ხშირად დასმული კითხვები

თმის გადანერგვის ღირებულება გამოითვლება გადასანერგი გრაფტების(გადანერგვის ერთეული, რომელშიც არის 1-4 თმის ღერი) რაოდენობით. 1 გრაფტის ფიქსირებული ფასი გახლავთ 2 ლარი.

თმის ცვენის გამომწვევი 300 მდე მიზეზი არსებობს, თმის ცვენის დიაგნოზს სვამს ტრიქოლოგი. თმის ცვენა ქალებში შეიძლება გამოწვეული იყოს ენდოკრინული სისტემის დაავადებებით, ჰორმონალური დისბალანსით, ორსულობის, მშობიარობის შემდგომ პერიოდში, მენოპაუზის დროს. მედიკამენტების ხანგრძლივი მოხმარებით, ქიმიოთერაპიით, სტრესით, არაჯანსაღი ცხოვრების წესით , არასწორი კვებით. მამაკაცებში თმის ცვენას 90% არის ანდროგენეტიკური თმის ცვენა, რომელიც განპირობებულია გენეტიკური წინასწარგანწყობით და მამაკაცის სასქესო ჰორმონისანდროგენების სიჭარბით.

თმის გადანრგვის ოპერაცია შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად მასინ როდესაც პაციენტის მოლოდინი ემთხვევა რეალურ შედეგს, ამისათვის საწიროა ოპერაციას ასრულებდეს მარალი კვალიფიკაციის ქირურგი, რომელიც ფლობს პროგრესულ ტექნოლოგიებს, რომელიც მაქსიმალურად რაციონალურად დაგეგმავსოპერაციას, მნიშვნელოვანია პაციენტის ინფორმირებულობა, პაციენტს უნდა მივაწოდოთ ოპერაციასტან დაკავშირებული ყველა ნიუანსი. 

თმის გადანერგვის ოპერაციას გვერდითი ეფექტები არ აქვს.

თმის გადანერგვის ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა.

თმის გადანერგვის შემდეგ პაციენტს განსაკუთრებულ შეზღუდვები არ აქვს, ამიტომ მე-2, მე-3 დღიდან შეუძლია დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მხოლოდ ეზღუდება ვარჯიში თმის გადანერგვიდან 10 დღის განმავლობაში.

გადასანერგი გრაფტების რაოდენობის ზუსტი განსაზღვრა ხდება კონსულტაციაზე, ექიმი შეარჩევს შულის მოხაზულობას პაციენტის სურვილის მიხედვით, დაითვლის გამელოტებულ უბანში კვადრატული სანტიმეტრების რაოდენობას და მასში თმის სიხშირეს. გრაფტების მიახლოებითი რაოდენობის გაგება ასევე შესაძლებელია ონლაინ კონსულტაციით ვოცაფში ან ვაიბერში ნომერზე – 591509090. ამისათვის პაციენტმა უნდა გამოგზავნოს თავზე გადაღებული ფოტოები.

თმის გადანერგვის ოპერაციიდან რამდენ ხანში ველოდოთ შედეგს?

გადანერგილი თმა ზრდას იწყებს 2.5-3 თვიდან, 6 თვეში უკვე ჩანს საწყისი, საკმაოდ შესამჩნევი შედეგი, საბოლოო შედეგს კი ვიღებთ 1 წლის ბოლოს, როდესაც ყველა გადანერგილი თმა გაზრდილია.

ჩვენი თმის გადანერგვის კალკულატორის საშუალებით შეგილიათ გაიგოთ დაახლოებით რამდენი გრაფტის გადანერგვა დაგჭირდებათ. 

ანდროგენული(მამაკაცური ტიპის) ალოპეციის მე-5 ხარისხის ჩათვლით საჭიროა თმის გადანერგვის მხოლოდ ერთი ოპერაცია. რადგან გადანერგილი თმა არის სიცოცხლის ბოლომდე, განმეორებითი ოპერაცია საჭირო არ არის. რაც შეეხება ანდროგენული ალოპეციის მე-6, მე-7 ხარისხს, ამ შემთხვევაში კარგი შედეგის მისაღებად თმის გადანერგვა იგეგმება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე დათმიანდება გამელოტებული უბნის ნახევარი ანუ მიდამოშუბლის ხაზიდან გვირგვინამდე, და მე-2 ეტაპზე ხდება გვირგვინის დათმიანება. თმის გადანერგვის მეორე ოპერაცია ტარდება 8-10 თვის შემდეგ.

თმის გადანერგვის ოპერაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გადასანერგი გრაფტების რაოდენობაზე. პროცედურა 3 ეტაპად მიმდინარეობს, ეტაპეპს შორის პაციენტი ისვენებს ნახევარი საათი, საუზმობს, მიირთმევს ჩაის. თმის გადანერგვის ოპერაცია საშუალოდ 4-6 საათს გრძელდება.

თმის გადანერგვს ქალებში ხდება მხოლოდ ჩვენების შემთხვევაში: ანდროგენული ალოპეციის ანუ მამაკაცური ტიპის თმის ცვენის დროს, ნაწიბუროვანი( დამწვრობის, ოპერაციის ან ტრავმის შემდგომი) თმის ცვენის დროს, ტრაქციული ალოპეციის დროს(რომელიც გამოწვეულია მოქაჩული ვარცხნილობის ტარებით) და მაღალი შუბლის  კორექციის მიზნით. თმის გადანერგვის ოპერაცია ქალბატონების შემთხვევაშიც წარმატებულია თუ სწორად არის დასმული დიაგნოზი და სწორად არის დაგეგმილი ოპერაცია.

თმის გადანერგვიდან 2.5-3 თვის შემდეგ თმა იწყებს ზრდას. ოპერაციიდან 6 თვეში უკვე ჩანს პირველადი შედეგი, ხოლო საბოლოო შედეგი დგება 1 წლის ბოლოს, როდესაც ყველა გადანერგილი თმა არის გაზრდილი.