტაპეი რაც განასხვავებს STRIP მეთოდს FUE (უნაკერო) მეთოდისგან. ამ დროს არ ხდება თავის გადაპარსვა. კეფის მიდამოში შეიპარსება მხოლოდ ის ზოლი რომლის ამოღებაც ხდება. კანის ვიწრო ზონრის ამოჭრის შემდეგ ჭრილობაზე იდება კოსმეტიკური ნაკერი, რომელიც იფარება თმით და ოპერაციის დამთავრებისთანავე არ ჩანს.

ამ ეტაპზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქცს ქირურგის გამოცდილებას და უნარ ჩვევებს. მნიშვნელოვანია ქირურგმა სწორად განსაზღვროს ამოსაღები კანის ზონრის ზომები (სიგრძე და სიგანე), რაც შემდგომში ნაზი, შეუმჩნეველი ნაწიბურის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, და რათქმაუნდა ტექნიკურად სწორად შეასრულოს ჭრილობის პლასტიკა. ჩვენ ვიყენებთ სადონორო ზონის პლასტიკის ისეთ მედოდს, რომლის საშუალებითაც ფორმირდება წვრილი, ხაზოვანი ნაწიბური, რომელიც ოპერაციიდან რამოდენიმე თვეში თითქმის მთლიანად დათმიანდება და ყალიბდება ნაზი ნაწიბური, რომელიც შეუმჩნეველია მოკლე ვარცხნილობის დროსაც კი. ჭრილობის გაკერვის ეს მეთოდი მოწოდებულია მარიო მარზოლას მიერ და მას "ტრიქოფიტური დახურვა " ეწოდება. 


ნაწიბური სადონორო არეში (კეფაზე) Strip მეთოდით თმის გადანერგვიდან 4 თვის შემდეგ.
ის შესამჩნევია მხოლოდ გადაპარსული და კეფაზე ძალიან მოკლედ შეჭრილი თმის შემთხვევაში


2.გრაფტების პრეპარირება მიმდინარეობს სტერეოსკოპული მიკროსკოპების ქვეშ, 10–20 ჯერადი გადიდებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გრაფტების დამუშავების ხარისხს და ამავე დროს ამცირებს ფოლიკულების დაზიანების ალბათობას, ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება პროცედურის შედეგზე.

3.მიკროხვრელების ფორმირება სარეციპიენტო არეში.

ეს ეტაპი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ფორმირდება გადასანერგი თმის სიხშირე და მიმართულება. მიკროხვრელების სიღრმე ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს გრაფტების სიგრძეს რათა ფოლიკულების ჩანერგვა მოხდეს კანის იმ შრეში სადაც ისინი ბუნებრივად ფუნქციონირებენ

ჩვენს კლინიკაში მიკროხვრელების ფორმირებისთვის გამოიყენება მიკროქირურგიული ინსტრიმენტები და საინექციო ნემსები, რომლებიც ქმნიან მცირე ხაზოვან ნაკვეთს, სიგრძით 0,8 - 1,0 მმ-მდე. მათი გამოყენება გვაძლევს საშუალებას მივაღწიოთ გადანერგილი თმის მაქსიმალურ სიხშირეს, რაც თავის მხრივ საუკეთესო კოსმეტიკურ შედეგს იძლევა.

4.გრაფტების იმპლანტაცია (ჩანერგვა) თმაგაცვენილ ზონებში.

გრაფტების ჩანერგვა ხორციელდება სპეციალრი პინცეტებით, ქირურგის ასისტენტების მიერ.

იმპლანტერების გმოყენების დროს მე-3 და მე-4 ეტაპები მიმდინარეობს ერთ ეტაპად. ამ დროს არ ხდება მიკროხვრელების წინასწარ ფორმირება, რადგან იმპლანტრის ნემსით კანის გაჩხვლეტა გრაფტის ჩასმა ერთდროულად ხორციელდება


როგორ დავგეგმოთ თმის გადანერგვა?

