კონტაქტი

„დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების“ (ISD) I ტრანსკავკასიური საერთაშორისო კონგრესი. თბილისი, 2014 წ.

2014 წლის 16-18 ოქტომბერს თბილისში „დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების“ (ISD) მხარდაჭერით ჩატარდა პირველი ტრანსკავკასიური საერთაშორისო კონგრესი. კონგრესზე ლექტორებად და ტრენერებად მოწვეული იყვნენ დარგის საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტები აშშ-დან, გერმანიიდან, ბელგიიდან, ავსტრიიდან, მათ შორის, ევროპის აკადემიის (EADV) არჩეული პრეზიდენტი. პლენარული სხდომების პარალელურად ჩატარდა დერმატოქირურგიის პრაქტიკული კურსი. დერმატოლოგმა მაკა დოღოზაშვილმა ესთეტიკის პლენარულ სხდომაზე გააკეთა მოხსენება, სადაც გაანალიზებული და მეცნიერულად დასაბუთებული იყო თმის გადანერგვის ეფექტურობა როგორც ანდროგენული ასევე ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია კოლეგებს შორის.