კავშირი
სერვისები

 

პლაზმოთერაპია  არანაწიბუროვანი ალოპეციის დროს

1970 წლიდან პლაზმოთერაპიამ მნიშვნელოვანი როლი შეიძინა როგორც ქსოვილის , ჰემოსტაზის აღდგენის ასევე წყლულოვანი დაავადებების , რეგენერაციული პროცესების დაჩქარების პროცესში.  უკანასკნელ ათწლეულში პლაზმოთერაპიამ განსაკუთრებული როლი შეიძინა თმის ცვენის მკურნალობის ალგორითმში .

პლაზმოთერაპიის დროს გამოიყენება თრომბოციტებით მდიდადრი პლაზმა რომელიც მდიდარია  ზრდის ფაქტორით . ზრდის ფაქტორი უზრუნველყოფს ანგიოგენეზსს,უჯრდშიორისი მატრიქსის რემოდელირებას, უჯრედის პროლიფერაციას და დიფერენცირებას.აქედან გამომდინარე პლაზმოთერაპია გამოიყენება მედიცინის მრავალ დარგში როგორიცაა:ორთოპედია, ყბასახის ქირურგია, პლასტიკური ქირურგია, დერმატოლოგია.

პლაზმა რომელიც გამოიყენება პრპ თერაპიის დროს გამდიდრებულია თრომბოციტებით (დაახლოებით 1მლ თრომბოციტი/ μL)პლაზმოთერაპიის რეგენერაციული თვისება დამოკიდებულია გამოთავისუფლებული ზრდის ფაქტორის დონეზე.

თრომბოციტების ალფაგრანულები შეიცავენ ზრდის ფაქტორს (GF) რომელიც აქტივაციის შემდგომ , პასუხისმგებლები არიან თერაპიული ეფექტის ინიცირებასა და შენარჩუნებაზე.ცნობილია რომ თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შემადგენლობაში  გარდა ზრდის ფაქტორისა შედის ცილის სხვა მოლეკულებს როგორიცაა:ადგეზინი, ჰემოკინი და სხვა რომლებისც ხელს უწყობენ რეგენერაციის და პროლიფერაციის პროცესებს.

ბოლო დროს მრავალი კლინიკური კვლევა ჩატარდა პლაზმოთერაპიის  ეფექტურობისა არანაწიბუროვანი ალოპეციის დროს , განსაკუთრებით საინტერესოა მექანიზმი თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შემადგენლობაში შემავალი ზრდის ფაქტორების  მოქმმედება თმის ფოლიკულზე.

ზრდის ფაქტორები შეიძლება იყოს რამდენიმე სახის

  • თრომბოციტების ზრდის ფაქტორი(PDGF),
  • ტრანსფორმირების ზრდის ფაქტორი(TGF-b)
  • ენდოთელიური სისხლძარღვების ზრდის ფაქტორი (VEGF)თავისი იზოფორმებით

ზრდის ფაქტორები უკავშირდებიან შესაბამის რეცეპტორებს და უზრუნველყოფენ ქსოვილოვან ანგიოგენეზს.

ისინი მოქმედებს თმის ფოლიკულის ძირში აღმოჩენილ  ექტოდერმული წარმომავლობის მქონე  ღეროვან უჯრედებზე ( ღეროვანი უჯრედებიდან წარმოიქნება ეპიდერმალური უჯრედები და ცხიმოვანი ჯირკვლის უჯრედები.)და მატრიქსში არსებულ პაპილარულ უჯრედებზე(dermal papilla ) რასაც მივყავართ თმის ზრდის სტიმულაციისკენ არსებული ე.წ. მიძინებული ფოლიკულის აქტივაციისკენ.

პლაზმოთერაპია ტარდება თვეში 1 ჯერ .

წელიწადში სასურველია ჩატარდეს 9 პროცედურა, შესაბამისი სქემით.

პროცედურის წინ სასურველია ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი და ექიმმა ტრიქოლოგმა შეგირჩიოთ მკურნალობის სქემა.

დაბალი სიხშირის ლაზერული თერაპია(LLLT)

დაბალი სიხშირის ლაზერული თერაპია  დაფუძნებულია დაბალის სიხშირის ინფრაწითელი სხივებისა და  სინათლის სხივების ერთობლივი ზემოქმედებაზე უჯრედებზე, ამ ენერგიების შთანთქმის შედეგად უჯრედებში  აქტიურდება განახლების , რეგენერაციის პროცესი. მედიცინაში იგი გამოიყენება 1960 წლიდან და  კვლევებით დადებითი შედეგი აჩვენა თმის ცვენის დროს(ორივე ქალბატონებისა და მამაკაცების შემთხვევაში).  

პროცედურა ხანმოკლე , მარტივი და უმტკივნეულოა, სრულფასოვანი შეედგის მისაებად საჭიროა მისი გამოყენება საშუალოდ 26 კვირის განმავლობაში.