სწორად დაგეგმილი ოპერაცია ხარიახიანად თმის გადანერგვის აუცილებელი წინაპირობაა. ამისათვის საჭიროა პირადად შეხვდეთ ექიმს და გაიროთ კონსულტაცია. კონსულტაციის დროს განისაზღვრება თმის გადანერგვის ჩვენება, შეფასდება სადონორო თმის მარაგი და გამოითვლება გადასანერგი გრაფტის ზუსტი რაოდენობა; შეთანხმდება თმის შუბლის ხაზის დიზაინი და შეირჩევა თქვენს შემთხვევაში ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი; განისაზღვრება ოპერაციის ეტაპობრიობა. პაციენტმა უნდა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ თუ  რა შედეგის მიღწევა შეიძლება მის კონკრეტულ შემთხვევაში. თმის გადანერგვა მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად, როცა რეალური შედეგი ემთხვევა პაციენტის მოლოდინს.

თუ ვერ ახერხებთ კლინიკაში მოსვლას შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ კონსულტაცია.

თმის გადანერგვის ოპერაცია განსაკუთრებულ მომზადებას არ საჭიროებს. ოპერაციამდე პაციენტი აბარებს შემდეგ ანალიზებს:

  1. სისხლის საერთო ანალიზი
  2. სისხლის შედედების დრო
  3. გლუკოზა სისხლში
  4. ინფექციებზე (გეპატიტი B და C, აივ, სიფილისი)

პაციენტს ოპერაციამდე 2 დღით ადრე ეკრძალება ალკოჰოლის მიღება.


როგორ მიმდინარეობს ოპერაცია?

თმის გადანერგვა ამბოლატორიული პროცედურაა, მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე და გრძელდება 3-6 საათი. 
მანიპულაცია ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში, აბსოლიტურად უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე, პაციენტისათვის თავისუფალი რეჟიმის პირობებში: პაციენტი ზის მოხერხებულად სავარძელში, შეუძლია სასურველი ტელეგადაცემის ან ფილმის ყურება, საუბარი ტელეფონით, მუსიკის მოსმენა და ა.შ. პაციენტს დასვენების დროს ვუზრუნველყოფთ სადილით.


რა უნდა ვიცოდეთ თმის გადანერგვის შემდეგ?

თმის გადანერგვის შემდეგ პაციენტი უკვე მეორე დღეს იწყებს თავის დაბანას და უბრუნდება თავის საქმიანობას. 

Strip მეთოდის დროს შესაძლოა პაციენტს სადონორო არაზე (კეფაზე) ერთი ღამით დაედოს ნახვევი, და ორი კვირით შეეზღუდოს მძიმე ფიზიკური შრომა და სპორტული აქტივობა. FUE (უნაკერო) მეთოდის დროს სადონორო არეზე აუცულებლად ედება ნახვევი ერთი დღით, ხოლო სპორტული აქტივობით პაციენტს შეუძლია დაკავდეს თმის გადანერგვიდან უკვე მესამე დღესვე.

გადანერგილი თმა სპეცილურ მოვლას და დამატებით მკურნალობას არ საჭიროებს. თმის ზრდის ფიზიოლიგიური სტადიურობიდან გამომდინარე, ფოლიკულებიდან სრულფასოვანი, ჯანსაღი თმის ზრდა იწყება გადანერგვიდან 2-3 თვის შემდეგ, 6 ვის შემდეგ უკვე სახეზეა საგრძნობი ეფექტი, ხოლო მაქსიმალური შედეგი მიიღწეა 10-12 თმის შემდეგ.

გადანერგილი თმის გარჩევა დანარჩენი თმებისაგან შეუძლებელია, ის ჩვეულებრივად იზრდება და არ ცვივა. შეიძლება მისი შეჭრა, შეღებვა, ვარცხნილობის შეცვლა და ა.შ.


 

 


ფოლიკულური გაერთიენების ექსტრაქცია ან როგორც მას უწოდებენ FUE მეთოდი, დრეისათვის საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადია პაციენტებს შორის.

ამ მეთოდის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ გადასანერგი თმის ფოლიკულების-გრაფტების ამოღება სადონორო (კეფის) არედან ხდება სათითაოდ, სპეციალური, 0,6-0,9 მმ. დიამტრის მქონე მინიატურული ინსტრუმენტის - (ფანჩის) საშუალებით.

FUE მეთოდს დღეს ბევრი უახლეს ტექნოლოგიად მიიჩნევს, თუმცა მას 30 წლიანი განვითარების ისტორია აქვს.

1988 წელს FUE პროცედურა პირველად იაპონელმა ექიმმა მასუმი ინაბამ წარუდგინა საზოგადოებას, რომელმაც 1 მმ-იანი ნემსი გამოიყენა ფოლიკულების ექსტრაქციისთვის. ეს ინსტრუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო FUE მეთოდის შემუშავებისთვის. მოგვიანებით იგივე ტექნიკა გამოიყენა ექიმმა ვუდსმა ავსტრალიაში (1989 წ.). 

შემდგომში დოქტორ ინაბას მიერ მოწოდებული ტექნიკა განავითარეს როსმანმა და ბერშტეინმა ამერიკაში. მათ შემოგვთავაზეს ახალი მიდგომა ამ საკითხისადმი, რაც გულისხმობდა 1-3 თმის ძირების შემცველი ფოლიკულური გაერთიანენბების - გრაფტების (და არა სათითაო თმის) ექსტრაქციას სადონორო ზონიდან (კეფა და თავის გვერდითი ნაწილები), პატარა, 1 მმ-მდე დიამეტრის ფანჩით.

1995 წელს დოქტორ უილიამ რასმენი, რობერტ ბერნსტეინი, ვოიცეხ შანიევსკი და ალან ჯ. ჰალპერინი აქვეყნებენ პირველ პუბლიკაციას ფოლიკულური ტრანსპლანტაციის შესახებ.

სწორედ როსმანისა და ბერშტეინის მიერ მოწოდებული ტექნიკა გამოიყენება დღესაც და მას თმის გადანერგვის FUE (Follikular Utit Extraction) მეთოდი ეწოდება.

FUE მეთოდი Strip-ზონრის მეთოდისაგან განსხვავდება მხოლოდ გადასანერგი თმის მოპოვების ტექნიკით. ამ შემთხვევაში არ ხდბა არანაირი განაკვეთი და ნაკერის დადება სადონორო (კეფის) არეში. სწორედ ამიტომ FUE მეთოდს „უნაკერო“ და „არაოპერაციულ“ მეთოდსაც უწოდებენ.

თმის გადანერგვის დანარჩენი ეტაპები ამ ორი მეთოდის (FUE და Strip) დროს იდენტურია. ორივე მეთოდის გამოყენებისას ხდება მიკროგრაფტების გადანერგვა, რომლებიც შეიცავენ 1-დან 3-მდე თმის ღერს და ამიტომ ორივე შემთხვევაში მიიღწევა აბსოლუტურად ბუნებრივი ესთეტიკური შედეგი.

FUE ტრანსპლანტაციის ეტაპებია:

  1. გადასანერგი ფოლიკულების-გრაფტების მოპოვება (ექსტრაქცია) სადონორო არედან..
  2. მიკროხვრელების ფორმირება სარეციპიენტო ზონაში (იმპლანტერების გამოყენების დროს ეს ეტაპი არ არსებობს. კანის გაჩხვლეტა და გრაფტების იმპლანტაცია ერთდროულად ხდება).
  3. გრაფტების იმპლანტაცია (ჩანერგვა) თმადაცვენილ არეში

FUE მეთოდის უპირატესობები:

  • არ კეთდება არანაირი განაკვეთი სადონორო (კეფის) არეში. შესაბამისად არ არსებობს ჭრილობასთან დაკავშირებული დისკომფორტი და არ წარმოიქმნება ხაზოვანი ნაწიბური (ე.წ. „სმაილიკი“)
  • შესაძლებელია თმის გადანერგვა წვერიდან და სხეულის სხვა ნაწილებიდან (მკერდი, ზურგი, კიდურები).
  • განსაზღვრული სტრუქტურის და რაოდენობის თმის შემცველი გრაფტების ზუსტი გათვლა.
  • FUE მეთოდის გამოყენება Strip მეთოდთან ერთად (ე.წ. კომბინირებული მეთოდი) საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ გრაფტების საკმარისი რაოდენობა მაღალი ხარისხის გამელოტების და სადონორო ზონაში სკალპის ცუდი მობილობის დროსაც კი. კომბინირებული მეთოდით შესაძლებელია 8000-ზე მეტი გრაფტის გადანერგვა ერთი ოპერაციის ფარგლებში.
  • პაციენტს შეუძლია დაკავდეს სპორტული აქტივობით თმის გადანერგვიდან მესამე დღესვე, მაშინ როცა Strip მეთოდის გამოყენებისას მძიმე ფიზიკური აქტივობა იკრძალება მინიმუმ 2 კვირა


აღსანი„შნავია, რომ FUE მეთოდი ნაკლებად მოითხოვს ქირურგიული უნარჩვევების ღრმა ცოდნას და შესასრულებელდ შედარებით მარტივად გამოიყურება ვიდრე Strip მეთოდი. სწორედ ამიტომ დღეისათვის ყველა დამწყები ტრანსპლანტოლოგი თავის პრაქტიკულ საქმიანობას თმის გადანერგვის სფეროში ძირითადად ამ მეთოდით იწყებს. მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. FUE პროცედირის დროს მნიშვნელოვანია ქირურგის უნარ-ჩვევები და რაც მთავრია გამოცდილება, რათა თავიდან ავიცილოღ გრაფტების დაზიანება მათი ექსტრაქციის დროს და შევინარჩუნოთ სადონორო არის ბუნებრივი შესახედაობა. ეს კი თავის მხრივ განაპირობებს გადანერგილი თმის მაღალ სიცოცხლისუნარიანობას და სადონორო თმის რაციონალურ გამოყენებას, რომ არ მოხდეს მისი „გაფლანგვა“. მოგეხსენებათ რომ სადონორო თმა ლიმიტირებულია და თითოეული გრაფტი ძვირფასია პაციენტისთვის.

კლინიკა დეამედის ექიმებს აქვთ 16 წლიანი გამოცდილება თმის გადანერგვის სფეროში, როგორც Strip ასევე FUE მეთოდით. ისინი ასევე ახორციელებენ ექიმების სწავლებას თანამედროვე ტექნოლოგიებით მსოფლიოს მაშსტაბით და საკმაოდ წარმატებულადაც.

ჩვენს კლინიკაში FUE მეთოდით შესაძლებელია 5000-ზე მეტი გრაფტის გადანერგვა ერთი ოპერიციის ფარგლებში

 


თმის გადანერგვის კომბინირებული მეთოდი გულისხმობს ერთდროულად, ერთი ოპერაციის ფარგლებში ორივე მეთოდის (Strip და FUE) გამოყენებას.


კომბინირებული მეთოდი რეკომენდებულია გამელოტების მაღალი ხარისხის შემთხვევაში, როცა საჭიროა მოვიპოვოთ მაქსიმალირად ბევრი თმა. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდით ერთი იპერაციის ფარგლებში შესაძლებელია მოვიპოვოთ 40-50%-ით მეტი თმა ვიდრე მხოლოდ Strip ან FUE მეთოდის მონო ვარიანტში გამოყენების დროს.


კომბინირებულ მეთოდს ხშირად მიმართავენ გამელოტების არც თუ ისე მაღალი ხარისხის დროსაც, როდესაც პაციენტის გენეტიკისა და კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე არსებობს თმის ცვენის პროგრესირების ალბათობა. ამ შემთხვევაში სადონორო თმის ბევრად მეტი რესურსი გვრჩება იმისათვის, რომ თუ მომავალში გაგძელდა თმის ცვენა, ის უპრობლემოდ აღვადგინოთ


ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არ შეიძლება Strip და FUE მეთოდების ერთმანეთის კონკურენტებად განხილვა. პირიქით მათი კომბინაცია გვაძლებს უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად ეფექტურად შესრულდეს თმის გადანერგვა და მივიღოთ გადანერგილი თმის კარგი სიხშირე მაღალი ხარისხის გამელოტიბის დროსაც კი.

ISHRS - ს (International Society of Hair Restoration Surgery, აშშ) მიერ აღიარებულია თმის გადანერგვის მხოლოდ ორი მეთოდი: FUT(Strip) და FUE , ცნობილია კიდევ რობოტიზებული თმის გადანერგვა (Artas).

