კავშირი
Lisa Weider

კლინიკა "დეამედის" დამფუძნებელი და დირექტორი, მედიცინის დოქტორი - დეა (დიანა) პაპასკირი

  • თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების(ISHRS) მოქმედი

წევრი (აშშ).

  • საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის 

საზოგადოების მოქმედი წევრი.

  • რუსეთის პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის საზოგადოების მოქმედი წევრი

  

ქირურგად მუშაობის გამოცდილება - 16 წელი

თმის ტრანსპლანტოლოგიაში - 16 წელი

დეა პაპასკირმა თმის ტრანსპლანტაციის თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა მოსკოვში, ჯერ კიდევ ორდინატურაში სწავლის დროს დაიწყო. მისი პირველი მასწავლებელი იყო ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი თამაზ თამაზაშვილი, მაგრამ მის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მედიცინის დოქტორ, პროფესორ ალექსი მახარაშვილს მიუძღვის.

2003 წელს დეა პაპასკირმა და ალექსი მახარაშვილმა მოსკოვში ჩამოაყალიბეს თმის გადანერვის სპეციალიზირებულ განყოფილებას (lisine-net.ru), რომელიც დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს. 2004 წელს დეა პაპასკირმა და ალექსი მახარაშვილმა დაიწყეს ახალი კადრების მომზდება საქართველოში. დეა რვა თვით გამოემგზავრა თბილისში და ამ ხნის განმავლობაში წარმატებით მოამხადა ექიმებისა და ექთნების მთელი გუნდი, რომელთაც შეასწავლა თმის ტრანსპლანტაციის უახლესი ტექნოლოგიები. ასე შეიქმნა საქართველოში კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“, რომლის დამფუძნებელიც პროფესორი, ალექსი მახარაშვილი გახლავთ.

დეა პაპასკირმა 2010 წელს, მოსკოვში, დაიცვა დისერტაცია, თემაზე: „თავის თმიანი ნაწილის ნაწიბუროვანი დეფექტების მქონე პაციენტების ქირურგიული მკურნალობა“, რაც გულისხმობს ნაწიბურწბში თმის გადანერგვას ფოლოკულური მიკროაუტოტრანსპლანტაციის მეთოდით. ეს ნაშრომი თავისი სამეცნიერო ღირებულებით უნიკალურია, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ დისერტაციაში მოცემული ყველა პაციენტი მის მიერ იყო ნაოპერაციები. დეა პაპასკირმა კლინიკური და მორფოლოგიური კვლევების შედეგების ღრმა ანალიზით დაამტკიცა რომ თმის გადანერგვა ნაწიბურებში შესაძლებელია და კარგ შედეგებს იძლევა. გარდა თმის მაღალი გაზრდადობისა, ნაწიბურების სტრუქტურაც უმჯობესდება. ამ ნაშრომამდე სამედიცინო საზოგადოებაში დამკვიდრებული იყო აზრი, თითქოს ნაწიბურებში თმის გადანერგვა არ შეიძლება. დღეს უკვე მრავალ პაციენტს მოეხსნა ის ფსიქო-სოციალური პრობლემა, რომელიც ნაწიბუროვანი დეფექტებით იყო გამოწვეული.

სამუშაო გამოცდილება:

  1. 04.2018 წ. დღემდე - კლინიკა „დეამედი“-ს დირექტორი, წამყვანი პლასტიკური ქირურგი. ქ. თბილისი.04.2018 წ. დღემდე - კლინიკა „დეამედი“-ს დირექტორი, წამყვანი პლასტიკური ქირურგი. ქ. თბილისი.
  2. 2013 – 04.2018 წწ. - თმის გადანერგვის კლინკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის წამყვანი პლასტიკური ქირურგი. ქ, თბილისი.
  3. 2009 წლიდან დღემდე - მრავალპროფილური ქირურგიული კლინიკის, «МакаМед» -ის თმის გადანერგვის სპეციალიზრებული განყოფილების ქირურგი. ქ. მოსკოვი
  4. 2003 – 2009 წწ. - კლინიკა «Медана XXI Век»-ის, თმის გადანერგვის სპეციალიზრებული განყოფილების ქირურგი. ქ. მოსკოვი