მეზოთერაპია აქტიურად გამოიყენება სამკურნალო და ესთეთიურ მედიცინაში 1952 წლიდან. ამ დროს მიკროინექციებით და მიკროდოზებით  ხდება კანში ან კანქვეშ  საჭირო პრეპარატის შეყვანა. პრეპარატების შემადგენლობაში შედის მინერალები, ამინომჟავები, ვიტამინები და ჰიალურონის მჟავა. კოკტეილის შეყვანისთანავე ლოკაურად იწყება მიკროცირკულაციის გაუმჯობესება, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა, მცირდება შეშუპება, იზრდება  ჰიალურონისა და კოლაგენის გამომუშავება.  ყოველივე ამის შედეგად უმჯობესდება  კანის იმუნური   მგდომარეობა და აქტრიურდება თმის ფოლიკული.

მეზოთერაპია ნაჩვენებია: თმიც ცვენის დროს, კანის ასაკობრივი ცვლილებების დროს, ნაოჭების, ლაქების, გავიტაციული ფტოზის, სტრიების და ცელულიტის დროს..

პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, არ საჭიროებს სპეციფიურ მომზადებას და არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა.

ტოპიკური მინოქსიდილი

ტოპიკური მინოქსიდილი- პიპერიდინოპირემიდინი, რომელიც თავდაპირველად 1970 წელს დარეგისტრირებული იქნა როგორც ჰიპერტონიის სამკურნალო საშუალება, დაკვირვებებმა მალევე გამოავლინა რომ პირებში რომელიც იყენებდნენ ამ პრეპარატს შეინიშნებოდა თმის ზრდის დაჩქარება. ასეთი გზით შეიქმნა მინოქსის სპრეი , რომელიც პირველად დარეგისტრირდა აშშ-ში 1988 წელს ანდროგენული ალოპეციის სამკურნალოდ მამაკაცებში, ხოლო 1991 წლიდან უკვე ქალბატონებშიც.

მინოქსიდილის სულფატი- მინოქსის აქტიური მეტაბოლიტი - განაპირობებს სისხლძაღვევების გაფართოებას და საბოლოო ჯამში მივყავართ ფოლიკულების პროლიფერაციამდე. იწვევს კატაგენის ფაზაში მყოფი ფოლიკულების ზრდის სტიმულაციას, ანაგენის ფაზის გახანგრძლივებას და აჩქარებს ტელოგენიდან ანაგენის ფაზაში გადასვლას.

მინოქსიდილის გამოყენება ხდება 2-ჯერ დღეში დაზიანებულ უბანზე , 1მლ-ის ოდენობით თანაბარი გადანაწილებით დაზიანებულ უბანზე.

პირველი რეზულტატის მისაღებად უნდა მოხდეს მისი 6 თვის განმავლობაში გამოყენება. შეწყვეტის შემთხვევაში 8-12კვირის შემდეგ კვლავ იწყება თმის ცვენა.

5ალფა რედუქტაზის ინჰიბიტორები: ფინასტერიდი და დუტასტერიდი

ფინასტერიდი წარმოადგენს 5 ალფა რედუქატაზას ინჰიბიტორს, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ. ევროპაში რეგისტრირებულია 1992 წლიდან .პრეპარატის პერორალური ფორმა ამცირებს დიჰიდროტესტოსტეონის დონეს შრატში და თავის თმიან საფარველზე, ისე რომ არ ამცირებს ტესტოსტერონის და სხვა ჰორმონების დონეს სისხლში. იგი ამცირებს თმის ცვენის ინტენსივობას და ხელს უწყობს ახალი თმების ამოსვლას. პრეპარატი გამოიყენება ხანგრძლივად. ფინასტერიდი 1 მლ-დღეღამეში ანდროგენული ალოპეციის სამკურნალოდ დარეგისტირებული ინება 1998 წლიდან.

 კლინიკურმა კვლევებმა ასევე აჩვენა სექსუალური დისფუნციის მცირე ნიშნები, თუმცა ფინსატერიდის მიღების შეყვეტის შედეგად ზემოთ აღნიშნული ჩივილები ქრება.

ტოპიკური კორტიკოსტეროიდები

  • ძირითადად გამოიყენება ბუდობრივი თმის ცვენის დროს, ფრონტო-ფიბროზული ალოპეციის დროს, წითელი ბრტყელი ლიქენის დროს, ფსევდოპელადის დროს, წითელი მგლურას დროს.ტოპიკურის კორტიკოსტერიოდების გამოყენება შესაძლოა კრემის, ლოსიონი, ქაფის , მალამოს ან შამპუნის სახით, პრეპარატის გმაოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინაროებაზე. ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.
  • კორტიკოსტერიოდის ინექცია გამოიყენება ბუდობრივი თმის ცვენის დრო, ფრონტო-ფიბროზული ალოპეციის დროს, წითელი ბრტყელი ლიქენის დროს, ფსევდოპელადის დროს, წითელი მგლურას დროს, ტრაქციული ალოპეციის დროს.

ძირითადად გამოიყენება ტრიამცინოლონის აცეტატის ინექციები, განზავებას და ინექციების რაოდენობას წყვეტს ექიმი.