FUE (უნაკერო) მეთოდის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ გადასანერგი თმის ფოლიკულების - გრაფტების ამოღება სადონორო (კეფის) არედან ხდება სათითაოდ, სპეციალური, 0,6-0,9 მმ. დიამტრის მქონე მინიატურული ინსტრუმენტის - (ფანჩის) საშუალებით, ყოველგვარი ხაზოვანი განაკვეთეის გარეშე. სწორედ ამიტომ შემდგომ მეთოდს უწოდეს “ უნაკერო“, „არაოპერაციული“ და ა.შ

Strip (ზონრის)მეთოდიდროს კი კეფის მიდამოდან ხდება კანის ზონრის ექსციზია (ამოჭრა) და მისი შემდგომი დაყოფა ფოლიკულურ გაერთიანებებად - გარფტებადრომლთა ჩანერგვაც ხდება თმაგაცვენილ უბნებში (სარეციპიენტო არეში). ჭრილობის გაკერვა კი ხდება მარიო მარზოლას მიერ მოწოდებული ტექნიკით ე.წ. „ტრიქოფიტური“ დახურვით, რომელიც კეფაზე ტოვებს პრაქტიკულად შეუმჩნეველ ნაწიბურს.

ამ ორი მეთოდს შორის ძირითადი განსხვავება არის ის რომ Strip მეთოდის დროს კეფაზე რჩება ნაზი ხაზოვანი ნაწიბური, რომელიც შესამჩნევი ხდება მხოლოდ თავის გადაპარსვის და ზოგჯერ კეფაზე ძალიან მოკლედ (1,0 სმ-ზე ნაკლები) შეჭრილი თმის შემთხვევაში. ხოლო FUE ტრანსპლანტაციის დროს არ არსებობს ხაზობანი ნაწიბური, მაგრამ კეფაზე რჩება მცირე ზომის (0,8 მმ-მდე დიამეტრის) მრავალი მრგვალი ნაწიბური, რომლებიც კანის, თავისებურებებიდან გამომინარე, ასევე შეიძლება იყოს შესამჩნევი თავის გადაპარსვის შემთხვევაში.

დავესესხებით ბრედლი ვულფს და ვიტყვით, რომ Strip მეთოდის დროს წარმოიქმნება ერთი ნაწიბური ყველა გრაფტისთვის, ხოლო FUE მეთოდის დროს - თითო ნაწიბური თითოეული გრაფტისთვის.

მოსაზრება, მივანიჭოთ უპირატესობა FUE მეთოდს Strip მეთოდთან შედარებით, მხოლოდ იმის გამო, რომ კეფაზე არ რჩება ხაზოვანი ნაწიბური, არის სადაო. თუ Strip მეთოდის დროს ქირურგი ითვალისწინებს ჭრილობის შეხორცების პირობებს, სწორად განსაზღვრავს ამოსაღები ზონრის ზომებს, პროფესიონალურად ასრულებს სადონორო ზონის პლასტიკას ნაკერის ტრიქოფიტური დახურვის გამოყებებით, მაშინ წარმოიქმნება ძალზე ნაზი ნაწიბური, რომლის შემჩნევა შეუძლებელია ძალიან მოკლე ვარცხნილობის დროსაც კი.

Strip მეთოდის დროს კეფის არედან ამოღებული სადონორო ზონრიდან გრაფტების პრეპარირდება ხდება გამოცდილი ასისტენტების მიერ სტერეოსკოპული მიკროსკოპების გამოყენებით მრავალჯერადი გადიდების პირობებში, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს ფოლიკულების დაზიანების ალბათობას. FUE მეთოდის დროს კი სადონორო მიდამოდან ფოლიკულები მოიპოვება ინსტრუმენტის (0,6–0,9 მმ დიამეტრის ფანჩი) საშუალებით, გრაფტის გარშემო ცილინდრული განაკვეთის გაკეთების შემდეგ. ასეთ პირობებში ხვეული თმის დაზიანების ალბათობა ძალიან მაღალია.

აღსანიშნავია, რომ ორივე მეთოდი (FUE და Strip), ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში. ორივე მეთოდს გააჩნია თავისი უპირატესობები, თავისებურებები, ჩვენება და უკუჩვენება, და მათი განხილვა ერთმანეთის კონკურენტად (საპირისპიროდ) არ შეიძლება. პირიქით, ამ ორი მეთოდის კომბინაცია საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ 40-50%-ით მეტი თმა, ვიდრე მხოლოდ ერთი რომელიმე მეთოდის გამოყენების დროს. ეს თავის მხრივ საშუალებას გავძლევს თმა გადავნერგოთ უფრო მეტი სიხშირით და შევამციროთ პროცედურების რაოდენობა მაღალი ხარიხის გამელოტების დროსაც კი

რა არის HFE მეტოდი ?  იხილეთ ვრცლად >>>