თმის ფილერი თმის ცვენის შეჩერების ერთ-ერთი ახალი ინოვაციური მეთოდია. ამ დროს მიკროინექციით ხდება სკლაპზე სპეციალური პრეპარატის შეყვანა, რომელიც შეიცავს ზრდის ფაქტორსა და დაახლოებით ბიომიმეტურ პეპტიდებს, მათ შორის თმის ზრდისათვის ყველაზე აქტიურ 7 პეპტიდს( Decapeptide-28, Oligopeptide-71,Octapeptide-2, Decapeptide-18, Oligopeptide-54, Octapeptide-11, Decapeptide-10). საბოლოო ჯამში აქტიურდება მიკროცირკულაცია, ხდება თმის ფოლიკულის რევიტალიზაცია, აინდუცირება თმის ზრდაც ფოლიკულის ზომაში მატების ხარჯზე და აჩერებს თმის ცვენას.

პროცედურა ტარდება მიკროინექციით ჯამში საჭიროა 4 სეანსი 2 კვირიანი ინტერვალით.

თმის ცვენის მკურნალობის ძირითადი პრინციპები:

თანამედროვე ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ექცევა ვიზუალს, ფიზიკურ მიმზიდველობას და ახლგაზრდული იერის შენარჩუნებას. მართალია თმის ცვენა ჯანმრთელობისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობაზე და სიცოცხლის ხარისხზე. მსგავსი რეაქცია ძირითადად დამახასიათებელია მადლოსნებისათვის, თუმცა უფრო და უფრო მატულობს მამაკაცებშიც ესეთი განწყობა. მამაკაცებში სიმელოტე შედარებით ნორმალური ფიზიოლოიგური პროცესია, რის გამოც მამაკაცთან დიდი ნაწილი ეგუება ამ პროცესს, თუმცა ზოგიერთი ამჯობინებს მიმართოს აქტიურ მკურნალობას. ექიმთან მიმართვისას , პაციენტების ნაწილს მიაჩნიათ რომ ექიმი მათი ამ ჩივილს აღიქვამს არასერიოზულ პრბლემად. მაგრამ ეს არ არის რეალური, გამომდინარე იქედან რომ თმის ცვენა  მოქმედებს პაციენტის სიცოცხლის ხარისხზე მათვის მკურნალობის ეფექტურ მეთოდებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია მკურნალი ექიმის ინდივიდუალური მიდგომაც პაციენტისადმი, გარდა ამისა დიდი მნიშვნელობა აქვს თმის ცვენის მიზეზების კვლევას.

მკურნალობა საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას,

ფიზიოთერაპიული საშუალებები:

 დარსონვალიზაცია-

ეს არის მაღალი სიხშირის (110-400 kHz) და დაბალი სიმძლავრის (0,01A) დენის იმპულსების გამოყენება პრობლემურ ზონაზე. მედიცინაში ეს მეთოდი 100 წელზე მეტია გამოიყენება, კერძოდ კი სტომატოლოგიაში, დერმატოლოგიაში, ნევროლოგიაში და გინეკოლოგიაში.

დარსონვალის პროცედურების შედეგადად აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, უმჯობესდება უჯრედებში ჟანგბადის მიწოდება, არეგულირებს ცხიმოვან ცვლას , ამცირებს ვენურ სტაზს. აქვს ბაქტერიოციდული ეფექტი, ასევე ზრდის კანის არასპეციფიურ იმუნიტეტს, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს.

ყოველივე ამის შედეგად კი ვიღებს კანის ელასტიურობისა და ტურგორის გაუმჯობესებას, ნაჭების შემცირებას , კანის ფერის გაუმჯობესებას და თმის ზრდის სტიმულაციას.

პროცედურა უმტკივნეულოა , ტარდება კურსის სახით (15-20 პროცედურა.)

თმის ცვენის მკურნალობის ძირითადი პრინციპები:

თანამედროვე ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ექცევა ვიზუალს, ფიზიკურ მიმზიდველობას და ახლგაზრდული იერის შენარჩუნებას. მართალია თმის ცვენა ჯანმრთელობისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობაზე და სიცოცხლის ხარისხზე. მსგავსი რეაქცია ძირითადად დამახასიათებელია მადლოსნებისათვის, თუმცა უფრო და უფრო მატულობს მამაკაცებშიც ესეთი განწყობა. მამაკაცებში სიმელოტე შედარებით ნორმალური ფიზიოლოიგური პროცესია, რის გამოც მამაკაცთან დიდი ნაწილი ეგუება ამ პროცესს, თუმცა ზოგიერთი ამჯობინებს მიმართოს აქტიურ მკურნალობას. ექიმთან მიმართვისას , პაციენტების ნაწილს მიაჩნიათ რომ ექიმი მათი ამ ჩივილს აღიქვამს არასერიოზულ პრბლემად. მაგრამ ეს არ არის რეალური, გამომდინარე იქედან რომ თმის ცვენა მოქმედებს პაციენტის სიცოცხლის ხარისხზე მათვის მკურნალობის ეფექტურ მეთოდებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია მკურნალი ექიმის ინდივიდუალური მიდგომაც პაციენტისადმი, გარდა ამისა დიდი მნიშვნელობა აქვს თმის ცვენის მიზეზების კვლევას. მკურნალობა საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას.